სიმართლე მისელარულ წყალზე

შენ ალბათ გსმენია მისელარული წყალის შესახებ. ნაზი გამწმენდი საშუალება საპნის გარეშე, რომელიც არ საჭიროება ჩამობანას. მას უწოდებენ ფრანგი ლამაზმანების სილამაზის საიდუმლო ელექსირს. რაში მდგომარეობს მისი საიდუმლო?

რა არის მისელარული წყალი?
მისელარული წყლის საიდუმლო გამწმენდ მიკრონაწილაკებშია - მიცელებში, ცხიმოვანი მჟავების მოლეკულებში. მისელარული წყალი ნაზად წმენდს კანს, აცლის მას ზედმეტ ჭუჭყს და აშორებს მაკიაჟის ნარჩენებს. მისი ჩამობანა არ არის რეკომენდებული  –  უბრალოდ წაისვი ის კანზე სველი ბამბის ან ხელსახოცის საშუალებით სანამ არ შეიწოვება, შემდეგ კი წაისვი დამატენიანებელი საშუალება რომელსაც ყოველდღიურად იყენებ.

რამდენად მოუხდება ჩემს კანს?
მისელარული წყალი განსაკუთრებით კარგია მგრძნობიარე და ძალიან მშრალი კანისთვის. თუ  ჩვეულებრივი გამწმედი საშუალებების (გელი, ტონიკი, რძე) გამოყენების შემდეგ დაგრჩება დაჭიმულობის და სიმშრალის შეგრძნება, სცადე მისელარული წყალი. მაგრამ გვახსოვდეს, რომ წყალგაუმტარი ტუში და მდგრადი მაკიაჟის ჩამობანა მისი საშუალებით უფრო რთულია.

მისელარული წყალი ნაკლებად ეფექტურია მოწიფული და აკნესადმი მიდრეკილი კანისთვის. მაგრამ მიუხედავად ამისა, ის შეუდარებელი, შესანშნავი საშუალებაა მაკიაჟის მოსაშორებლად.

ჩვენი ვერდიქტი:

მისელარული წყლის უნივერსალურობის თეზისი, რომელიც ასუფთავებს, აშორებს მაკიაჟს, ატონიზირებს და ატენიანებს კანს შეუცვლელი და შეუდარებელია. არ არის პროდუქტი რომელიც შეიძლება იყოს მასზე უკეთესი!

მიუხედავად ამისა, მისელარული წყლი - შესანიშნავი საშუალებაა მაკიაჟის მოსაშორებელად და კანის სინაზის შესანარჩუნებლად. თუ თქვენ გაქვთ მგრძნობიარე ან მშრალი კანის, მისელარული წყალი თქვენთვის შეუცვლელი იქნება  (ჩვენ გირჩევთ მისელარულ გამწმენდ ლოსიონს Diamond Cellular), მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არ იჩქარო შეცვალო შენი ყოველდღიური დამატენიანებელი, განსაკუთრებით SPF საშუალებები.

სახის კანის სხვა ტიპის მომხმარებლებმა (კომბინირებული, ცხიმიანი) ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ მისელარული წყალი,  მაგრამ ყოველდღიური გამოყენებისას სასურველია სეარჩიოთ თქვენი კანისთვის შესაფერისი საშუალება.

ტექსტი: ფოტო: Fotolia