არ დაგვავიწყდეს დატენიანება
დატენიანება ისევე სჭირდება ფრჩხილებს, როგორც ნუნებს. ამიტომ არ დაგვავიწყდეს მათი დატენიანება განსაკუთრებით ცივ ამინდში. შეიძლება ტუჩის ბალზამის გამოყენებაც.
ჩვენ ვირჩევთ: დამატენიანებელი ხელის კრემი «თაფლი და რძე – ოქროს სერია»
გაიკეთე ნუნების მასაჟი
ნუნების ყოველდღიური მასაჟი კრემთან ერთად აუცილებელია ჯანმრთელი და მაგარი ფრჩხილებისთვის. მაგრამ, რა ვქნათ თუ კრემი არ გშველით?
გამოიყენეთ სკრაბი, რომელიც აშორებს მკვდარ უჯრედებს და ხელს უწყობს კრემის კარგად შეწოვას საჭირო ეფექტისთვის.
ჩვენი საყვარელი: ნუნების დამარბილებელი ბალზამი The ONE და ნუნების მოსაშორებელი სკრაბი The ONE
გამოიჩინე სიფრთხილე ქლიბის გამოყენებისას
უარი თქვით ფრჩხილის სტანდარტული მეთოდით (წინ და უკან) გაქლიბვაზე, რომელიც იწვევს ფრჩხილის დაზიანებას და, რაც ყველაზე ცუდია მათ დაყოფას. ამოძრავეთ ქლიბი მხოლოდ ერთი მიმართულებით. ასევე ნუ ამოპიჭრით ნუნებს, უბრალოდ ჩაწიეთ ქვემოთ. ნუნების მოჭრა ინფექციის წყაროა, რომლის შედეგიც შესაძლოა არასასურველი იყოს. და ბოლოს უარი თქვით მეტალის ქლიბზე.
მიაქციე ყურადღება: ფრჩხილების ქლიბი
დაასვენე ფრჩხილები
მუდმივად მანიკურის გამოყენებამ შეიძლება ფრჩხილებზე უარყოფითი შედეგი გამოიწვიოს. საქმე იმაშია, რომ ფრჩხილებს აქვთ უნარი შეიწოვოს სხვადასხვა ნივთიერება უფრო დიდი დოზით ვიდრე კანმა. ეს იწვევს გამოშრობას და გაუფერულებას – შედეგად ფრჩხილებს არც თუ სასურველი შეხედულება აქვთ. ყოველივე ამის თავიდან ასაცილებლად სასურველია დაასვენო ფრჩხილები, ფრჩხილების აღმდგენი ნიღაბის ან მკვებავი საშუალების გამოყენებით.
ჩვენი არჩევანი: მკვებავი ზეთი ფრჩხილებისთვის The ONE
ატარე ხელთათმანები სახლში და ქუჩაში
ზამთარში ხელთათმანები აუცილებელია არა მარტო სიცივისგან დასაცავად არამედ ფრჩხილებს და კანის ტენიანობის შესანარჩუნებლად. იცით თუ არა, რომ ხელთათმანები სასურველია ატაროთ როგორც გარეთ ასევე სახლში? დამატენიანებელი კრემის წასმის შემდეგ ბამბის ხელთათმანები ხელს უწყობს საშუალების კარგად შეწოვას. კარგია მათი გამოყენება ღამითაც – ღამის კრემის წასმის შემდეგ, ეფექტი დილით უკვე შესამჩნევი იქნება.
სცადე: დამატენიანებელი ხელთათმანები
სვით ვიტამინები
შენი ფრჩხილები ძლიერი და ჯანმრთელი რომ იყოს, საკმარისი არ არის მხოლოდ ქლიბის სწორად გამოყენება და კრემის წასმა. აუცილებელია სწორი კვება, ან საკვები დანამატების მიღება, რომელიც ამაგრებს ფრჩხილებს. საკვები დანამატების შერჩევისას, სასურველია მათ შემადგენლობაში შედიოდეს რკინა და L-ცისტეინი, პირველი აუცილებელია ფრჩხილის ფირფიტის ჯანსაღი შეფერილობისთვის მეორე კი ძლიერი და მაგარი ფრჩხილებისთვის.
მიაქციე ყურადღება: თმის და ფრჩხილების ნუტრიკომპლექსი