როგორ მოქმედებს შაქარი სენს გარეგნობაზე
შაქრის სიჭარბე აისახება 35 წლის ასაკში, როდესაც კოლაგენის სინთეზი კლებულობს შენს კანში. მეცნიერული თვალსაზრისით ეს ასე გამოიყურება: გლუკოზა «აერთებს» კოლაგენის და ელასტინის ბოჭკოებს რის შედეგადაც კანის უჯრედები უხეშდება და დუნდება. ამ პროცესს ეწოდება გლიკაცია. გარეგნულად ეს აისახება ნაოჭების სახით, დრეკადობის დაკარგვით და კანის გაუფერულებით. ესაა სიბერის კლასიკური ნიშანი.
მაგრამ შაქარი არამარტო კოლაგენის დაშლას უწყობს ხელს. ის ასევე აისახება კოლაგენის ტიპზე, რომელსაც გამოიმუშავებს შენი კანის უჯრედები. მაგარი, მდგრადი ქსოვილები სუსტდება გარემო პირობების ზემოქმედების შედეგად, რომელიც გარემო პირობების ზემოქმედების შედეგია. მზის გამოსხივებაც ასევე კანის საშინელი მტერია!
პანიკის გარეშე
უბრალოდ იცოდე: თუ გლუკოზის დონე შენს სისხლში ნორმის ფარგლებშია, მაშინ გლიკაცია შენთვის ნორმალური პროცესია, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას ემუქრება. არ არის ნორმალური მიიღო შაქრით მდიდარი საკვები, რის შედეგადაც გლიკაციის პროცესი ღრმავდება.
მავნე შაქარი
ტკბილი სასმელი რა თქმა უნდა შაქრის ყველაზე უშუალო წყაროა. ასევე საკონდიტრო ნაწარმი და გამომცხვარი პროდუქტი, ყავა და ჩაი თუ მათ შაქრიანს ვსვავთ. მიუხედავად ამისა თუ შენ ნამდვილად გინდა გაიხანგრძლივო კანის ახალგაზრდული იერი, მოგიწევს შეამცირო უბრალო ნახშირწყლების მოხმარება, ისეთის როგორიცაა თეთრი პური და პასტა. ამის გარდა ნახე პროდუქტების შემადგენლობა და ეძიე ფარული შაქრის წყაროები. ისეთი როგორიცაა სიმინდის სიროფი, რომელიც ათჯერ ზრდის გლიკაციის ინტენსიურობას.
სასარგებლო შაქარი
შაქრის მოხმარების რეკომენდირებული ზღვარია არა უმეტეს ექვსი ჩაის კოვზი (დაახლოებით 100კკალ). ბუნებრივი შაქრის ნაირსახეობა ისეთი როგორიცაა ფრუქტოზა და ლაქტოზა შეიძლება სასარგებლო იყოს ორგანიზმისთვის. ისინი არიან ხილსა და ბოსტნეულში. ასევე რძის პროდუქტებში თანაბრად სასარგებლო უჯრედისთან, ვიტამინებთან და ანტიოქსიდანტებთან ერთად, რომელიც აუცილებელია შენი ორგანიზმისთვის.
რა სეგიძლია გააკეთო
ახალგაზრდა კანის ყველაზე ეფექტურად შენარჩუნებაში დაგეხმარება ჯანსაღი კვება, რომლის შედეგად შენ გააკონტროლებ კალორიების მოხმარებას და თავს აარიდებ შაქრით მდიდარ საკვებს.
შეავსე შენი რაციონი ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვებით, დალიე მწვანე ჩაი, მიირთვი მაყვალი, ლურჟი მოცვი და ბერძნული კაკალი, ასევე წითელი წიწაკა. ანტიოქსიდანტები ებრძვიან თავისუფალ რადიკალებს (ისეთს როგორიცაა შაქარი) და არ აძლევენ საშუალებას იმოქმედონ ელასტინის და კოლაგენის ქსოვილზე.
თანამედროვე მოვლის საშუალებებს ასევე შეუძლიათ გაანეიტრალონ შაქრის მავნე ზემოქმედება შენს კანზე, მაგარამ არც ისე ეფექტურად როგორც ჯანსაღ კვებას. კრემები, შრატები, რომლებიც კოლაგენის გამოყოფას უწყობს ხელს ებრძვიან გლიკაციის პროცესს და შიგნიდან "გამოდევნიან" ნაოჭებს. ჩვენ განსაკუთრებით მოგვწონს Ecollagen-ის სახის მოვლის საშუალებები. ხოლო თუ შენი კანი თანდათან კარგავს ელასტიურობას მაშინ მოგიხდება კომპლექსური მოვლის ისეთი საშუალებები ლიფტინგის ეფექტით, როგორიცაა NovAge Ultimate Lift. რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეს ყოველდღე ისარგებლო მზის დამცავი საშუალებებით, რომლებიც შენს კანს მზის მავნე ზემოქმედებისაგან დაიცავს.