1. მეტალი + რგოლები
ელეგანტური კონტრასტები — სეზონის ყველაზე მოდური იმიჯი. მკაცრი, კლასიკური ჩანთა გრაფიკული მეტალის სახელური-რგოლებით, შესანიშნავად შეესაბამება გრძელ საყურეებს და ყელსაბამს საკიდებით, დაამატე დაგოფრილი შარფი «ომბრე» ვარდისფერ-ბეჟ ტონებში. ყველა ეს დეტალი მატებს იმიჯს ერთდროულად სინაზეს და მომხიბვლელობას.
2. ფაქტურები + მეტალი
ამ სეზონზე ძალიან აქტუალურია ფაქტურების კონტრასტი. სცადე აქცენტების შერწყმა, აქსესუარები + ტანსაცმელი. მაგალითად, ოქროსფერი ყელსაბამი, საყურე და სამაჯური შეუხამე თეთრ მაქმანებიან პერანგს. ტექსტურა, ფერი და ფორმა — დახვეწილი და უბრალო. ეს ტექნიკა მუშაობს, არა მარტო ტანსაცმელსა და აქსესუარებში, არამედ მაკიაჟშიც.
3. სფეროები + ვერცხლი
ეს ზუსტად ის ვარიანტია, სადაც არაფერია ზედმეტი: ვერცხლისფერი სამაჯურების ნაკრები, საყურეები, და ჩანთა-ტაბლეტი. ადვილად შეესაბამება, როგორც საქმიან, ასევე ყოველდღიურ ქეჟუალს.
4. სფეროები + ქუჩის სტილი
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ცხელი ზაფხული როდესმე დადგება. თუ ეს საოცრება მოხდა, მზისგან თავის დაცვას შეძლებ მზის სათვალეებით. და ატარე სპორტული ფეხსაცმელი მოხდენილ ჩანთასთან ერთად — მარტივი და ქალური, როგორც პარასკევის ნამდვილი ქეჟუალისთვის არის დამახასიათებელი.
5. პრიალა + გლუვი
შენ თავისუფალი მხატვარი ან სტუდიის მფლობელი ხარ. შენ შემოქმედებით მუშაობას ეწევი და გიყვარს გამორჩევა. ვინ შეგაფასებს? ჩვენ არა! შეარჩიე საყურე, ჩანთა და ყელსაბამი მგვალი დეტალებით. უპირატესობა მიანიჭე რუხი ან ნეიტრალური ფერის მბრწყინავ ტექსტურებს, ასევე ვარდისფერ ტუჩსაცხს — ბოჰემური იმიჯი მზად არის.
რომელ მაკიაჟს შეარჩევ? ჩვენ გირჩევთ გლუვს (მოგიყვებით, რატომ).