ცივი კანის ფერი
შენ ფერმკრთალი, თითქმის გამჭვირვალე კანი გაქვს, რომელზეც ჩანს ჭორფლები ან სიწითლე. შენ ადვილად ირუჯები მზეზე და მიდრეკილი ხარ სიწითლისკენ ვიდრე რუჯისკენ. თუ ყურადღებას მიაქცევ ვენების ფერს შენს იდაყვზე ის იქნება ლურჟი. ხოლო სამკაულებიდან შენ უფრო მეტად მოგიხდება ვერცხლი, ვიდრე ოქრო.
ასეთი კანის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ ლურჯი და ფაიფურის ტონალობის ტუჩის საცხი. ეძებ იდეალურ წითელს? გვერდი აუარე სტაფილოსფერ ნოტებს, აირჩიე ინტენსიური მოლურჯო- წითელი ელფერის საცხი. ფრთხილად იყავი ნაზი ელფერის საცხების მიმართ თუ არ გინდა მოჩვენებად გადაიქცე! შენ უფრო მეტად მოგიხდება ინტენსიური ღრმა ფერები, რომლებიც კონტრასტშია შენს კანთან.
სცადე: მრავალფუნქციური ტუჩის საცხი The ONE Colour Stylist, «წითელი მოცვი»
თბილი კანის ფერი
შენი კანი საგრძნობლად მუქია და შეგიძლია მსუბუქად და ადვილად გაირუჯო ზამთარშიც კი. შენ არასდროს არ იწვები მზეზე. თუ დააკვირდები შენს ვენებს იდაყვზე, ისინი მომწვანო ფერის იქნება. ხოლო ოქრო უფრო ეფექტური იქნება შენზე ვიდრე ვერცხლი.
შენი ტიპის კანისთვის არსებობს მარტივი წესი: გამოიყენე თბილი ჩრდილები. მოგწონს წითელ ფერთა გამა? თამამად აირჩიე ინტენსიური წითელი ან სტაფილოსფერი ელფერის საცხი! თუ შენ მუქი კანი გაქვს, მეტი ეფექტურობისთვის აირჩიე უფრო მეტად მუქი ინტენსიური ფერები.
შენ მოგიხდება: მრავალფუნქციური ტუჩის საცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist, «მკვეთრი მარჯანი»
ნეიტრალური კანის ფერი
თუ შენ ვერ ამბობ რა ფერის ვენები გაქვს მაჯაზე. ე.ი. შენ ნეიტრალური კანის ფერი გაქვს. ასეთ შემთხვევაში შენ გაგიმართლა! შეგიძლია აირჩიო, როგორც ცივი, ასევე თბილი ტონის ფერები. ნებისმიერი, რომელიც გინდა. ეს წესი ასევე მუშაობს თუ შენ მუქი, ზეთისხილის ფერი კანი გაქვს, ამ შემთხვევაში მოგიხდება ვარდისფერი და მარჯნის ფერი საცხის ტონები.
შენ მოგიხდება: მრავალფუნქციური ტუჩის საცხი 5-1-ში The ONE Colour Stylist, «ნაზი ვარდი»
დასასრულს: მხოლოდ შენ უნდა აირჩიო, რომელი ფერის ტუჩის საცხი ატარო. თუ შენ თავს მეტად კომფორტულად მარჯნისფერ ტუჩის საცხში გრძნობ – ატარე იგი და ნუ მიაქცევ ყურადღებას წესებს. ბოლოს და ბოლოს სილამაზე ეს პირველ რიგში საკუთარი თავის რწმენაა!