რა არის ბუსტერი?
ეს კონცენტრირებული საშუალება წყვეტს პრობლემებს, რომლებიც არ არის ტიპიური შენი კანისთვის მუდმივად, არამედ წარმოიქმნება აქ და ახლა, როგორც ცხოვრების წესის შედეგი. მიირთვი ზედმეტი შოკოლადი და დილით გაიღვიძე სახეზე გამონაყარით? მთელი ღამის განმავლობაში ერთობოდი, დილით კი სახის კანის ფერი მქრქალი და უფერულია? ბუსტერი ხელს შეუწყობს კანის სწრაფი ნორმალიზების პროცესს.
თუ შრატი მაქვს, ბუსტერი არ არის საჭირო?
შრატი — ეს არის კომპლექსური მოვლის ნაწილი, შენ მას ყოველდღე იყენებ, რათა კანი კრემის წასასმელად მოამზადო. ბუსტერს ამატებენ თავად კრემში და გამოიყენება ერთჯერადად ან კურსით, როდესაც არსებობს მიზანმიმართული მოქმედების მქონე დამატებითი ზრუნვის საჭიროება. ტყუილად როდი იყიდება იგი პატარა ბოთლებში: აქტიური ნივთიერებების კონცენტრაცია გაცილებით მეტია, ვიდრე შრატში და გამოყენებისას საჭიროა მისი სულ მცირე რაოდენობა.
როგორ და როდის გამოვიყენო ბუსტერი?
დაამატე ბუსტერის რამდენიმე წვეთი შენს საყვარელ კრემში Optimals, აურიე ერთგვაროვანი კონსისტენციის მიღებამდე და წაისვი, როგორც კანის მოვლის დამასრულებელი ეტაპი. შენ შეგიძლია გამოიყენო იგი დილით ან საღამოს, ერთხელ ან ორჯერ დღეში, ერთჯერადად ან კურსის სახით — ორიენტაცია აიღე კანის მდგომარეობაზე და ხილვად ეფექტზე. არავითარ შემთხვევაში არ დაიტანო ბუსტერი სუფთა სახით — მხოლოდ კრემთან ერთად.
შემიძლია ბუსტერის შეთავსება შრატთან/ტონიკთან/ნიღაბთან?
შენ არ გჭირდება კანის კომპლექსური მოვლის რომელიმე ეტაპის ამოღება იმ დღეს, როდესაც ბუსტერის გამოყენებას გეგმავ: მისი ფორმულები იდეალურად შეეწყობიან Optimals-ის დანარჩენ საშუალებებს.
საჭიროა ავირჩიო ერთი?
შრატი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი და მკაცრად შენი კანის ტიპისთვის უნდა შეირჩეს, რაც შეეხება ბუსტერებს, ისინი უხდება ყველას. შემოდგი თაროზე ერთბაშად სამი ცალი და გამოიყენე სიტუაციის მიხედვით!
სახის ენერგეტიკული ბუსტერი დაგეხმარება დაიბრუნო დასვენებული იერი და ჯანსაღი შეფერილობა უძილო ღამის შემდეგ. ნიაცინამიდი და Swedish blend კომპლექსი, რომელიც დაფუძნებულია შავი მოცხარის და ალუბლის ინგრედიენტების საფუძველზე, ათანაბრებს კანის ტონს და აღიავებს, და მუხტავს ენერგიით.
სახის მკვებავი ბუსტერი ანიჭებს კანს სირბილეს და ასწორებს უეცრად წარმოქმნილ აქერცვლას, რომელიც გაუწყლოებით ან მშრალი ჰაერით არის გამოწვეული. კანის აღდგენაზე, სიგლუვეზე და სიმკვრივეზე პასუხისმგებელი არის ვიტამინი E და Swedish blend კომპლექსი, რომელიც შეიცავს კამელინის, ასკილის და კანოლას ზეთებს.
სახის განმაახლებელი ბუსტერი გაუმკლავდება გამონაყარს და სავსე ფორებს სწრაფი კვების (ფასტფუდის) მარათონის შემდეგ. Swedish blend კომპლექსი, რომლის შემადგენლობაში შედიან ხურტკმელი და ქაცვი, ასტიმულირებს უჯრედების განახლებას, ხოლო პროვიტამინი B5 და ზღვის პრებიოტიკი ხელს უწყობს კანის გაწმენდას და ღრმა დატენიანებას.