რატომ არის წყალი სასარგებლო ორგანიზმისთვის?

ბანალურია, მაგრამ ფაქტია: წყალი სასარგებლოა თქვენი ჯანმრთელობისთვის და სილამაზისთვის. მაგრამ, თუ იცით, რატომ ხდება ასე? და როგორ მოქმედებს წყალი ორგანიზმზე? მოდით გავერკვეთ.

1. ეხმარება ტვინის მუშაობას 
იცით თუ არა თქვენ, რომ ტვინის უჯრედები 80%-ით წყლისგან შედგება? დიახ ეს ასეა! მუშაობს რა ამორტიზატორივით, წყალი იცავს ტვინის უჯრედებს მექანიკური ზემოქმედებისგან და ხელს უწყობს მიმოცვლით პროცესებს. აგიხსნით უფრო მარტივად: როდესაც დღის განმავლობაში თქვენ კარგავთ ბევრ წყალს (მაგალითად ვარჯიშის დროს), ტვინის უჯრედები კარგავენ თავიანთ ეფექტურობას. და პირიქით, როდესაც თქვენ  ღებულობთ საკმარისი რაოდენობით წყალს, მეხსიერება, კონცენტრირება და ძილის ხარისხი უმჯობესდება.  

2. ეხმარება გულს სისხლის მიმოქცევაში
თქვენ შეიძლება არ ამჩნევთ, მაგრამ თქვენი გული მუდმივად მუშაობს და 7600 ლიტრ სისხლს აწვდის სისხლძარღვებს ყოველდღიურად. როდესაც თქვენ საკმარისი რაოდენობით წყალს სვამთ, ეს სისტემა შეფერხების გარეშე მუშაობს. გაუწყლოება იწვევს სისხლის მოცულობის შემცირებას, ამიტომ თქვენმა გულმა უფრო ძლიერად უნდა იმუშაოს, რათა მიაწოდოს უჯრედებს ჟანგბადის საკმარისი რაოდენობა. სწორედ ამიტომ ასეთ მომენტებში ვარჯიშები უფრო ძნელია, ვიდრე ჩვეულებრივ. 

3. მატებს ენერგიას
ის, თუ რამდენი წყალი დალიეთ, პირდაპირ გავლენას ახდენს თქვენს გუნებ-განწყობილებაზე. სამეცნიერო კვლევებმა უჩვენა, რომ გაუწყლოებისას განწყობილება და ენერგიის დონე ეცემა. დალიეთ უფრო მეტი წყალი დღის განმავლობაში, ფინჯანი ყავისა და ტკლბილეულის ნაცვლად. სხვათაშორის ეს უკანასკნელი იმის მაჩვენებელია, რომ ორგანიზმი განიცდის სითხის ნაკლებობას.  

4. უზრუნველყოფს კანის სიმკვრივეს და ელასტიურობას
შეგიმჩნევიათ, რომ, თუ დღის განმავლობაში ცოტა წყალი დალიეთ, თქვენი კანი არც თუ ისე კარგად გამოიყურება. რა უნდა გავაკეთოთ, რომ კანი არ იყოს მშრალი, გაღიზიანებული და უფერული? პასუხი მარტივია: დალიეთ წყალი. ის საოცრებებს ახდენს: ანიჭებს კანს სიმკვრივესა და ელასტიურობას. სინამდვილეში აქ არ არის არანაირი საოცრება: სითხის საკმარისი დონე აუმჯობესებს უჯრედების მუშაობას და აგრეთვე კანის გარეგნობას. 

ჩვენი რჩევაა: დაიტანეთ კრემი ნოტიო კანზე, მაგალითად აბაზანის ან შხაპის მიღების შემდეგ, რადგან კრემი გაცილებით უკეთესად შეიწოვება. 

 


 

ტექსტი: