ჯანსაღი ბრწყინვალება და უსაზღვრო სინაზე
ორიფლეიმის ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტი კვლავ შენთანაა – ახლა უფრო ეფექტური NovAge-თან ერთად. დაღლილი და უფერული კანი განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. ექვსი ბუნებრივი ზეთი გაერთიანებულია სუპერ მკვებავ კონცენტრურებულ ფორმულაში, რომელიც უბრუნებს კანს სიცოცხლისუნარიანობას, სიგლუვეს, სირბილეს და ჯანსაღ შეფერილობას. შეხვდი სიახლეს: სახის აღმდგენი კასფულები NovAge Nutri6! კანის შეფერილობა საგრძნობლად უმჯობესდება ოთხი კვირის შემდეგ – ქალების 100% ადასტურებს.
სახის აღმდგენი კაფსულები NovAge Nutri6 – 6 ბუნებრივი ზეთისგან შემდგარი კოქტეილი: ქუნჯუთი, ავოკადო, ატმის რბილობი, ლიმნოსტესი, შავი მოცხარი და სოიოს მარცვლები – მდიდარია ცხიმმჟავებით, ლიპიდებით, ანტიოქსიდანტებით და მინერალებით. ამ ზეთების სინერგიაუზრუნველყოფს კანის ღრმა კვებას,აღადგენს, იცავს და უბრუნებს კანს ჯანსაღ ბრწყინვალებას.
ავოკადოს ზეთი: ეს არის ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც კვებავს და არბილებს კანს, ასევე აძლიერებს მის ბინებრივ დამცავ ფენას.
ატმის რბილობის ზეთი: უზრუნველყოფს კანის დატენიანებას, არის ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც არბილებს კანს.
ლიმნონტესის თესლის ზეთი: არის ბუნებრივი კონდიციონერი, რომელიც შეიცავს მინერალებს, ლიპიდებს და ცხიმოვან მჟავებს, კვებავს და არბილებს კანს.
შავი მოცხარის ზეთი: მდიდარია ცხიმმჟავებით ომეგა-3 და ომეგა-6-ით, ისინი არბილებენ და ანიჭებენ კანს ჯანსაღ შეფერილობას.
სოიოს მარცვლების ზეთი: მდიდარი წყარო აუცილებელი ცხიმოვანი მჟავებით, კვებავს და ატენიანებს კანს, არბილებს და ანიჭებს სიგლუვეს.
ეფექტურობა:
მსუბუქი და ინტენსიური ფორმულა ნაზად ისმევა კანზე და ადვილად შეიწოვება, მომენტალურად აგლუვებს და არბილებს კანს. საგრძნობლად აუმჯობესებს კანის ტონს და ტექსტურას რეგულარული გამოყენებისას. რადგან კაფსულების შემადგენლობაში შედის ზეთები, ჩვენ გირჩევთ მის გამოყენებას ძილის წინ . ის უნდა წაისვათ შრატის გამოყენების შემდეგ, დამატენიანებელი საშუალების წასმამდე.