მანიკურის 6 საშემოდგომო ტრენდი

მოვლილი ფრჩხილები - საუკეთესო აქსესუარია, რომელიც შესანიშნავად შეავსებს თქვენს იმიჯს. ჩვენ გთავაზობთ ამ სეზონის ექვს ყველაზე აქტუალურ მანიკურის ტენდენციებს ნებისმიერი შემთხვევისთვის.

ტექსტურული ფრჩხილები

ფრჩხილის მოვლის ხელოვნება აღარ შემოიფარგლება მხოლოდ ფერთა ვარიაციებით.  სეზონის ჰიტია - ტექსტურა! ტექსტურულ ლაქებს ახასიათებს სქელი საფარი და აქედან გამომდინარე, საკმარისია წაისვათ მხოლოდ ორი ფენა - და თქვენ მზად ხართ გასასვლელად. დახვეწილი მანიკურის ეფექტის შესაქმნელად, ტექსტურულ ლაქებთან იდეალურია ნეიტრალური ფერები და არ უხდება მკვეთრი აქსესუარები.



მქრქალი მანიკური
ახალი ალტერნატივა პრიალა ფრჩხილები - ფრჩხილი მქრქალი ეფექტით. ეს ტენდენცია იდეალურადაა შერწყმული მასიურ სამკაულებთან და აქსესურებთან.  ლაქის დამცავი საფარი ქმნის იდეალურ ეფექტს და უხდება ნებისმიერ მანიკურს

ფრანგული მანიკური
ვინ თქვა, რომ ფრენჩი - ეს ფრჩხილის გამოკვეთილი ნაწილია? ძირს სტერეოტიპები! შეხედეთ რეალობას სსვა კუთხით და დაიხატე წვრილი ნახევარ მთვარისებური რკალი ნუნებთან ახლოს.  ჩაანაცვლე გამჭვირვალე და თეთრი ლაქი უფრო გამომხატველი ფერებით, მაგალითად, წითელი და შავი ან ქლიავისფერი და ვარდისფერი.


მეტალიკი
სრულყოფილი და იდეალური მანიკური ნებისმიერი სიტუაციისთვის. ამ სეზონზე ყველაზე აქტუალური ფერებია - ვერცხლისფერი და ოქროსფერი.

ბუნებრივი თეთრი
ბუნებრივ და ამავე დროს, დახვეწილ ეფეტს ქმნის "ნიუდ", ყავიფერი და თეთრი ფრჩხილის ლაქები. მსოფლიო პოდიუმი ადასტურებს: რომ მინიმალიზმი კვლავ აქტუალურია.  შეარჩევთ თუ არა გლუვ ან პრიალა ეფექტის ლაქებს - ეს თქვენი არჩევანია, მთავარია - კარგად მოვლილი ნუნები, რადგან ღია ფერის ლაქებში კარგად ჩანს ყველა ხარვეზი და ნაკლოვანებები. 

ომბრე
ტექნიკა "ომბრე" განიცდის აღმავლობას. ყველა შესაძლო ფერების კომბინაციებში, ჩვენ ყველაზე მეტად უპირატესობას ვანიჭებთ კარამელის ან პასტელურ ფერებს. სცადეთ და გამოიყენეთ ეს ტექნიკა, რომელიც ძალიან აქტუალურია და მოუხდება ნებისმიერ ქალბატონს. მიჰყევი ინსტრუქციას.
ტექსტი: ფოტო: Getty images