მომზადება
ხასხასა ტუჩები შესანიშნავია, მაგრამ მათ სჭირდებათ ხარისხიანი «პლაცდარმი». გლუვ და რბილ კანზე ტუჩსაცხი ბევრად უკეთ ჯდება (და შესაბამისად გამოიყურება). სწრაფი რეცეპტი: ნაზად შეიზილეთ ტუჩები კბილის ჯაგრისით ან სკრაბით, შემდეგ წაისვით დამარბილებელი ბალზამი 5-10 წუთით. ეხლა კი შეგიძლიათ გადახვიდეთ მთავარზე.
ფერის შერჩევა
კაშკაშა ტუჩსაცხი აბსოლუტურად ყველას უხდება – საიდუმლო სწორად შერჩეულ ელფერშია. რით უნდა დაიწყოთ? რა თქმა უნდა, თქვენი კანის ფერიდან.
შეხედეთ მაჯის ვენებს. მოცისფროა? შეარჩიეთ ტუჩსაცხი ცივ ფერებს შორის. მომწვანოა? უკეთესია სცადო თბილი ფერები. ვერ ხვდებით, თუ რა ფერი გაქვს მაჯაზე? ყველა პალიტრა ღიაა თქვენს წინაშე! სინამდვილეში, ყველა პალიტრა ღიაა ყველასთვის. ტუჩის კაშკაშა მაკიაჟის მთავარი წესია – არ შეგეშინდეთ ექსპერიმენტების. უბრალოდ სცადეთ სხვადასხვა რამ და ნახავთ, თუ როგორ იცვლება თქვენი სახე ხასხასა ტუჩსაცხის წყალობით. გაბედულ ქლიავისფერსაც კი შეუძლება უცებ «ითამაშოს» და თქვენ ახალ სახეს აღმოაჩენთ. THE ONE Color Stylist Volume Lipstick-ის იგივე ტუჩსაცხი 5 1-ში მოცულობის ეფექტით კარგად შესაფერისია ექსპერიმენტებისთვის: მას აქვს 10 ელფერი, გამოხატული, მაგრამ არა მყვირალა, პლუს მომენტალური მოცულობის ეფექტი.
საჭიროა თუ არა თვალების მოხატვა?
ხასხასა ტუჩსაცხი – კლასიკური ტექნიკაა, რომელიც ცნობილია ჯერ კიდევ ძველი ჰოლივუდის დროიდან. აუცილებელია თუ არა ამ აქცენტს სმოკი აიზის დამატება? ეს თქვენი გადასაწყვეტია, მაგრამ ამას თქვენი ტუჩებიდან ყურადღების გადატანა შეუძლია. ყველაზე ხშირად, ხასხასა ტუჩსაცხის იდეალური თანამგზავრებია – სუფთა მბზინავი კანი, მკვეთრი წარბები და ტუშით ხაზგასმული (მხოლოდ ტუშით!) წამწამები. ამისათვის ჩვენ გვაქვს THE ONE Illuskin Aquaboost SPF 20 დამატენიანებელი ტონალური ფუძე (რომელიც იძლევა სწორად რომ ასეთი «მანათობელ» და არა ცხიმიან ფინიშს სახეზე) და The One Tremendous ტუში კატის თვალების ეფექტით (ანიჭებს წამწამებს სასურველ მოცულობას და სიგრძეს).
რა ხდება ფრჩხილებზე?
ერთ-ერთი გამოცდილი და სწრაფი გზა იმისათვის, რომ სახე ხასხასა ტუჩსაცხით და კიდევ უფრო ელეგანტური გახადოთ – ეს არის ტუჩებისა და ფრჩხილების ფერის კოორდინაცია. გადავხედოთ Oriflame-ის ლაქების პალიტრა და მოვეძებნოთ კაშკაშა ფერის მხრივ შესაფერისი ვარიანტი.
სწორი აქსესუარები
ამაში კი არაცხადი საიდუმლო იმალება. ეცადეთ, რომ თქვენი ერთ-ერთი მთავარი აქსესუარი – ჩანთა, შარფი, ფეხსაცმელი, გულსაბნევი, საყურეები – ტუჩის ფერს შეესაბამებოდეს. ეს დეტალი არ არის თვალშისაცემი, მაგრამ ძალიან «ქაჩავს» იერსახეს.