ახალი SkinPro Sonic: სამი სუპერთვისება

განახლებული SkinPro Sonic სამის მაგივრად მუშაობს, მაშასადამე, სამ კოსმეტიკურ საშუალებას ცვლის და უზრუნველყოფს კანის მოვლის ერთბაშად სამ პროცედურას. დაგაინტერესა? შეხედე აქ.

1. წმენდა
SkinPro Sonic 3-1-ში აპარატის მოქმედების პრინციპი ელექტრო კბილის ჯაგრისის მუშაობის ანალოგიურია, რომელიც ასრულებს 12600 ვიბრაციას წუთში. საცმები მხოლოდ კანის ზედაპირს ეხება, მაგრამ ხმოვანი ვიბრაცია საშუალებას აძლევს აპარატს მაქსიმალურად ეფექტურად იმოქმედოს - მოაშოროს ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები, ან დაამასაჟოს კანი, რომელიც აღადგენს მის ტონუსს.

გამოყენების წესი: 

1. მოიშორე მაკიაჟი თვალებზე ბამბის დისკის და სპეციალური საშუალების მეშვეობით. არ გამოიყენო აპარატი ნაზ კანზე თვალების გარშემო.  
2. სახე და საცმი-ჯაგრისი დაასველე თბილი წყლით, ზედ დაამატე ან პირდაპირ კანზე წაისვი ცოტაოდენი დასაბანი საშუალება (გამწმენდი რძე ან გელი). მნიშვნელოვანია: ის არ უნდა შეიცავდეს ამქერცლავ ნაწილაკებს!
3. აირჩიე სასურველი პროგრამა და გაიკეთე კანის მასაჟი მსუბუქი წრიული მოძრაობით, მაგრამ ჯაგრისი ძალიან მაგრად არ მიიჭირო. 
4. პროგრამის დასრულების შემდეგ სახეზე და ჯაგრისზე თბილი წყალი გადაივლე. დაიტანე სახეზე კომპლექსური მოვლის სხვა საშუალებები, როგორც ჩვეულებრივი დაბანის შემდეგ.

2. აქრცვლა
კანის ასაქერცლად 1-2-ჯერ კვირაში გამოიყენე აპარატი SkinPro Sonic. რბილი სილიკონის საცმი ფრთხილად აქერცლავს კანს, მოაცილებს მკვდარ უჯრედებს, ვიზუალურად შეამცირებს ფორებს და გაასწორებს, გაათანაბრებს კანს.  


გამოყენების წესი: 

1. ყველაფერი მარტივია: გაიმეორე იგივე ნაბიჯები, რაც სახის კანის ყოველდღიური გაწმენდის დროს, მაგრამ სილიკონის საცმის გამოყენებით.
2. მნიშვნელოვანი დეტალი: გამწმენდი საშუალება არ უნდა შეიცავდეს ასაქერცლ ნაწილაკებს. 
3. გირჩევთ გამოიყენოთ ავტომატური პროგრამა 60-წამიანი ციკლით. 

3. მასაჟი
უფრო ეფექტური მასაჟისთვის  დაიტანე კანზე საყვარელი შრატი ან სახის კრემი და გამოიყენე SkinPro Sonic, თუნდაც ყოველდღე ან მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მოხდენილად გინდა გამოიყურებოდე. კლინიკურად დამტკიცებულია, რომ SkinPro Sonic-ის ოთხი კვირის განმავლობაში გამუდმებით გამოყენების შემდეგ უმჯობესდება კანის ტონუსი, სიმკვრივე და ელასტიურობა. იგი უფრო მოწესრიგებულად, ჯანსაღად და ლამაზად გამოიყურება. ჩვენ მოგვწონს!


გამოყენების წესი:

1. ლითონის საცმის და აპარატის გამოყენებისას გახსოვდეს ნებადართული ადგილების შესახებ: სახე, ყბის ზოლი, კისრის და დეკოლტეს ზონა. ნუ გამოიყენებ მასაჟის საცმს თვალების გარშემო, ცხვირის ზურგის, ნიკაპის და ხორხის შვერილის ზონებში. 
2. წაისვი კანზე დამატენიანებელი კრემი და დაელოდე სრულ შეწოვას.
3. შემდეგ ჩამოაცვი მეტალის საცმი, აირჩიე სასურველი პროგრამა და გაიკეთე მასაჟი მსუბუქი წრიული მოძრაობით. დასრულების შემდეგ გაწმინდე საცმი ოდნავ სველი პირსახოცით.  

ტექსტი: ფოტო: Oriflame