1. სკრაბი
რა არის საჭირო იმისთვის, რომ ტუჩების კანი რბილი და გლუვი იყოს? სკრაბი! ის გვეხმარება ზედაპირის გასწორებასა და მკვდარი უჯრედების მოშორებაში. ამიტომ, ყოველთვის დაუთმე ცოტა დრო ტუჩების მაკიაჟისთვის მომზადებას. სკრაბის გამოყენება სახლის პირობებშიც კი შეგიძლია! რეცეპტი მარტივია: შაქარი + თაფლი. წაისვი ეს ნარევი ტუჩებზე, გაიკეთე მასაჟი თითების ბალიშებით, შემდეგ კი მოიშორე სველი ხელსახოცით.
2. დამატენიანებელი საშუალება
როდესაც სკრაბის გამოყენებას დაასრულებ, ტუჩები აუცილებლად უნდა დაირბილო. ჩვენ მოგვწონს ბალზამი Tender Сare. ბალზამი ყველაზე პატარა კლაჩშიც კი ეტევა და ტუჩებს სირბილესა და სიგლუვეს უბრუნებს. სხვა ტექსტურებს ანიჭებ უპირატესობას? სცადე სახის კანის მკვებავი ზეთი Ecobeauty ბამბისა და არგანის ორგანული ექსტრაქტებით. ნამდვილი ფუფუნება კანისთვის, რომელსაც კვება აკლია!
3. პრაიმერი
მაშ ასე, ტუჩები უკვე რბილი და გლუვია. სწორედ ახლაა საჭირო მისი მომზადება ფერისთვის! პრაიმერი პომადის «ტილოდ» იქცევა. ის დაგეხმარება კანის უსწორმასწორობის დაფარვაში და ხელს შეუწყობს ფერის შენარჩუნებას. პრაიმერი თითის წვერებით ან ტუჩსაცხის ფუნჯით წაისვი.
4. ფერი!
როგორც იქნა, ტუჩები ფერისთვის მზადაა. არ აქვს მნიშვნელობა, ტუჩსაცხი იქნება ეს, მბზინავი საცხი ან ტუჩსაცხი სტიკი, ტუჩების კონტურები ყოველთვის იგივე ფერის ფანქრით დაიხატე. შედეგი: ლამაზი და მგრძნობიარე მაკიაჟი, რომელიც მთელი დღე შეგინარჩუნდება. რაუნდი!
არ იცი, რომელი ფერი შეარჩიო? ჩვენ დაგეხმარებით! გაიარე ჩვენი ექსპრეს-კურსი ტუჩის საცხის შერჩევაში შენი კანის ქვეტონალობის შესაბამისად.