საჩუქრების ასტრომეგზური

ვალენტინობის დღე, 23 თებერვალი, 8 მარტი — დღესასწაულების მარათონი გამძლეობაზე ცდის ჩვენს ფანტაზიას. სცადეთ თქვენი საყვარელი ადამიანებისთვის საჩუქრების არჩევა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით.

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
როდესაც ვერძი ოთახში შემოდის, ატმოსფერო მწვავდება. ემოციები, ვნება, ნაპერწკლები — ყველაფერი ისეა, როგორც კინოში. მისი ექსპრესიული ბუნება დააფასებს სანელებლიან, აღმოსავლურ არომატს, ისეთს, როგორიცაა — პარფიუმერული წყალი Love Potion.

კურო (20 აპრილი – 20 მაისი)
ნაგვის დახარისხება, წყლის დაზოგვა და შუქის გამორთვა — ძალზე მიესადაგება კუროს სულისკვეთებას. აჩუქე მას ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი და ბიოდეგრადირებადი ფორმულის მქონე საშუალებები, რომლებიც მსოფლიო ოკეანეს არ ვნებს. ჩვენ მოგვწონს სერია Love Nature.

ტყუპები (21 მაისი – 20 ივნისი)
ტყუპები აღმერთებენ მოგზაურობას და არასდროს არ სხედან ადგილზე. დაეხმარე მათ ბარგში ძვირფასი ადგილის დაზოგვაში და აჩუქე საშუალებები «ყველაფერი ერთში», როგორიცაა მბზინავი ტუჩსაცხი 3-в-1 The ONE Triple Core: ფერი, მოვლა და ბრწყინვალება.

კირჩხიბი (21 ივნისი –  22 ივლისი)
პრაქტიკული სიურპრიზები კირჩხიბებისთვის არ არის. აჩუქე მათ ემოციები: მაგალითად, დახვეწილი არომატი, რომელიც შენთან ასოცირდება. ჩვენ მოგვწონს პარფიუმერული წყალი Eclat Mon Parfum, რომელიც დამზადებულია Delaire Boudour ექსკლუზიური აკორდის საფუძველზე სამეფო თეთრი ზამბახისგან.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
არაჩვეულებრივი, ბრწყინვალე, დიდებული, ძვირადღირებული — ეს არის ლომისთვის საჩუქრის ძიების საკვანძო სიტყვები. ჩვენ ავირჩიეთ ბურთულებიანი ფერუმარილი Giordani Gold. წაუგებელი კლასიკა!

ქალწული (23 აგვისტო – 21 სექტემბერი)
ყოველთვის ამჩნევენ დეტალებს და იმიჯის შექმნისას წვრილმანების მიმართ გასაოცარი ყურადღებიანობით გამოირჩევიან. თუ სუნამოა, მაშინ უჩვეულო კომპონენტებით. კომპოზიცია Giordani Gold Essenza აგებულია ორიფლეიმის მიერ დაპატენტებული Essenza® ნოტის გარშემო ფლერდორანჟის (ფორთოხლის ყვავილის) ეთერზეთის საფუძველზე — მკაცრი და მომთხოვნი შემფასებლებისთვის.  

სასწორი (22 სექტემბერი – 23 ოქტომბერი)

როდესაც სასწორები ბედნიერები არიან, ისინი პირდაპირ ანათებენ შიგნიდან. აჩუქე მათ ანტიასაკობრივი მაკიაჟის ფუძე-ელექსირი Giordani Gold, რომელიც ხაზს გაუსვამს კანის ბუნებრივ სილამაზეს და ჯანსაღ ბზინვარებას. 

მორიელი (24 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
ხარისხი რაოდენობაზე მნიშვნელოვანია — მორიელისთვის ბიუთი-საჩუქრის არჩევისას ყურადღება გაამახვილე თანამედროვე ფორმულებზე, ფუნქციურობაზე და გამძლეობაზე. ყურადღება მიაქციე თხევადი ტუჩსაცხი-ელექსირი SPF 15 Giordani Gold-ის წვნიან ფერებს.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 21 დეკემბერი)
ოჰ, სპორტო, შენ ხარ მსოფლიო! რეკორდები სპორტულ დარბაზში, ფიტნეს-ტურები და გარბენები მშვილდოსანს ჰაერივით სჭირდება. ხელი შეუწყე მისი ენერგეტიკული დონის შენარჩუნებას Wellness  — პროდუქტებით — ის, რაც აქტიური ცხოვრების წესისთვის სჭირდება.

თხის რქა (22 დეკემბერი – 19 იანვარი)
თხის რქებმა ყველაფერი იციან სილამაზის ინდუსტრიის უახლესი მიღწევების შესახებ და ყველაზე ეფექტურ საშუალებებს ირჩევენ. მათი გაოცება ადვილი არ არის, მაგრამ ჩვენ დარწმუნებულნი ვართ:  სახის გამწმენდი აპარატი SkinPro Sonic 3-в-1 გაუმკლავდება ამ ამოცანას. 


მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)

ის გეგმებს აწყობს მხოლოდ იმისთვის, რომ დაარღვიოს ისინი: ჭეშმარიტი მერწყული აღმერთებს სპონტანურ თავგადასავლებს და ინტუიციის ხმას მიჰყვება. აჩუქე მას საბაბი იმისათვის, რომ შეანელოს ტემპი, დამშვიდდეს, მოდუნდეს და დრო დაუთმოს საკუთარ თავს: სახის მკვებავი ნაჭრის ნიღაბი NovAge ჩინებულად მოუხდება.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
თევზები — წყლის ნიშანია. გასაკვირი არ არის, რომ ისინი სწორედ წყალში ან წყლის პირას აღადგენენ საკუთარ ძალებს ყველაზე სწრაფად. დაეხმარე მათ, რათა ყოველდღიური შხაპი SPA-პროცედურად გადააქციონ: შხაპის აქაფებადი ზეთი «შვედური SPA-სალონი» გააკვირვებს მათ უჩვეულო ტექსტურით და დამამშვიდებელი სურნელებით.       т

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame