გელი
რატომ: შემუშავებულია კანის ღრმა გაწმენდისთვის, ჭუჭყის, ცხიმის და ბაქტერიების მოსაცილებლად, რომლებიც იწვევენ აკნეს. შესაფერისია ნორმალური, ცხიმიანი და კომბინირებული კანის მოვლისათვის.
როგორ გამოვიყენოთ: დაატენიანე კანი, დაიტანე ცოტაოდენი გამწმენდი გელი ხელის გულზე და გაანაწილე საშუალება სახის კანზე. მასაჟის მოძრაობებით ადი ქვემოდან ზევით, შემდეგ ჩამოიბანე თბილი წყლით. მოარიდე თვალების ირგვლივ არეს — კანი აქ უფრო თხელი და მგრძნობიარეა, ამიტომ გამოიყენე მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალება.
რძე
რატომ: გამწმენდი რძე — ნაზი გამწმენდი საშუალება გაჯერებული კრემისებური ტექსტურით მშრალი, მგრძობიარე კანის ან როზაცეას მქონე კანის მოვლისთვის, ასევე თვალებიდან მაკიაჟის მოცილებისთვის.
როგორ გამოვიყენოთ: დაატენიანე სახის კანი წყლით, შემდეგ დაიტანე ცოტაოდენი გამწმენდი რძე ბამბის დისკზე და აკურატულად გაწმინდე სახის, კისრის და დეკოლტეს ზონა. თვალებიდან მაკიაჟის მოსაცილებლად მიადე დატენიანებული დისკი დახუჭულ ქუთუთოს რამდენიმე წამით. მაგრამ არ გაწელო კანი, ამას შეიძლია ნაოჭების გაჩენა. დაიბანე სახე თბილი წყლით. თუ ბევრ მაიკაჟს იყენებ, შესაძლებელია დაგჭირდეს პროცედურის ორჯერ გამეორება.