ბგერის სიძლიერე: როგორ მუშაობს ახალი SkinPro Sonic

ილონ მასკი მარსის დასაპყრობად ემზადება, ავტომობილები როზეტიდან იმუხტება, ხოლო კანის მოვლა შესაძლებელია... ბგერის ან, უფრო ზუსტად, ბგერითი ტექნოლოგიის მეშვეობით. არა, ეს არ არის გამონაგონი — შეეგებე განახლებულ SkinPro Sonic-ს!

რაში მდგომარეობს ხაიპი?
ბგერითი ტექნოლოგია 12 600 ვიბრაცია/წუთში სიჩქარით.
კანის წმენდის აპარატები ყველა თავმოყვარე კოსმეტიკურ მარკას გააჩნია. მაგრამ რა დაეხმარა მათ ასეთი პოპულარობის მოპოვებაში? ახლავე განვმარტავთ.  

თუ ოდესმე გამოგიყენებია კბილების ელექტრონული ჯაგრისი, მაშინ გეცოდინება, თუ რამდენად ეფექტური ხდება კბილების წმენდა ტრადიციულ მეთოდთან შედარებით. ბგერითი ტექნოლოგიით მომუშავე კანის წმენდის აპარატები მაქსიმალურად ეფექტურად მოქმედებენ — აშორებენ ჭუჭყს, აქერცლავენ მკვდარ უჯრედებს და მასაჟს უკეთებენ კანს, რითაც აღადგენენ კანის ტონუსს და სიმკვრივეს. ერთი ასეთი მოწყობილობა სამის მაგივრად მუშაობს და კანის მოვლის სამ საშუალებას ცვლის. გარდა ამისა, მას არ აქვს სადენები (მოითხოვს მხოლოდ ბატარეის დროულ გამოცვლას), მოქმედებს სამი პროგრამით, ავტომატური 60-წამიანი ციკლის  ჩათვლით. არ ინერვიულო, საცმები მხოლოდ კანის ზედაპირს ეხება და ამიტომ სახისთვის სრულიად უსაფრთხოა. 

წმენდა
ტრადიციული მეთოდით გაწმენდის შემდეგ კანი შეიძლება სუფთად გამოიყურებოდეს, მაგრამ მასზე შესაძლოა დარჩეს თვალისთვის შეუმჩნეველი ჭუჭყი. ეს ფოტოსურათი თვალნათლივ გვიჩვენებს კანის აპარატული წმენდის უპირატესობას სახის ტრადიციულ, ხელით დაბანასთან შედარებით. მოდელს სახეზე წავუსვით ინტენსიური ფლუორესცენტური მაკიაჟი მოციმციმე ნაწილაკებით და ვთხოვეთ გაეწმინდა სახის მარჯვენა მხარე ხელით, ხოლო მარცხენა მხარე აპარატის SkinPro Sonic 3-1-ში საშუალებით. 

მაკიაჟის მოცილება ხდებოდა საფეთქლებიდან, შუბლიდან, ლოყებიდან, ცხვირიდან და ნიკაპიდან (ტუჩების და თვალების გარდა). გაწმენდის შემდეგ გადაიღეს სახის ფოტოსურათი შავი ფერის ნათურის ქვეშ, დარჩენილი მოციმციმე ნაწილაკების გამოსავლენად. შედეგი: სახის ის ნაწილი, რომლიდანაც მაკიაჟი მოცილებული იყო SkinPro Sonic-ის საშუალებით, გაცილებით უფრო სუფთა აღმოჩნდა სახის მეორე ნახევართან შედარებით, რომელზედაც მაკიაჟის მოცილება ხელით განხორციელდა. მართლაც რომ შთამბეჭდავია, არა?  

აქერცვლა
რაში მდგომარეობს კანის აქერცვლის მნიშვნელოვნება? ჯერ ერთი, ის აცილებს მკვდარ უკრედებს. მეორე, ღრმად წმენდს კანს, ასწორებს ტექსტურას და მატებს სიგლუვეს. მესამე, ასუფთავებს და ამცირებს ფორებს. ეს არის ნამდვილი მასთ-ჰევ (must-have) კანის მოვლის პროცედურებს შორის. აპარატი SkinPro Sonic დაგეხმარება კიდევ უფრო ეფექტური გახადო იგი.   

და მასაჟიც კი!
სახის მასაჟს მხოლოდ სარგებლობა მოაქვს. ის ხელს უწყობს დაძაბულობის მოხსნას და სახის კუნთების მოდუნებას. ზრდის მიკროცირკულაციას და აუმჯობესებს კანის ტონუსსა და ელასტიურობას. თანაც ძალიან სასიამოვნოა. აპარატის SkinPro Sonic-ის მეშვეობით ეს პროცედურა არაფერი არ დაგიჯდება: უბრალოდ დაიტანე კანზე საყვარელი კრემი ან შრატი და ჩაიტარე მასაჟი! კლინიკურად დამტკიცებულია: ლითონის საცმი ხელს უწყობს კრემის ღრმად შეწოვას და გამოყენებიდან 4 კვირის შემდეგ აუმჯობესებს კანის ტონუსს, სიმკვრივეს და ელასტიურობას. სწორედ ის, რაც გვჭირდება!

იმისათვის, რომ გაეცნო მეგზურში მითითებულ განმარტებებს და ისწავლო აპარატის სწორად გამოყენება, გაეცანი «ახალი SkinPro Sonic-ს: გამოყენების წესებს». 

ტექსტი: ფოტო: Oriflame