რომ განავითარო ურთიერთობები საკუთარ თავთან
გიყვარდეს საკუთარი თავი და შენს გადაწყვეტილებებს მართებულად თვლიდე — ეს არის ნორმალური პრაქტიკა. ეს არ არის სირცხვილი. ეს იმაზე მეტყველებს, რომ შენ იმსახურებ კარგ დამოკიდებულებას, ვერ ეგუები ცუდს და პატივისცემით ეპყრობი საკუთარ სურვილებს და მოთხოვნილებებს.
რომ გაზარდო ბედნიერების დონე
როდესაც სხვების გულის მოგებას ვცდილობთ, უნებლიედ დამოკიდებულები ვხდებით მათ შეფასებებზე გარემომცველთა შესახებ. ყველას ხომ განსხვავებული აზრი აქვს იმის შესახებ, რა არის კარგი და რა ცუდი. მისდიე საკუთარ აზრს და გააკეთე ის, რაც გეხმარება თავი ბედნიერად იგრძნო. დანარჩენები თავად გაერკვევიან.
რომ გადაწყვეტილების მიღება უფრო გაგიადვილდეს
როდესაც შენ ერთადერთი ადამიანი ხარ, რომლის სურვილებს უნდა გაუწიო ანგარიში, გადაწყვეტილების მიღება გაცილებით უფრო მარტივია. ვერ ვიტყვით, რომ ყოველთვის გეცოდინება, რა გსურს, მაგრამ ცხოვრება რომ უფრო ჰარმონიული გახდება, ეს ფაქტია. თუ არჩევანის გაკეთება გიჭირს, შეეკითხე საკუთარ თავს «რა მინდა?». თანდათანობით ეს ჩვეულებად გადაგექცევა, ხოლო გადაწყვეტილების მიღება ავტომატურად მოხდება.
რომ მეგობრებმა და ახლობლებმა იზრუნონ საკუთარ თავზე და არა შენზე
საკუთარ თავზე ცხოვრებისეული პასუხისმგებლობის აღება ნიშნავს — მისგან მშობლების, საყვარელი ადამიანების და ახლობლების გათავისუფლებას. აღარ არსებობს არავითარი თანადამოკიდებულება. ყველა საკუთარ თავზე ზრუნავს და ცხოვრებაც გაცილებით უფრო მარტივი ხდება.
რომ დაასრულო სხვების დადანაშაულება საკუთარ წარუმეტებლობაში
როდესაც მხოლოდ შენ აგებ პასუხს საკუთარ ცხოვრებაზე, შენ ხარ პასუხისმგებელი ყველაფერზე: კარგზეც და ცუდზეც. ამიტომ სხვების დადანაშაულების აუცილებლობა არ არსებობს. დამეთანხმე, რომ ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გაცილებით უფრო სასიამოვნოა.
ბედნიერება და ეგოიზმი: რატომ ღირს საკუთარი სურვილების პატივისცემა
რა არის უკეთესი — იყო საკუთარი თავის ერთგული თუ შეესაბამებოდე ახლობლების, მეგობრების, კოლეგების მოლოდინებს? შეიტყვე ახლა.