თუ ის პროცედურები, რომელსაც თქვენი საყვარელი მამაკაცი ასრულებს, მაინცდამაინც არ გამოირჩევა მრავალფეროვნებით, შეეცადე შესთავაზო მას ეს სასიამოვნო და სასარგებლო პროდუქტები. შეიძლება მან უცებ ვერ შენიშნოს ცვლილება, მაგრამ კანის გარდასახვა შესამჩნევი იქნება.
დატენიანება
საოფისე დაწესებულებების მშრალი კონდიცირებული ჰაერი მავნეა კანისთვის, ამიტომ მხოლოდ ყოველდღიური დატენიანება იხსნის მას ნაადრევი დაბერებისგან. ურჩიე შენს რჩეულს სწრაფად შეწოვადი დამატენიანებელი საცხი - ყველაზე საქმიანი მამაკაციც კი გამონახავს დღეში რამდენიმე წუთს ამ პროცედურისთვის.
ჩვენ გირჩევთ:
ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი Ecollagen
წმენდა
თქვენი მამაკაცი შეიძლება ვერ დაითანხმოთ სახის ნიღბის გაკეთებაზე. იყოს ასე! სამაგიეროდ ყველას შეუძლია სკრაბით სარგებლობა. მისი წასმა ადვილია (შესაძლებელია შხაპის დროს) და არ არის საჭირო მისი ყოველდღიური გამოყენება (კვირაში ერთი-ორჯერ საკმარისია). კარგად დაბანილ სახეზე წაისვით სკრაბი, მსუბუქი მასაჟით მოიცილეთ მკვდარი უჯრედები და კარგად ჩამოიბანეთ. რა უნდა იყოს ამაზე ადვილი?
ჩვენ გირჩევთ:
ჩაშავებული უპეები
აგრეთვე, "ბატის თათები" და შესიებული ქუთუთოები, დიახ - მამაკაცებსაც აწუხებთ ეს პრობლემები. რა ვქნათ? შესთავზეთ სპეციალურად მათთვის შექმნილი საცხი, რათა თითების საშუალებით დაიტანონ პრობლემურ ადგილებზე. უმჯობესია, თვალის საცხი იყოს ბურთულიანი აპლიკატორით. უფრო მეტი გამაგრილებელი ეფექტისთვის, კი, იგი მთელი ღამით შეგვიძლია დავტოვოთ მაცივარში.
მზისგან დაცვა
რაც უფრო დიდხანს ვატარებთ დროს ღია ცის ქვეშ, მით უფრო ძლიერია ჩვენ სახეზე მზის სხივების ზემოქმედება. მამაკაცები, როგორც წესი, არ თვლიან საჭიროდ მზისგან დამცავი საშუალებების გამოყენებას, მაგრამ მათი კანი ისეთივე უარყოფით ზემოქმედებას განიცდის, როგორც ქალბატონების . იზრუნე იმაზე, რომ შენმა საყვარელმა მამაკაცმა ყოველთვის გამოიყენოს მოვლის საშუალებები SPF ით და არ დაივიწყოთ ტუჩის ბალზამი.
ჩვენ გირჩევთ:
დღის კრემი -კონცენტრატი, კანის ტონის გამათანაბრებელი Bioclinic SPF 45
სუფთა პარსვის წესები
პარსვამ შეიძლება გამოიწვიოს კანის გაღიზიანება და დაზიანება, ამიტომ პარსვის შემდგომი კრემის გამოყენება მამაკაცებისთვის აუცილებელია. და რასაკვირველია, რჩევა: პარსვის დროს საპარსი უნდა ეხებოდეს კანს 45% -იანი კუთხით და პარსვა მოხდეს წვერის ზრდის მიმართულებით. შესაძლებელია, თქვენი მამაკაცი ფიქრობს, რომ ეს მისთვის უკვე ცნობილია (ალბათ, ეს ასეც არის), მაგრამ კარგი რჩევა არასდროს არის ზედმეტი.
ჩვენ გირჩევთ:
საპარსი ქაფი მგრძნობიარე კანისთვის «ნორს»
ჭაღარა წვერი
ზოგიერთები, მაგალითად, ჯორჯ კლუნი ასაკთან ერთად უფრო მომხიბვლელი ხდება და ეს, ფაქტია. მაგრამ, ეს არ არის აქსიომა. და, ამ დროს მოედანზე სათამაშოდ გამოდის ანტიასაკობრივი საშუალებები. ის შეიძლება 2 ჯგუფად გავყოთ : პროფილაქტიკური და სამკურნალო. პროფილაქტიკური მოვლის საშუალებები იდეალურია 25+ ყველა მამაკაცისთვის. მაგრამ, თუ შენი მამაკაცი თვლის, რომ მას განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, მაშინ მას შესთავაზეთ რეტინოლის შემცველი, მასტიმულირებელი ან კოლაგენის წარმომქმნელი მოვლის საშუალებები.
ჩვენ გირჩევთ:
ანტიასაკობრივი კრემი მამაკაცებისთვის «ნორს»