1. მდგრადი ფორმულები
თქვენ დაგჭირდებათ თხევადი თვალის ჩრდილი მდგრადი ფორმულით, რომელიც ყველაფერს გაუძლებს, აგრეთვე მოსახერხებელი აპლიკატორი იმისათვის, რომ ისე ადვილად დაიტანოთ ჩრდილი, როგორც არასდროს. ჩვენ გირჩევთ თხევად თვალის ჩრდილებს The ONE. კრემის ტექსტურისა და გაჯერებული პიგმენტების წყალობით ისინი ადვილად დაიტანება და დატანებისთანავე ხდება გლუვი. ეშმაკობაა, არა?
რჩევა: აირჩიეთ ქლიავის ფერი, თუ მწვანე თვალის ფერი გაქვთ. ყავისფერი ჩრდილი ცისფერი და თაფლისფერი თვალებისთვის. ხოლო ნაზი ვარდისფერი დაიტანეთ წარბების ქვეშ, გამომხატველი მზერის ეფექტისთვის.
2. მოამზადე ფუძე
ფუძეს დიდი მნიშვნელობა აქვს. ასეთი მაკიაჟი არ გამოვა იდეალური ფუძის გარეშე. თქვენი საყვარელი ტონალური ფუძისა და კონსილერის დატანების შემდეგ დააფიქსირეთ ტონი პუდრისა და კომპაქტური ფერუმარილის 2-1-ში The ONE IlluSkin საშუალებით. ფერუმარილის ორი შეხამებული ელფერი - მუქი გლუვი და ბაცი მოციმციმე – ხაზს გაუსვამს და დააკორექტირებს თქვენი სახის ოვალს, მიანიჭებს მას ნაზ ვარდისფერ ელფერს.
3. წყალგამძლე ტუში
გლუვი მაკიაჟისთვის აირჩიეთ წყალგამძლე ტუში: ასეთი ტუში არ გაიდღაბნება და არ ჩამოიღვენთება არც წვიმაში და არც ტენიანობის შემთხვევაში. გამოიყენეთ წამწამების ასაპრეხი (იყოს ეს თქვენი საიდუმლო). ხოლო, ასეთი საშინაო სამუშაო ნამდვილად დაგეხმარებათ მაკიაჟისთვის უფრო მეტი მდგრადობის მინიჭებაში.
4. გლუვი ტუჩსაცხი
თქვენ დაგჭირდებათ სპეციალური ტუჩსაცხი მდგრადი ფორმულით. მაგალითად, თხევადი ტუჩსაცხი-მუსი The ONE Lip Sensation ან ტუჩსაცხი-ელექსირი SPF 15 Giordani Gold. ორივეს აქვს მოხერხებული აპლიკატორი, რომელიც ყოველგვარი დამატებითი საშუალებების გარეშე იდეალური მკაფიოობის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა.