Макияж Киры Пластининой

მაკიაჟი კირა პლასტინინასგან

მოდური მაკიაჟი "ნიუდ" გამაში - მსოფლიო დონის დიზაინერის კირა პლასტინინას მაგალითით.

დიზაინერმა კირა პლასტინინამ კარგად იცის,  თუ რაზე ოცნებობენ ქალბატონები მთელს მსოფლიოში. 22 წლის ასაკში, მან გახსნა სამასამდე მაღაზია მოსკოვში, სნგ-ს ქვეყნებში, იტალიასა და აშშ-ში. კირა კარგად ერკვევა მოდის და სილამაზის ტენდენციებში.

Макияж в стиле "нюд"

1. ტონალური ფუძე

შენიღბე კანის დეფექტები. ღრუბლის კუთხით დაიდე კორექტორი მუწუკებზე და პიგმენტურ ლაქებზე. ტონალური сс-კრემის მეშვეობით, შექმენი სახის თანაბარი ტონი.

2. გამოკვეთილი სახის კონტური

გამოკვეთილი სახის კონტურისთვის დაგჭირდებათ მაკიაჟის ფუძე (ჰაილაითერი) და ბრინჯაოსფერი პუდრი. ჰაილაითერი წაისვი ღაწვებზე საფეთქლების მიმართულებით, ასევე ცხვირის წვერზე და ნიკაპზე. კანის ნაზი ბრწყინვალებისთვის, ჰაილაითერი  გადაინაწილე თითის ბალიშებით მთელს სახეზე. გამოიყენე ფართო ფუნჯი და წაისვი პუდრი ღაწვებზე (პირიდან ყურის მიმართულებით).

Макияж в стиле "нюд"

3. სულის სარკე

წარბები ოდნავ გაიმუქე ყავისფერი ჩრდილებით ან ფანქრით, გადაივარცხნე და დააფიქსირე გამჭვირვალე გელით. გამოკვეთე ზედა და ქვედა წამწამები შავი ან მუქი ნაცრისფერი ფანქრით და დატუშე. თვალის შიდა კუთხეებთან და ქუთუთოებზე წაისვი ბუნებრივი ფერის ჩრდილი. საღამოს მაკიაჟისთვის კი გამოიყენე მბზინავი ჩრდილები ან მეტალიკის მკვეთრი ფერები.

წამწამების მაქსიმალური ეფექტისთვის გამოიყენე წამწამების დამაგრძელებელი ტუში, აცადე გაშრეს და დატუშე ხელმეორედ.

Макияж в стиле "нюд"

4. ტუჩების ჰარმონია

მკვეთრი იმიჯის შესაქმნელად ყველაზე უკეთ გამოდგება ნახევრად გამჭვირვალე, ბუნებრივი ტუჩის საცხი. საღამოს მაკიაჟისთვის კი შეგიძლია გამოიყენო მკვეთრი საცხი - მაგალითად ქლიავისფერი.

6. დამატებითი შტრიხი

ბუნებრივი ლოკონების ეფექტის შექმნა ძალიან მარტივია. თმის ძირებზე წაისვი მოცულობის მომნიჭებელი საშუალება, ხოლო თმის მთელ სიგრძეზე გამოიყენე მუსი, შეიშრე ძირები ფენით და ხელით აიჩეჩე - ასე მიიღებთ არათანაბარ ლოკონებს და ბოლოს გამოიყენე თმის ლაქი, მდგრადობის შესანარჩუნებლად.


ტექსტი: ფოტო: კირა პლასტინინა, Oriflame