სპორტი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – იპოვე შენი ვარსკვლავური ვორკაუტი!

ეძებ ახალი ტიპის ვარჯიშს? რას იტყვი, რომ დაუჯერო ვარსკვლავებს და ასე შეარჩიო შენი ზოდიაქოს შესაფერისი სპორტი?

ვერძი (21 მარტი – 19 აპრილი)
ვერძი მიჩვეულია გამარჯვებას. შენთვის არაა უცხო  მებრძოლი სული, მაგარამ შენ ვერ ეგუები წაგებას. ამიტომ მოგიხდება სპორტი, რომელიც ნებისყოფის დაძაბვას მოითხოვს გამარჯვებისთვის და კომპენსაციას ადრენალინის ძლიერი გამოყოფით ღებულობს. სცადე რბოლა, ბოქსი, მოტოკროსი ან ას მეტრზე სირბილი, თუ  არ ხარ მზად შეიძინო მაგალითად მოტოსპორტისთვის სპეციალური ტანსაცმელი და ხელთათმანები.

კურო (21 აპრილი – 20 მაისი)
თუ შენ ისევე ,როგორც კუროების უმრავლესობა კომფორტს ანიჭებ უპირატესობას, მაშინ შენი ვარჯიშები უნდა ემსახურებოდეს ერთ მიზანს: მიიღო სიამოვნება და პოზიტიური ენერგიით დაიტვირთო. სირბილი, ცეკვები, მხატვრული ტანვარჯიში, ნიჩბოსნობა – მარადიული და ლამაზი კლასიკაა, თითქოს შენთვისაა შექმნილი.

ტყუპები (21 მაისი – 21 ივნისი)
ტყუპების საყვარელი სპორტია – გუნდური სპორტი. შენ მოგწონს იყო აქტიური, ვინაიდან ვარჯიშობ წყვილში ან გუნდში. სცადე ნებისმიერი თამაშები ბურთით. ისინი არაჩვეულებრივად ანვითარებენ რეაქციის სისწრაფეს და სიამოვნებასაც განიჭებენ. ასევე მოგიხდება ჯგუფური ვარჯიშები ფიტნეს დარბაზში.

კირჩხიბი (22 ივნისი – 22 ივლისი)
შენი მთავარი მიზანი, როდესაც სპორტით ხარ დაკავებული არის მოდუნდე და მედიტაციით დაკავდე. ვინაიდან შენი ნიშანი წყლის სტიქიას განეკუთვნება, ყველაზე მეტად მოგიხდება ცურვა, წყლის აერობიკა, ნიჩბოსნობა კანოეთი ან წყალქვეშა ცურვა.

ლომი (23 ივლისი – 22 აგვისტო)
შენი მოწოდებაა იყო ვარსკვლავი და ყოველთვის იყო გამარჯვებული. ამით შენ კუროს ჰგავხარ. შენ ხარ მამაცი, უარს არ ამბობ კუნთებით ვარჯიშზე და ხალხის წინაშე თავის მოწონებაზეც. აირჩიე სანაპიროს ხელბურთი, ტანვარჯიში და სხვა ძალოსნური ვარჯიშები. შენ თამამად შეგიძლია სცადო ნებისმიერი ახალი და მოდური სპორტული დისციპლინა, მთავარია პირველი იყო მეგობრებს შორის.

ქალწული (23 აგვისტო  22 სექტემბერი)
სრულყოფილებისკენ სწრაფვის მოყვარული ქალწულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მუდმივად საკუთარ თავზე ზრუნვა. ამიტომ სხვა სპორტის სახეობებზე მეტად შენ მოგიხდება სირბილი ან კოორდინაციისთვის რთული სახეობები, როგორიცაა ტანვარჯიში, ან საბრძოლო ხელოვნება.

სასწორი (23 სექტემბერი – 22 ოქტომბერი)
სასწორების ბუნება ისეთია, რომ სპორტულ დარბაზშიც კი ფიქრობენ რამდენად ელეგანტურად და მომხიბვლელად გამოიყრებიან. რა თქმა უნდა შენს შემთხვევაში არანაირი სპორტის კონტაქტურ სახეობებს არა აქვს ადგილი. მხოლოდ სამეჯლისო ცეკვები, ჩოგბურთი ან ფიგურული სრიალი ასევე პილატესი. 

მორიელი (23 ოქტომბერი – 21 ნოემბერი)
რაც შეეხება მორიელს, მათ უყვართ განმარტოვება და ამასთან ერთად გამოირჩევიან ტემპერამენტით. პირველ რიგში მათთვის სპორტი – აგრესიისგან განთავისუფლებაა. ექსტრემალური სახეობის სპორტი, პარაშუტით ხტომა – არცევანი შენზეა.

მშვილდოსანი (22 ნოემბერი – 20 დეკემბერი)
მშვილდოსნები ცხოვრებით კმაყოფილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მათ უყვართ ბუნება და გართობა სუფთა ჰაერზე. სცადე ცხენოსნობა, ალპური სიარული, სამთო ველოსიპედი, ხოლო თუ არ მოგწონს დარბაზში ვარჯიში შესაძლოა აღმოაჩინო შენს თავში მშვილდოსნის ნიჭი.

თხის რქა (21 დეკემბერი – 19 იანვარი)
არანაირი სპორტის ჯგუფური სახეობა. თხის რქა მხოლოდ საკუთარ თავს ეჯიბრება და თავადვე იმარჯვებს. ამიტომ შენი ნიშნისთვის ყველაზე მეტად შესაფერისია დისციპლინა, სადაც მნიშვნელოვანია გამძლეობა და შესაძლებლობების გაფართოება. შენთვის იქნებ ადვილია ვიდრე სხვებისთვის გაიმარჯვო მარათონში და აჩვენო საუკეთესო შედეგი სათხილამურო სპორტში, კლდეზე ცოცვასა და რბოლაში.

მერწყული (20 იანვარი – 18 თებერვალი)
საკუთარი თავის განვითარება და სულიერი ზრდა – აი რა არის მერწყულისთვის მნიშვნელოვანი. ამიტომაა ასე ბევრი ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებული დაკავებული იოგათი. ასევე მოგიხდებათ ნებისმიერი უჩვეულო სპორტი. რაც უფრო უცნაურია, მით უკეთესი.

თევზები (19 თებერვალი – 20 მარტი)
კიბოების მსგავსად თევზები ელიან ვარჯიშისგან ტვინისა და სხეულის ჰარმონიზაციას, სიმშვიდეს და მედიტაციურ ეფექტს. ასევე მათ მოსწონთ ჯგუფური სახეობები. მაგალითად ფიტნესი, თუ რა თქმა უნდა ეს არ არის გიჟური კროს-ფიტნესის რიტმი. ასევე მოუხდებათ ცურვა, წყლის პოლო და ყვინთვა (ექსტრიმის გარეშე).

მე-13 ნიშანი
რამოდენიმე წლის წინათ ამერიკელმა ასტრონომმა პარკ კანკლიმ აღმოაჩინა, რომ დედამიწის ღერძი არ აჩვენებს იმავე მიმართულებას, როგორც რამოდენიმე ათასი წლის წინათ და შედეგად 12 ნიშანს მიემატა მეცამეტე. ხოლო უკვე ცნობილებმა ერთი თვით უკან დაიხიეს, მაგრამ ვინაიდან პლანეტები დარჩნენ თავის ადგილას ამიტომ არაფერი ძალიან მნიშვნელოვანი არ მომხდარა. ასტროლოგიაში ხომ მთავარია პლანეტების განლაგება. ამიტომ სწორი იქნება ძველებურად ცხოვრების გაგრძელება კარგად ნაცნობი ზოდიაქური ციკლის მიხედვით. ყოველი შემთხვევისთვის დაიმახსოვრეთ: ახალი მე-13 ზოდიაქოს ნიშანს ეწოდება გველის მატარებელი.







ტექსტი: