პარიზული სტილის შვიდი წესი

ჩვენ გავერკვიეთ პარიზელების უბადლო სტილში, რათა შენ შეგძლებოდა შთაგონებულიყავი არა მარტო მათი უბადლო გემოვნებით, არამედ გაგემეორებინა ის, რათა შეცდომები აგეცილებინა თავიდან. ჩვენ ჩამოვაყალიბეთ 7 უბრალო წესი. სცადე!

1. სტილი - მოდაზე მეტი  
პარიზელი ქალბატონები მისდევენ მოდას, მაგრამ საკუთარი სტილის შეგრძნება მათთვის უპირველესია. აქედან პირველი წესია: იყავი ინდივიდუალური, აირჩიე ნივთები, რომლებიც გაუძლებენ დროის გამოცდას.

2. აქცენტი ტუჩებზე 
წითელი ტუჩის საცხი –  ეს პარიზული სტილის კვინტესენციაა, განსაკუთრებით უზადო კანთან შერწყმით და მთლიანად მაკიაჟის გარეშე.

3. ყოველთვის ატარე პარფიუმი 
ფრანგი ქალბატონები სუნამოების ხმარებას იწყებენ ძალიან ადრეულ ასაკში. სახლიდან არომატის გარეშე გასვლა უდრის, რომ გახვიდე ტანსაცმლის გარეშე. სცადე ახალი არომატი, რომელიც შთაგონებულია პარიზით – Eclat Mademoiselle. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია შეავსო შენი ცხოვრება სიყვარულის ქალაქის მომხიბვლელობით!

4. ბუნებრივი ვარცხნილობა 
ფრანგი ქალის იდეალური ვარცხნილობაა – ფაქტურული, ბუნებრივად დავარდნილი ლოკონები, ხოლო საყვარელი სტილის მისაღებად საჭიროა თმის ფენით გაშრობა.

5. საკუთარი თავის რწმენა
პარიზული სტილის მთავარი ელემენტია ის, თუ როგორ უჭირავთ თავი მათ ვინც ამ სტილს ატარებს. გჯეროდეს საკუთარი თავის და ეჭვი არ შეგეპაროს შენი სტილის უზადობაში – მსოფლიო აუცილებლად მიბაძავს შენს მაგალითს.

6. არავითარი ფრანგული მანიკური 
ამაში ნამდვილად არაფერია ფრანგული, ხოლო თვითონ პარიზელები მას ამერიკულს უწოდებენ. ამიტომ, თუ გინდა მოირგო ძირითადი ფრანგული სტილი, შემოიფარგლე გამჭვირვალე ლაქით.

7. მკვეთრი ფერების გარეშე 
რაც შეეხება გარდერობს: პარიზელები უპირატესობას ანიჭებენ ნეიტრალურ, ღია ფერებს. შავი, თეთრი, მუქი ნაცრისფერი, ნატურალური – ამ ფერებს გვერდს ვერ აუვლი.





ტექსტი: ფოტო: Oriflame Brand Images