1. მოამზადე კანი
ყოველთვის მოიშორე მაკიაჟი ძილის წინ, გამოიყენე გასაწმენდი საშუალება და არ დაგავიწყდეს თვეში 1-2-ჯერ კანის დამუშავება სკრაბით. რისთვის? ამით ხელს შეუწყობ კანის სათანადოდ დატენიანებას.
პირველი ნაბიჯი: შეარჩიე სწორი გამწმენდი საშუალება.
მეორე ნაბიჯი: თვეში რამდენჯერმე გამოიყენე კანის გამწმენდი აპარატი.
მესამე ნაბიჯი: კვირაში 1-2-ჯერ გაიწმინდე კანი სკრაბით.
შედეგი: სუფთა კანი გაცილებით უკეთ არის მომზადებული მოვლის შემდგომი ეტაპისთვის. დამატენიანებელი საშუალებები უკეთ შეიწოვება კანში და მათი აქტიური ინგრიდიენტების მოქმედება უფრო ეფექტურია.
2. შეარჩიე ტონალური საშუალებები 2-1-ში
კანის სასურველი სიმქრქალის მისაღწევად ქალების უმეტესობა პუდრს იყენებს. მაგრამ მოწიფული კანისთვის პუდრი არ არის საუკეთესო საშუალება, სახე გამხმარ ტორტს ემსგავსება და ნაოჭები გამოიკვეთება. გთავაზობთ კომპრომისულ გადაწყვეტილებას: მრავალფუნქციური СС-კრემი Giordani Gold-ს. მსუბუქი ტექსტურის და ანტიასაკობრივი ტექნოლოგიის Brightening Technology-ის წყალობით ის სწრაფად შეიწოვება, ასწორებს ზედაპირს და ქმნის თანაბარ ტონს, ნიღბავს ანთებით დაზიანებულ ადგილებს. აგრეთვე, თავიდან აცილებს პიგმენტური ლაქების გაჩენას, მიმიკური და ღრმა ნაოჭების წარმოქმნას. ამას დავამატოთ ინტენსიური დატენიანება და SPF 35 - ფოტოდაბერებისგან თავდასაცავად. უნდა შევიძინოთ!
3. მბზინავი საცხი და არა ტუჩის საცხი
თუ ტუჩის მბზინავი საცხით უკანასკნელად სკოლის ასაკში ისარგებლეთ, მაშინ გირჩევთ კარგად მივიწყებული ძველი დრო კვლავ გაიხსენოთ. მბზინავი საცხი ტუჩებს ვიზუალურად მოცულობას ანიჭებს და სახეს უფრო ახალგაზრდა, ჯანსაღ იერს უქმნის, ვიდრე მუქი ტონების საბედისწერო პომადა. აირჩიე ატმისფერი, ვარდისფერი ტონალობა ან ერთმანეთს შეუთავსე ნაზი ფერის საცხი და ნეიტრალური მბზინავი საცხი.
4. დაუბრუნე წარბებს სათანადო ფორმა
წარბების არასწორად შერჩეულმა ფორმამ შეიძლება გამოაშკარავოს და მოგიმატოთ ასაკი. თავად წარბები შესაძლოა გაწვრილდეს და გამეჩხერდეს. რა უნდა მოიმოქმედო ასეთ შემთხვევაში? გადაათვალიერე კოსმეტიკური ჩანთა და შეიძინე წარბების კორექციის ნაკრები. ის შეიცავს ყველაფერს, რაც საშუალებას მოგცემს ხაზი გაუსვა წარბების ბუნებრივ რკალს, მისცე ფორმა, შესძინო ფერი, რათა მზერა უფრო ღია და ნათელი გახდეს.
5. შესძინე კანს სიკაშკაშე
სტრობინგის ტექნიკის საშუალებით შეგიძლია სახეს ციალი, ნათება და დასვენებული იერი შესძინო. სწორად შერჩეული ტექნიკა ნიღბავს სახის გამოწეულ ადგილებს, რომლებსაც ბუნებრივად მეტი სინათლე ეფინება და განბნევს ღრმა ჩრდილებს. დაგჭირდება კრემისებრი ჰაილაითერი The ONE, ფუნჯი-მარაო ან სველი მაკიაჟის ღრუბელი.
ნაბიჯი პირველი: დაიტანე ჰაილაითერი წამწამების ქვედა არეზე, გამოყავი წინ წამოწეული ძვალი წარბების ქვეშ და დასვი წერტილი თვალების შიდა კუთხეში, რათა «გამოაღვიძო» მზერა.
ნაბიჯი მეორე: დასვი წერტილი წარბის რკალის თავზე, გამოანათე შუბლის შუა ნაწილი, ცხვირის ზურგი, „V“ ღარი ტუჩის ზედა არეში და ნიკაპის გამოზნექილი ნაწილი.
ნაბიჯი მესამე და საბოლოო: არათითის ბალიშით მსუბუქი პალპაციით შეიზილე ჰაილაითერი ღაწვის ზედა არეში და გააგრძელე ხაზი თვალების გარეთა კუთხემდე. ბუნებრივი ქვენათების ეფექტისათვის გადაანაწილე თითების მსუბუქი მოძრაობით, მარაოსებრი ფუნჯით ან სველი სპონჟით. ვუალა!
6. ცოტაოდენი ფერუმარილი
რა არის ახალგაზრდობა? ღია, ნათელი მზერა, ცნობისმოყვარეობა, მჩქეფარე ენერგია და შეუპოვრობა. ეს არის ჯანმრთელობა, მოძრაობა და... ნაზი სიწითლე. გახსოვს, რა ჯანსაღად გამოიყურება კანი გარბენის, იოგის ან ტყეში გასეირნების შემდეგ? ახლა სახეზე "დახატე" ასეთივე ეფექტი. ბუნებრივი და ნორჩი იერის შექმნაში ფხვიერი ფერუმარილი დაგეხმარება. შეარჩიე ვარდისფერი და ატმისფერი ტონები (წელს ყველაზე მოდური!). თუ ფერმკრთალი ხარ, მაშინ ნარინჯისფერი ტონი აირჩიე. ხორბლისფერ კანს მოუხდება ვარდისფერ-იისფერი ტონები, ხოლო მუქი ტონის კანს — ტერაკოტისფერი.
7. გაიკეთე მაღალი კუდი
ასეთი ვარცხნილობა დაგეხმარება სახის გახსნაში და ვიზუალურად მის დავიწროებაში, აგრეთვე, ხაზს გაუსვამს ღაწვებს და გამოხედვას გააცოცხლებს, გაახალისებს. ის შეგიძლია ატარო, როგორც ოფისში, ისე თეატრში, პლაჟზე ან სპორტულ დარბაზში. დაამატე თმის მოვლის საშუალებებს მკვებავი ზეთი Eleo, 2-3 თვეში ერთხელ შეიჭერი თმის გაყოფილი ბოლოები და თავი ამაყად გეჭიროს!