არომატი და პიროვნება: დამთხვევის კანონები

სასურველ განწყობას ჩვენი საუცხოო არომატები შეგიქმნით, რომლებიც გაამდიდრებს თქვენი განწყობის კოლექციას და გამოკვეთს თქვენს ინდივიდუალიზმს. შეარჩიეთ, თუ რომელი ტიპის პიროვნებას გავხართ და გააკეთეთ არჩევანი!

პიროვნული თვისებები 
თქვენ გიყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და პარფიუმიც შესაბამისი გჭირდებათ. ამ შემთხვევაში  – მაცდური არომატი, მკვეთრი ნოტებით, შეგმატებთ თავდაჯერებულობას და ხაზს გაუსვავს თქვენს პიროვნულ სიძლიერეს. თქვენი არომატი – თქვენი სავიზიტო ბარათია!

არომატების ოჯახი: ხის და შიპრის.
არომატები, რომლებიც მოგიხდება: Possess, Divine, My Destiny

მგრძნობიარე პიროვნება 
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება სილამაზის და სტილის სამყაროში! არომატში თქვენ უპირატესობას ანიჭებთ ფუფუნების შეგრძნებას და დახვეწილ ემოციებს. ნებისმიერი სუნამო თქვენთვის, პირველ რიგში – სიამოვნებაა, შეაჩერე დრო და მიენდე გულისთქმას, შეიგრძენი უზრუნველობის თითოეული წუთი. 

არომატების ოჯახი: აღმოსავლური, ხის და შიპრის
საუკეთსო არჩევანი: Giordani Gold White Original, So Fever Her, Love Potion EDP

ყვავილოვანი განწყობა
რბილი და ჰაეროვანი, როგორც ნაზი შეხება, მოხდენილი და გრაციოზული, როგორც ქალურობა... გიყვართ მშვიდი გარემო, ბუნება? თქვენი იდეალური არომატი შეიცავს ნათელ, ცქრიალა და პიკანტურ ნოტებს. შეიგრძენი ბუნების სიახლოვე, რომლის დავიწყებაც შეუძლებელია. 

არომატების ოჯახი: ყვავილოვანი, ციტრუსოვანი, ხის.
საუკეთესო შემოთავაზება: Tenderly Promise, Woman’s Collection, Midsummer Woman

ფუფუნების ატმოსფერო
გაისეირნეთ პარიზის ქუჩებში და დახვეწილ არომატებს შორის ამოარჩიე კეთილშობილი ყვავილების ნაზი ნოტების და ხის ციტრუსოვანი აკორდების ჰარმონიული ჟღერადობა, რომელიც ხაზს გაუსვავს თქვენს ქალურობას. თქვენი არჩევანი – კლასიკური კომპოზიციები, დელიკატური, ელეგანტური ნოტებით. 

არომატების ოჯახი: ყვავილოვანი, ხის
არომატები, რომლებიც მოგიხდება: Eclat Femme, My Naked Truth, Volare Gold








ტექსტი: