სულის სიძლიერე: 7 ფაქტი იმაზე, თუ როგორ გვმართავენ არომატები

საჭირო ემოციების გამოწვევა, პირველი შთაბეჭდილების შექმნა და ჩვენი მეორე ნახევრის მიზიდვა — რა ძალუძს კიდევ არომატს?

1. როდესაც არომატს შევიგრძნობთ, მისი მოლეკულები ჰიპოფიზში ხვდებიან — ეს არის ჯირკვალი თავის ტვინში, რომელიც პასუხისმგებელია მათ შორის ჰორმონების გამოყოფაზეც. სურნელებს გარკვეული ემოციების გამოწვევით და მათი მოქმედებისკენ წაქეზებით, ჰორმონალური ფონის შეცვლა შეუძლიათ. და თუ ზოგიერთი არომატები ამშვიდებენ, ხოლო სხვები სიხარულს გჩუქნიან, შენ ნამდვილად არ გეჩვენება — მათი გავლენა ემოციურ მდგომარეობაზე დადასტურებულია მეცნიერების მიერ. სურნელების მეშვეობით შესაძლებელია პროდუქტიულობის გაზრდა, გამხნევება ან მშვიდი ძილი.
2. ყვავილების მდელო თუ სადურგლო სახელოსნო, შოკოლადი თუ მარილიანი კარამელი? თქვენ და მეგობარ გოგონას შეგიძლიათ საათობით კამათი იმაზე, თუ რისი სურნელი აქვს მის ახალ პარფიუმს, და ეს სავსებით ნორმალურია: მსოფლიოში არ მოიძებნება არომატების ერთნაირი აღქმის მქონე ორი ადამიანი. ყველას თავისი ბრმა ზონები აქვს — ჩვენი ტვინი, როგორც ჩანს, "ფრჩილებში" ათავსებს ზოგიერთ ნოტას, და კომპოზიცია სრულებით სხვაგვარად ჟღერს, ვიდრე დედისთვის ან სამარშრუტო ტაქსის თანამგზავრისთვის.   

3. პარფიუმერიაში არსებობს მაღაზიებისთვის, აეროპორტებისთვის, კლინიკებისთვის და ოფისებისთვის განკუთვნილი არომატების შემუშავების მთელი მიმართულება. სურნელოვანი ეთეროვანი ზეთების სწორად შერჩეული კომბინაცია რამდენჯერმე ზრდის მომსახურე პერსონალის ყურადღების კონცენტრაციას და ყიდვისკენ უბიძგებს მათ. 

4. თითოეულ ადამიანს დაახლოებით 10 მილიონი ყნოსვითი რეცეპტორი აქვს, რომლებსაც რამდენიმე ტრილიონი არომატების განსხვავების უნარი შესწევთ და ყველა მათგანი გავლენას ახდენს ჩვენზე, მაშინაც კი, თუ აღქმის დონეზე ჩვენ ვერ ვგრძნობთ ნიუანსებს. სტერეოტიპების საწინააღმდეგოდ, პარფიუმერებს არ ახასიათებთ ძლიერ განვითარებული ზეყნოსვა — ეს, როგორც ჩანს, არის გაწაფვა და თავში არსებული არომატების ბიბლიოთეკასთან მუშაობის მრავალი წლის გამოცდილება. 

5. ყნოსვა გრძნობის სხვა ორგანოებთან შედარებით უფრო სწრაფად მიაწოდებს სიგნალებს თავის ტვინს: სურნელს ჩვენ წამის წილებით უფრო მალე აღვიქვამთ, ვიდრე ჰანგებს ან ტესტურებს. ჩვენ მხოლოდ გვეჩვენება, რომ პირველი შთაბეჭდილების გასაღები — ეს არის მტკიცე სიტყვა და დაჯერებული საუბარი, მოდური ტანსაცმელი ან ღიმილი. თავდაპირველად თანამოსაუბრე სწორედ სუნს კითხულობს!   

6. ადამიანის ბუნებრივი სუნი იცვლება იმ ემოციებისდა მიხედვით, რომლებსაც ის განიცდის. შიში, სიამოვნება, ბედნიერება, დაძაბვა — ყველა ეს ემოცია შეგიძლია გადასცე სხვას უბრალოდ გადახვევის ან ჩახუტების გზით. 

7. გაციების დროს ხშირად საკვები უგემური გეჩვენებათ, ხომ მართალია? საქმე იმაშია, რომ ყნოსვა დაახლოებით 80%-ით პასუხისმგებელია გემოს აღქმაზე: ჩვენ თითქმის ვერ ვგრძნობთ მას და საკვებს ვარჩევთ და განვასხვავებთ მხოლოდ ტექსტურის მიხედვით.

 
ტექსტი: ფოტო: Oriflame