1. კაშკაშა შარფი
შარფი მსუბუქი ქსოვილისგან მხიარული მხატვრული პრინტით, აბსტრაქტული და გრაფიკული მოხატულობით და ფოჩებით — გაზაფხულის ლამაზი დღესასწაულის მილოცვის მარტივი ხერხია. და ყველას მოეწონება: ქალიშვილსაც და კოლეგასაც!
2. მასიური სამკაული
დიდებული საჩუქარი მოდური მეგობრისთვის. ასეთი აქსესუარი განსაკუთრებულს გახდის ნებისმიერ ყოველდღიურ იმიჯს და დაგეხმარებათ გამოკვეთილად გამოიყურებოდეთ საღამოს წვეულებაზე. ურჩიეთ თქვენს მეგობარს შეუხამოს ასეთ აქსესუარს ერთი ფერის სვიტერი ან კონტრასტული ფერის კაბა, მაგალითად, თეთრი, შავი, მწვანე ან ლურჯი ტონის.
3. დახვეწილი საათი
თუ თქვენი და, ერთ წუთსაც კი არ უშვებს ხელიდან, აჩუქეთ მას კლასიკური მაჯის საათი, რომელიც გადაწყვეტილია მკრთალ ვარდისფერ ტონში და მორთულია ბრწყინავი ქვებით. ყოველთვის, როდესაც საათს დახედავს, თქვენ გაახსენდებით.
4. ლაქის ჩანთა
დახვეწილი ჩალისფერი ტონის ულტრაპრიალა ჩანთა — უნივერსალური საჩუქარია. აჩუქეთ ის დედას ან მეგობარს, დას ან კოლეგას. ბოლოს და ბოლოს, შეგიძლიათ თქვენთვის შეიძინოთ ასეთი ჩანთა, იმდენად ლამაზია ის. დახვეწილი ბაბთა, ნაზი ფერი, მოსახსნელი თასმა და მოკლე მრგვალი სახელურებით — ნამდვილი საოცრებაა.