სამი კლასიკური იმიჯი მამაკაცებისთვის რომან ბელოსნეჟნისგან

Eclat ხაზში გამოვიდა ახალი პრემიალური არომატი მამაკაცებისთვის Eclat Style, ფრანგული ელეგანტურობის ნამდვილი განსახიერება. ორიფლეიმის ოფიციალური სტილისტი მოგვითხრობს, თუ როგორ უნდა შეიქმნას იმიჯები კლასიკურ სტილში ცხოვრების ყველა შემთხვევისთვის, როგორ დაემატოს და შეივსოს სწორი დეტალებით — მათ შორის, არომატით.

  

კლასიკური სტილი უხდება ძლიერ მამაკაცებს, რომლებსაც სურთ თავდაჯერებულად და რესპექტაბელურად გამოიყურებოდნენ, მყისიერად გამოიწვიონ ნდობა და მოახდინონ სწორი შთაბეჭდილება. ბიზნესის სამყაროში ეს არის ნომერი პირველი სტილი და მაშინაც კი, თუ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ეს სტილი შენთვის ახლო არ არის, განსაკუთრებული შემთხვევებისთვის მზად უნდა იყოს და ხელთ უნდა გქონდეს რამდენიმე იმიჯი.

გვესმის «კლასიკა», წარმოვიდგენთ პერანგის მკაცრ სტილსა და მოყვანილობას, ბოლო ღილამდე შეკრულ პერანგს და უცვლელ ჰალსტუხს. დიახ, და ამავდროულად — არა! თავდაპირველად ეს სტილი მართლაც უფრო თავშეკავებული იყო, მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენთვის  ჩვეულ გაგებას დაშორდა — კლასიკური კოსტიუმებისთვის დაიწყეს უფრო ორიგინალური ქსოვილების გამოყენება, ფეხსაცმელი შეცვალეს კედებით, ხოლო საბოლოო იმიჯი შეავსეს მოდური აქსესუარებით.

კარგად გამოჭრილი კოსტუმი და პერანგი კლასიკური სტილის საფუძველია. ჩვეულებრივ, შარვალი და პიჯაკი ერთი ქსოვილისგან იკერება — როგორც წესი, შალისგან — და შეიცავს  უცვლელ, საზოგადოდ მიღებულ ელემენტებს: მაგალითად, ლაცკანს (გადანაკეცს), სამკერდე ჯიბეს და ქვედა ჯიბეებს. დიზაინის მიხედვით ისინი შეიძლება შეიცვალოს და მოდის ტენდენციებს მოერგოს.  

პერანგები საქმიანი კოსტუმებისთვის უნდა შეირჩეს ერთ ფერში, როგორც წესი, თეთრ და ლურჯ ფერებში. ნებადართულია კლასიკური ქსოვილის სახეები: კუბოკრული, ზოლებიანი. ყურადღება მიაქციე: მკაცრი კოსტუმისთვის პერანგი უნდა იყოს მაგარი საყელოთი, რომელიც კარგად ინარჩუნებს ფორმას, ხოლო ყოველდღიური სტილისთვის დაშვებულია რბილი საყელოს ტარება.

მე შევკრიბე შენთვის კლასიკური იმიჯის სამი ვარიანტი: ყოველი დღისთვის, ბიზნეს პარტნიორებთან მოლაპარაკებებისთვის და გალა-ღონისძიებებისთვის.



Casual 
იმიჯის მთავარი ელემენტია — ლურჯი ფერის მკვრივი შალის ქსოვილისაგან შეკერილი პიჯაკი, რომელსაც ლაცკანზე (გადანაკეცზე) ხელით გაკეთებული ყულფი აქვს. ადვილია მისი შეხამება სხვა ფერის შარვლებთან და ჯინსებთან.

საქმიანი
ლაკონური ტარტანის ტიპის კუბოკრული პერანგი ფართე იტალიური გადანაკეცით და დამატებითი ჯიბით. ელეგანტურია და ძალიან ლამაზი! მეორე ვარიანტი არის მონოქრომული შალის კოსტუმი ინგლისური ლაცკანით, რომელსაც დამატებული აქვს ჰალსტუხი და სამკერდე ცხვირსახოცი. 



საღამოსთვის
პირველ ვარიანტში უბრალო თეთრი პერანგი ხაზს უსვამს კუბოკრულ პიჯაკს და შარვალს, რომელიც შეესაბამება პიჯაკის ტონალობას. გსურს კიდევ უფრო მეტი ეფექტურობა? აირჩიე ხავერდის პიჯაკი და შეავსე თეთრი პერანგით და პეპელით. ასეთი კომბინაციის ტარება ჯინსებთანაც კი შეიძლება, და ამჟამად ეს ძალიან მოდურია — ელეგანტურობის და ყოველდღიური (ქეჟუალის) შეთავსება.

სხვადასხვა ქვეყანაში კლასიკური სტილისადმი მიდგომა განსხვავდება. მაგალითად, საფრანგეთში მამაკაცებს უყვართ მრავალფეროვნება და ექსპერიმენტები. პარიზის ქუჩებში ადვილად შეხვდებით დენდის, რომლებსაც ურჩევნიათ ნათელი, მკვეთრი ფერები, ქსოვილების უჩვეულო ფაქტურები, არასტანდარტული ბლეიზერები, რომლებსაც ავსებს შარვალი «მარილისა და წიწაკის» ტექსტურით. ფრანგული კლასიკის ბოლო მარცვალია — შარფი.

კლასიკური სტილისთვის წვრილმანები არ არსებობს. კარგად მოსაფიქრებელია არა მარტო თავად ტანსაცმელი, არამედ თმის ვარცხნილობა, აქსესუარები და სწორი პარფიუმიც კი. შენ გჭირდება რაღაც დახვეწილი და უნიკალური — მაგალითად,  როგორიცაა ახალი პარფიუმერული წყალი Eclat Style. კომპოზიციის გულში დომინირებს De Laire Sellier ექსკლუზიური აკორდი, შექმნილი ოსტატი-პარფიუმერების ემილი კოპერმანის და ალიენორ მასნეს მიერ, ძვირფასი თეთრი ზამბახის და მდიდრული ტყავის საფუძველზე.



სუნამოს გამოყენება იდეალურია შხაპის მიღების შემდეგ, ნამიან კანზე და თმაზე. ასე არომატი უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინარჩუნებს მდგრადობას. არ დაგავიწყდეს მაჯის წერტილები, რომელთა მეშვეობით არომატის ჟღერადობა შეიძლება უფრო ინტენსიური გახდეს: კისერი, ზონა ყურების უკან.

ტექსტი: ფოტო: რომან ბელოსნეჟნი