ბრწყინვალე იდეა: გლიტერ მაკიაჟი საახალწლო წვეულებებისთვის

იბრწყინე მზის ჩასვლიდან გათენებამდე (და მთელი ღამე)! ჩვენ შევაგროვეთ დაუვიწყარი ბზინებიანი მაკიაჟის საუკეთესო იდეები და შევარჩიეთ მაღალხარისხიანი პროდუქტები იმისათვის, რომ მარტივად და სწრაფად შექმნა შენი თვალისმომჭრელი გარეგნობა.

როდის არის მართებული შიმერი?

სინამდვილეში, შიმერისთვის მიზეზი აუცილებელი არ არის: ბრწყინვალება ერთნაირად შეეფერება საახალწლო ღამეს და სამუშაო კვირის დღეებსაც. შეუძლებელია არ შეიყვარო შიმერი: ის უეცრად ანათებს სახეს, მრავალფეროვნებას მატებს ყოველდღიურობას.

დროა იბრწყინო!

გააცოცხლე გარეგნობა წამებში, შემატე მაგია და გლამური! ბრილიანტის ნათებას შენს მზერას აჩუქებს თვალის ლაინერი The ONE Wonder LINER მდიდრული ვერცხლისფერი მოციმციმე ნაწილაკებით. იდეალურია   საღამოს წვეულებებისთვის მკაცრი საქმიანი იერსახის კაშკაშა  «მოხულიგნო» და ამავდროულად ელეგანტური აქცენტისთვის.

ბზინები თქვენს თითებზე

შიმერ-მანიკური აქტუალურია კვირის ნებისმიერ დღეს! წაისვი ტოპ ლაქი მოციმციმე ნაწილაკებით  THE ONE PROWEAR ნებისმიერი ფრჩხილის ლაქის ზევით საოცარი ციმციმისა და ბზინვარების გაძლიერებისთვის.  ხოლო, თუ რაღაც განსაკუთრებული გჭირდება, შეეცადე შეუთავსო ეს ტოპი პრიალა  ფრჩხილის ლაქებს THEONE. სხვათა შორის, ყველა ბზინი The ONE-ში არის ბიოდაშლადი და შეგიძლიათ მისი გამოყენება რამდენიც გინდათ, სინდისის ქენჯნის გარეშე სინი არანაირ გავლენას არ მოახდენს პლანეტის მომავალზე.

რისთვის არის საჭირო შემერი? მაკიაჟის დასასრულებისა და გარეგნობის გამოცოცხლებისთვის:

იდეებს ეძებ ნამდვილად ეფექტური საახალწლო მაკიაჟისთვის? იქნებ, იდეალური მეიქი გჭირდება საღამოს წვეულებისთვის? ჩვენთან ყველაფერია, რასა ეძებ! შეეგებე 3 მასტჰევ პროდუქტს, რომელიც არავის დატოვებს გულგრილს!

 

მაშასადამე, მასტჰევი №1! ქუთუთოების მდგრადი ჩრდილი-ფანქარი THE ONE-ის ლიმიტირებული კოლექციიდან!გაჯერებული პიგმენტი, ნაზი ციმციმი და არავითარი პრობლემა: ფორმულა  არ იდღაბნება და გროვდება, ასე რომ თქვენი მზერა  ნათელი დარჩება  მთელი ღამის განმავლობაში.

 

ვიზაჟისტის რჩევა:

1. მაქსიმალური ეფექტისთვის დაიტანეთ ჩრდილი ზუსტად წამწამების ხაზზე

2. გაანაწილეთ ქუთუთოზე უფრო მკვრივი დაფარვისთვის ან გაანაწილეთ თითებით მსუბუქი დაფარვისთვის.

 

ეხლა კი მასტჰევი  №2! ლეგენდარული ტუში 5 1-ში ექსკლუზიურ საზეიმო დიზაინში! უფრო მეტი მოცულობა, სიგრძე და გაჯერებული შავი ფერი წამწამებზეეს ღრმა შავი ფერი იდეალურად გამოაჩენს ბზინვარებას ქუთუთოებზე ან სახეზე, ხოლო შეფუთვა მაშინვე განგაწყობს დიდებული წვეულებისთვის.

 

ვიზაჟისტის რჩევა:

1. დაიტანეთ წამწამებზე ფუნჯის მომრგვალებული ბოლოთი და დატოვეთ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი ძირებთან

2. გაანაწილეთ ტუში ფუნჯის სწორი გვერდით სხვადასხვა სიგრძის ჯაგარით მაქსიმალური განცალკევებისა და წაგრძელებისთვის.

 

ეხლა კი დროა გავეცნოთ №3 მასტჰევს! ტუჩის პრიალა   პომადა-კუშონი  შენი VIP-მეგობარი ნებისმიერ წვეულებაზე! ლიმიტირებულ კოლექციაში წარმოდგენილია ფერები ნაზი მოციმციმე ნაწილაკებით, იმისათვის, რომ თქვენი ყოველი ღიმილი ასხივებდეს პოზიტივს და საზეიმო განწყობას. სხვათა შორის, მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ეს პომადა  ზრდის თქვენს მიმზიდველობას.

 

ვიზაჟისტის რჩევა:

1. მოატრიალე ტუბი პომადის ამოსაწევად

2. ზუსტი აპლიკატორის მეშვეობით წაისვით პომადა ცენტრიდან კუთხეებამდე.

შენი თვალისმომჭრელი გლიტერ-გარეგნობა მზადაა!

 

ტექსტი: