ფერების თერაპია: 4 ტუჩსაცხი კარგი განწყობისთვის

დამტკიცებულია: ფერს შეუძლია გავლენა მოახდინოს ჩვენს ემოციებზე და ეს არ ეხება მხოლოდ ტანსაცმელს ან ინტერიერს. შეიტყვე, როგორ უნდა შეიქმნა სწორი განწყობა მაკიაჟის მეშვეობით!

რა არის ფერების თერაპია?

ფერების თერაპია შეისწავლის განწყობისა და ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩვენს გარშემო არსებული ფერების ურთიერთკავშირს, ასევე, მათზე ემოციურ რეაქციას. გამოკვლევების თანახმად, მრავალი ფაქტორი თამაშობს დიდ როლს ჩვენს მიერ ფერების აღქმაში: კულტურული გარემო, ასაკი, სქესი და სხვა - მაგრამ, არსებობს ინდივიდუალური თავისებურებები და რეაქციებიც.

ფერების თერაპიის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კვლევა ეკუთვნის ფლორის ნევროლოგიისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის ინსტიტუტს (მელბურნი, ავსტრალია). ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ პასტელის ფერები (პიტნის, ცისფერი, იასამნისფერი) მის მონაწილეებს სიმშვიდეს ანიჭებდა - ხოლო უფრო მკვეთრი და ნეონის ფერები მონაწილეებს ახალისებდა და გუნება-განწყობას უუმჯობესებდა. ფერს შეუძლია შეცვალოს თქვენი გულისცემაც კი!

ფერმა შეიძლება გავლენა მოახდინოს არა მხოლოდ ჩვენს განწყობაზე, არამედ თანამოსაუბრის ემოციებზეც. ეს ნიშნავს, რომ ისეთმა მარტივმა ნაბიჯმაც კი, როგორიცაა ტუჩსაცხის სწორი ფერის არჩევა, შეიძლება თქვენს სასარგებლოდ იმუშაოს.

როგორ შევცვალოთ განწყობა ტუჩსაცხის ფერის მეშვეობით?

წითელი

ყურადღების ცენტრში ყოფნა გსურს? შენი არჩევანი ალისფერი წითელია. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ წითელი ელფერი იპყრობს და ადვილად აკავებს ჩვენი ყურადღების ფოკუსს. ის ნამდვილად ვერ შეძლებს, თვალი მოაშოროს შენს ტუჩებს! წითელი სიმტკიცის, თავდაჯერებულობისა და ჭეშმარიტი ქალურობის სიმბოლოა და, ასევე, ასოცირდება რომანტიკასა და ვნებასთან. იდეალურია zoom-პაემნისთვის!

 

ნარინჯისფერი

მზიანი ელფერი ენერგიისა და პოზიტიური ემოციების მოზღვავებას გჩუქნის. თუ წინ მძიმე დღე გაქვს, განწყობა კი აც თუ ისე კარგი, აირჩიე ტუჩსაცხი ნარინჯისფერი ქვეტონით. გარშემომყოფთა ღიმილი გარანტირებულია!

 

ვარდისფერი

ტუჩსაცხის ალბათ ყველაზე "girly" ელფერი და ჩვენი ფავორიტი ნამდვილ სასწაულებს ახდენს შინაგან მდგომარეობაში. ვარდისფერი გვხდის უდარდელს, გვეხმარება რთული პერიოდების გადატანაში, ქმნის მშვიდ რომანტიულ განწყობას. ამასთან, ეს არის ტანსაცმლის ყველაზე მომგებიანი ფერი სოციალურ ქსელებში ფოტოებისთვის - Pantone ინსტიტუტის, Fohr სერვისისა და Visit Carlsbad გიდის ერთობლივი კვლევის თანახმად, ვარდისფერი იზიდავს მომხმარებლების ყურადღებას და ზრდის მათ აქტიურობას.

 

ნუდი

ტუჩსაცხების კოლექცია არასრულყოფილი იქნება იდეალური ნუდის გარეშე: ელფერი "შენი საკუთარი ტუჩები საუკეთესოა" არასდროს გადის მოდიდან, უხდება ნებისმიერ იერს და ითვლება ელეგანტურობისა და სტილის სტანდარტად. ნუდის ტუჩსაცხი მეტყველებს საკუთარ თავსა და საკუთარ უნიკალურ ბუნებრივ სილამაზეში თავდაჯერებულობაზე, რომელსაც მხოლოდ ხაზი უნდა გაუსვა მკვეთრი ელფერით გადაფარვის ნაცვლად.

 

შეარჩიე THE ONE Color Unlimited მდგრადი სუპერმქრქალი ტუჩსაცხის შენი ფერი და ისიამოვნე ხავერდოვანი იერით მთელი დღის განმავლობაში.