შენ უთუოდ გექნება ინსტაგრამში ნანახი შავი ნიღაბი: წაისმევ სახეზე, შემდეგ მოიძრობ და მთელი ჭუჭყი მის ზედაპირზე რჩება. ტრენდმა შავი წერტილების მოსაცილებელ ნიღაბზე სოციალური ქსელები დაიპყრო: როგორც ჩანს, იგი ყველამ მოსინჯა, მაგრამ ნუთუ ის მართლა მუშაობს?
მთავარი კითხვა: რისთვის?
შავი წერტილები — ეს არის სებუმის და კანის მკვდარი უჯრედების კომბინაცია, რომელიც ფორებს აცობს და ჟანგბადის ზემოქმედებით ჟანგავს და შედეგად, მუქ ნაცრისფერ ელფერს იძენს. ცხიმიანი კანის მქონე ქალბატონები გამუდმებით იტანჯებიან ამ პრობლემისგან, დანარჩენები კი — დროდადრო, როდესაც სებუმი გაცილებით მეტი ხდება, ვიდრე ჩვეულებრივ.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ შავი წერტილების თავიდან მოცილება ერთხელ და სამუდამოდ შეუძლებელია. ძალიან ღრმა წმენდის შემდეგაც კი სებუმი განაგრძობს ფორებში დაგროვებას და თანდათან ახალი წერტილები წარმოიქმნება.
როგორ მოვიქცეთ მდგომარეობა რომ არ გაუარესდეს?
თუ არ გინდა, რომ ცხვირზე შავი წერტილების რიცხვი გაიზარდოს, მაშინ არ უნდა:
1. არ გამოირწყა
მექანიკური გაწმენდა მხოლოდ კოსმტოლოგთან უნდა ჩაიტარო! სპეციალისტი სწორად მოამზადებს კანს და შეძლებს ჭუჭყის ფრთხილად და ფაქიზად მოცილებას. სახლის პირობებში შედეგი ერთია — სისხლძარღვების დაზიანება და კუპეროზი, რომელთა მოცილება მხოლოდ ძვირადღირებული ლაზერის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამიტომ თავი დაანებე გამორწყვას!
2. არ გაიწმინდო აგრესიულად
როდესაც სებუმი აპკს წარმოქმნის, ხოლო ფორები დაცობილია, ერთი სული გაქვს, რომ ყველაფერი ეს კანიდან გადაიფხიკო. შეჩერდი, არ გინდა! სკრაბები მსხვილი ნაწილაკებით, სპირტიანი ტონიკები და ქაფი, რომლებიც ჭრიალის გამოცემამდე დაგბანს, კლავს კანის დამცავ ფენას. შედეგი სახეზეა — გაცილებით მეტი სებუმი და შავი წერტილები.
3. უარი არ თქვა დატენიანებაზე
«ჩემი კანი ისედაც ზედმეტად ცხიმიანია, რა საჭიროა კიდევ კრემი?» — იტყვი შენ და მართალი არ იქნები. ცხიმიანი კანი სავსებით შეიძლება იყოს გაუწყლოებული და თუ მას საკმარისი რაოდენობის ტენით გავაჯერებთ, სებუმის წარმოება შემცირდება.
და რა უნდა გავაკეთო?
1. იპოვე შემადგენლობაში სილიცილის მჟავა
ალბათ, ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი შავ წერტილებთან საბრძოლველად: ის შესანიშნავად აშორებს კანის ზედაპირიდან ჭარბ სებუმს და მკვდარ უჯრედებს და ამით ფორების დაცობის საშუალებას არ აძლევს. დაიწყე გამწმენდი გელით და თანდათანობით დაამატე ტონიკი და კრემი — კანს საკმაო დრო დასჭირდება იმისათვის, რომ მის მძლავრ მოქმედებას მიეჩვიოს.
2. გაიწმინდე ნაზად, მაგრამ ღრმად
ჩინებულად ბანს კანს, არ აშრობს, არ ჭიმავს და სისუფთავის, სიახლის შეგრძნებას ტოვებს — სწორედ ეს არის იდეალური სახის დასაბანი გელის პორტრეტი. აქერცვლა სასარგებლოა პრობლემური კანისთვის, ამიტომ საჭიროა სკრაბის გამოყენება, მაგრამ მხოლოდ ძალიან რბილის და არა უმეტეს კვირაში ერთხელ.
თუ, მიუხედავად შენი ძალისხმევისა, ფორები მაინც ამოივსო, აქტიური ინგრედიენტები ვერ შეძლებს კანში შეღწევას: ამიტომ არის მნიშვნელოვანი ახლადწარმოქმნილი შავი წერტილების მოცილება. ხელით არაფერს ვეხებით, ხოლო — ნახშირიანი ნიღაბი სავსებით შეიძლება გაკეთდეს სახლში. დაიორთქლე სახე, წაისვი ნიღაბი და დაიტოვე სრულ გაშრობამდე. 20 წუთის შემდეგ, როდესაც ნიღაბი მთლიანად გაშრება და ოდნავ გამაგრდება, აკურატულად გამოსდე ნიკაპის მიდამოში და აპკი სახიდან მოიძრე. მთელი ჭუჭყი ნიღაბის ზედაპირზე დარჩება.
3. იცხოვრე ჯანსაღი ცხოვრების წესით
ზოგიერთი ნუტრიციოლოგი და დერმატოლოგი ამტკიცებს, რომ სწორი კვება და რეგულარული სპორტი ხელს უწყობს კანის დაბალანსებას. სცადე, გარკვეული დროით უარი თქვა ცხიმიანი, შემწვარი და ტკბილი საკვების მირთმევაზე და დააკვირდი შენს კანს.
რა ვცადოთ?
გამწმენდი ნიღაბი-აპკი ნახშირით Pure Skin წმენდს ფორებს, აშორებს შავ წერტილებს, ამცირებს ცხიმიან მბზინვარებას და ახალისებს კანს. ანანასის ექსტრაქტი ალფაჰიდროქსიმჟავებს შეიცავს (АНА), რომლებიც რბილი ამქერცლავი თვისებებით გამოირჩევიან. ის ასევე შეიცავს დამატენიანებელ ნატურალურ შაქარს და С ვიტამინს — ძლიერ ანტიოქსიდანტს. და თუ აკნეს მოშორება გსურს, ყურადღება მიაქციე Pure Skin ხაზის სხვა პროდუქტებს.