დიახ და არა: ცხოვრების წესები ტუჩებზე მქრქალი ტუჩსაცხით

აშრობს, იღვენთება და ჭიმავს ტუჩებს — ჩივიან გოგონები, რომლებმაც, ტრენდებისა და სოციალური ქსელების მიუხედავად, ვერა და ვერ შეიყვარეს გლუვი ტუჩსაცხი. სინამდვილეში, უბრალოდ უნდა ისწავლო, როგორ წაისვა იგი სწორად. მიჰყევი ჩვენს რჩევებს და ისიამოვნე მოდური რევოლუციით შენს მაკიაჟში.

დიახ: დატენიანება
ახლა შენი მაკიაჟის პირველი ნაბიჯი არის ტუჩის ბალზამიწაისვი ის სქელი ფენით: სანამ დანარჩენს გააკეთებ, ის შეიწოვება და მოამზადებს შენს ტუჩებს.

არა: დაივიწყეთ პილინგი
გლუვ ტუჩსაცხს შეუძლია ხაზი გაუსვას ტუჩების აქერცვლას და უთანაბრობას. თუ ტუჩები მოუვლელ მდგომარეობაში გაქვს, მაკიაჟის დაწყევამდე აუცილებლად გამოიყენე სკრაბი. დაამატე ცოტაოდენი შაქარი თაფლში და ნაზად დაიმასაჯე ტუჩები მიღებული ფენით — ან კბილის ჯაგრისის მეშვეობით.

დიახ: შექმენი იმიჯი 
თანაბარი სახის ფერი, კარგად ფორმირებული წარბები და მსუბუქი სკულპტურირება — ეს არის მინიმალური ჩარჩო მქრქალი ტუჩებისათვის, რომელსაც შუძლია ხაზი გაუსვას ყველაფერს.

არა: ტუჩსაცხის ქვეშ ბალზამის გამოყენება
კლასიკური ბალზამი შეიცავს ზეთებს და მკვებავ ნივთიერებებს, რომლებსაც ტუჩსაცხის გათხელება შეუძლიათ. გაუთვალისწინებელი ზოლები, ლაქები გარანტირებულია! ბალზამის ყველა ნარჩენი ხელსახოცით უნდა მოიწმინდოს. თუ გსურს დაამატო დამცავი ფენა, გამოიყენე სპეციალური ბალზამი-პრაიმერი.

დიახ: მოვიხატოთ კონტური აპლიკატორით
ზოგჯერ გლუვი ტუჩსაცხი მართლაც მოითხოვს ფუნჯს, მაგრამ არა ახალი ტუჩსაცხი The ONE Lip Sensationშეეცადე წაისვა უშუალოდ აპლიკატორით: წაწვეტებული ფორმის წყალობით, ის ქმნის მკაფიო მონახაზს, იმ შემთხვევაშიც, თუ ყველაზე მუქ ტონს აირჩევ.  


გლუვი ტუჩსაცხის ტექსტურა გულისხმობს ერთი თხელი ფენის დატანებას. თუ ზომიერებას არ დაიცავ და რაოდენობაში გადააჭარბებ ან ტუჩებზე ორმაგ ფენას წაისმევ, ისინი არაბუნებრივ იერს შეიძენენ და შესაძლოა დასკდნენ კიდეც. თანამედროვე ჭკვიან ფორმულებს მარტივად გადანაწილება შეუძლიათ: მაგალითად, იგივე თხევადი გლუვი ტუჩსაცხი The ONE Lip Sensation იდეალურად გლუვ და მდგრად საფარს ქმნის. 

დიახ: დაველოდოთ სანამ გაშრება
ტუჩის მაკიაჟის დასასრულს, The ONE Lip Sensation საცხი კრემისებური ტექსტურიდან გარდაიქმნება მსუბუქ ხავერდოვან საფარად. არ მოკუმო ტუჩები, სანამ ტუჩსაცხი სიგლუვეს არ შეიძენს: ამ გზით საფარი უფრო თანაბარი და მკვრივი იქნება. 

არა: დავასრულოთ მაკიაჟი ტუჩსაცხით

საცხის წასმის 
შემდეგ,  კიდევ ცოტა მუშაობა მოგიწევს.  კონსილერი ბრტყელ ფუნჯზე მოათავსე და მსუბუქად გადაატარე კონტურის გასწვრივ, რათა ის უზადო გახდეს.

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame