შექმენი ატმოსფერო
სახლის სპა-სალონის პირველი წესი: გამოიყენე სახის ნიღბები. სახლის სპა-სალონის პირველი წესი: გამოიყენე სახის ნიღაბები. მიუხედავად იმისა, თუ როგორი ეფექტის მიღწევა გსურთ: დატენიანება, კვება, ლიფტინგი ან ნაოჭების შემცირება — ნიღბები მუშაობს. აირჩიეთ შესაფერისი, გამოიყენეთ სწორად და... გაჩერდით! რატომ არ შეიძლება ჩართოთ მომადუნებელი მუსიკა ან აანთოთ სანთლები საყვარელი არომატით? მაშინვე იგრძნობთ, როგორ შეიცვალა ატმოსფერო.
დაამატეთ დეტალები
ბევრ სპა-სალონში ნიღბებს იშორებენ ცხელი ნოტიო პირსახოცით იმისათვის, რომ გაიხსნას ფორები და კანი გაიწმინდოს. ამ პროცედურის გასამეორებლად სახლში დაგჭირდებათ სუფთა ბამბის პირსახოცი. დაასველეთ ის ცხელ წყალში, დაკეცეთ რამდენჯერემე და აკურატული მოძრაობებით მოიშორეთ ნიღაბი სახიდან. სულ სხვა საქმეა!
ითამაშეთ კონტრასტზე
არაფერი ჯობია კონტრასტულ შხაპს კანის გასაღვიძებლად. ის მწამსვე გმუხტავთ ენერგიით, აძლიერებს იმუნიტეტს და ახდენს სისხლბრუნვის სტიმულირებას. მნიშვნელოვანია: შხაპის ბოლო 3-5 წუთი უნდა იყოს ნეიტრალური ტემპერატურის წყლით ნორმალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად.
მოიშორე ზედმეტი
ფიქრობ, რომ თვალების ქვეშ შეშუპების მოცილება შეიძლება მხოლოდ კიტრის პატარა ნაჭრებით? სულაც არა. შედე რამდენიმე ჩაის კოვზი საყინულეში 15 წუთით, შემდეგ გამოიღე და გამოზნექილი მხარით მიიდეთ ორბიტალური ძვლის არეში. შემდეგ დაიტანე მკვბავი კრემი თვალის გარშემო კანისთვის. ასეთი ხერხი გააძლიერებს კრემის მოქმედებას. მთავარია — მოერიდეთ კრემის მოხვედრას თვალის ლორწოვან გარსზე.
იზრუნე კანზე
როდესაც კანი დაბერებას იწყებს, იცვლება მისი ტექსტურა და შეფერილობა. ეს ხდება კოლაგენის და ელასტინის დაშლის გამო. იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ სახის კონტურის სიმკვრივე და თანაბარი შეფერილობა, გამოიყენეთ ნაოჭების საწინააღმდეგო შრატი.
გაიკეთე მანიკური ან პედიკური
სახლის სპა-სალონისთვის მთავარია — სწორი პროდუქტების შერჩევა. შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ყველაფერი ხელთ:
— ფრჩხილის ლაქის მოსაცილებელი საშუალება: მოაცილებს ძველ ლაქს და მოამზადებს ფრჩხილის ფირფიტას ახალი ლაქის დასატანებლად;
— პემზა: დაგეხმარებათ კოჟრის მოცილებაში;
— ფრჩხილების ქლიბი: მისცემს ფორმას და გაასწორებს ზედაპირს;
— კუტიკულას ბალზამი: არბილებს, კვებავს და იცავს ფრჩხილებს სიმშრალისგან;
— ფრჩხილის ლაქის საყვარელი ფერი.
მეტი გსურთ? გაიგეთ მანიკურის იმ ხუთი შეცდომის შესახებ, რომელთა გაკეთება უნდა შეწყვიტოთ.