1. დიდი წვერი
თუ წვერის გაზრდა გსურთ, მაგრამ ყოყმანობთ, სწორი გადაწყვეტილების მიღებაში რამოდენიმე ფაქტი დაგეხმარებათ. წვერი 95% -მდე ფილტრავს ულტრაიისფერ სხივებს, აკავებს ალერგენებს, აუმჯობესებს ასთმით დაავადებულების ცხოვრებას, 100%-ით გაძლევთ გარანტიას, რომ დაცული იქნებით საპარსით მიღებული ჭრილობებისგან. ის გათბობთ სიცივეში. ბოქსში მეცადინეობის დროს წარმოადგენს ამორტიზატორს (თუმცა რეკომენდირებულია გამოყენებულ იქნეს პროფესიონალური დაცვის საშუალებანი) თუ ეს მონაცემები ვერ გარწმუნებენ, მაშინ დამატებით გეტვით, რომ დიდი წვერი 2017 წლის ყველაზე საჭირო მამაკაცური ტრენდია. ზოგი სტილისტი გვირჩევს წვერი არ დაივარცხნონ რათა შეიქმნან ველური მამაკაცის იმიჯი, მაგრამ ეს მაშინაა მისაღები თუ საკუთარ მკერავთან იცმევ.
2. უბრალოდ წვერი
დიდი წვერი ისე, როგორც დიდი თმა ან დიდი კუნთები ყველას არ ეზრდება. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აღარ იყვე ტრენდული. იმ შემთხვევაში თუ შენი ფანტაზიის ნაყოფად რჩება ხიპური წვერი, შეგიძლია ყოველთვის გაიზარდო სამდღიანი წვერი და სწორი მოვლით ეს ვარიანტი წინაზე ნაკლები არაფრით არ იქნება.
თუ მაინც გადაწყვეტ უბრალოდ მსუბუქად გაიპარსო, მაშინ არ დაგავიწყდეთ მისი რეგულარული მოვლა. შეისწორეთ რაც შეიძლება ხშირად . იდეალურია ეს გააკეთოთ ყოველ დღე. დაიბანეთ, დაივარცხნეთ და გამოიყენეთ თმის ზეთი.
3. ახლად გაღვიძებულთათვის
მათთვის ვისაც ხვეული თმები აქვს ეს ბუნებრივია. ტალღოვანი კულულები რბილად ან მხატვრულად მოფარფათე ხუჭუჭები უხდება რომანტიულ ნატურებს, რომლებიც ატარებენ დღეებს ბოჰემურ ყოფაში. ბრიტ-პოპის თაყვანისმცემლებს, რომლებსაც არ შეუძლიათ გასული საუკუნის 70-80 წლების კულტურულ მემკვიდრეობაზე უარის თქმა: ჯგუფი "The Doors", ვიწრო შარვლები, ღია ფერის პერანგები დიდი საყელოებით. სტილისტები და ჩვენც მათთან ერთად რეკომენდაციას ვაძლევთ: მოზრდილი და გვერდიდან გაყოფილი ა-ლია აფრო -ს ვარცხნილობა და რაც ყველაზე რთულია გაწეწილი თმები, თითქოს ახლა ადექით.
4. სულ ერთია
კულულები – შემთხვევითობაა. ყველას არ უხდება მაგრამ განაწყენების მიზეზი არ გაქვს.ს წორი თმა ამ წლის ტრენდებში მშვენივრად ჯდება. სტილური საშუალებების ოპტიმალური შერწყმაა ფართო სავარცხელი: ყველამ უნდა დაინახოს, რომ შენ იზრუნე ვარცხნილობაზე ვიდრე სახლიდან გამოხვიდოდი. სტილისტები ვარიანტების სახით გვთავაზობენ პოდიუმზე "wet look"-ის დაბრუნებას, რომლის შესაქმნელად დაგჭირდება წარმოუდგენლად დიდი რაოდენობის თმის გელი ჩოლკიანი ან კეფაზე გადავარცხნილი ვარცხნილობისათვის.
5. მანქანის ქვეშ
ბევრი დღემდე ამ სტილს განსაზღვრავს, როგორც "სპორტულს" თუმცა სპორტული მასში იმაზე მეტი არ არის ვიდრე თქვენს "New Balance"-ის ბოტასებში. ვარცხნილობები ნომერი 2»-უპირატესობა იმაშია, რომ თავი გაართვათ და დილაობით ახალი ვარცხნილობა გაიკეთოთ ახალი საპარსით. ახალ სეზონზე ექვსმილიმეტრიანი ვარცხნილობა რჩება, მაგრამ იგეგმება თავი დავაღწიოთ ზედმეტ მინიმალიზმს. ამის გაკეთების შესაძლებლობას იძლევა მხოლოდ ფერის დამატება. აქტუალური ოქროსფერი, ვარდისფერი, ასევე სეზონის მთავარი შეფერილობა: electric blue. რაც უფრო უჩვეულოა მით უკეთესი!