— «რითი განსხვავდება მამაკაცის კანი ქალის კანისგან?»
ძირითადად განსხვავებას ხელს უწყობს ტესტოსტერონი — მამაკაცის მთავარი ჰორმონი, რომლის წყალობით მამაკაცებს უფრო სქელი და გამძლე კანი, უფრო მეტი ბალანი, ხოლო ოფლიანობის დონე უფრო მაღალი აქვთ. ტესტოსტერონი აგრეთვე აძლიერებს სებუმის გამომუშავებას, რომელიც, თავის მხრივ, ზრდის კანის ცხიმიანობას. რადგამ მამაკაცებს უფრო ფართო ფორები აქვთ, გასაგები ხდება, თუ რატომ ბინძურდება მამაკაცის კანი უფრო ადვილად, ხოლო ფორების დაცობა უფრო სწრაფად ხდება.
მამაკაცის კანის უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ასაკობრივი ნიშნები მასზე უფრო გვიან ჩნდება, ვიდრე ქალის კანზე, მაგრამ გამომჟღავბენული ნიშნები — ნაოჭები, კანის სიმშრალე და გაუწყლოება, სიმკვრივისა და ტონუსის დაკარგვა — უფრო გამოხატულია. კანი კარგავს ენერგიას და დაღლილად გამოიყურება.
არის კიდევ ერთი განსხვავება, რომელიც ტესტოსტერონის მოქმედებითაა განპირობებული — უჯრედების დიდი რაოდენობაა, რაც კანის უფრო ინტენსიურ მოქმედებაზე მეტყველებს და მისგან გარკვეულ ტონუსს საჭიროებს. ტონუსის ვარდნა სახეზე პირველი ასაკობრივი ნიშნების გაჩენას იწვევს. მთავარ როლს დაბერების პროცესში ვერსიკანის ცილა თამაშობს: ამ პროტეინის დაშლა დროთა განმავლობაში იწვევს კანის ტონუსის დაკარგვას და ნაოჭების წარმოქმნას.
— «რატომ მომიხდება NOVAGE MEN?»
მამაკაცებს სურთ თავდაჯერებულად იგრძნონ თავი და წარმატებას მიაღწიონ ცხოვრებაში. მოვლილი შესახედაობა ქონდეთ ნებისმიერ ასაკში დიდი დროის დახარჯვის გარეშე. მაგრამ მოვლილი გარეგნობა და ცხოვრებისეული წარმატება - ურთიერთ დაკავშირებული ცნებებია. ჩვენ გირჩევთ NovAge Men — მამაკაცის კანის კომპლექსურ მოვლას, რომელიც უზრუნველყოფს შესამჩნევ შედეგებს, ანტიასაკობრივ და კლინიკურად დადასტურებულ შედეგს. ოთხი ნაბიჯი, ორი წუთი — სწრაფად, მარტივად და ეფექტურად. NovAge Men სერიის საშუალებებს შეუძლია ყველა ამ პრობლემის დაძლევა. კომპლექსური მოვლა შედგება ისეთი საშუალებებისგან, რომლებიც შემუშავებულია სპეციალურად მამაკაცის კანისთვის და მიმართულია დაბერების პირველივე ნიშნებთან ბრძოლაზე. სერიაში NovAge Men შემავალი პროდუქტები და ტექსტურები ღრმად აღწევს კანში და მომენტალირად ახდენს ენერგიით მის გაჯერებას ხანგრძლივი ანტიასაკობრივი ეფექტის მისაღწევად.
— «მე მაქვს წვერი, შემიძლია NOVAGE MEN საშუალებების გამოყენება?»
რა თქმა უნდა! მსუბუქი წვერი, სამდღიანი ჯაგარი ან ნამდვილი წვერი — ნებისმიერ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ საშუალებები NovAge Men კანის მოვლისთვის. მთავრია — კანის სწორად გაწმენდა და პილინგი (ექსფოლიაცია). დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე ბალანს სახეზე. წვერი ხომ ხელს უწყობს სახეზე მტვერისა და სებუმის დაგროვებას, მაშინ, როდესაც ხშირი პარსვა კანის არასასურველ სტრესს იწვევს. ასევე ბალანმა სახეზე შეიძლება გავლენა მოახდინოს კანის სიმშრალესა და აქერცვლაზე. ამიტომ კანის კომპლექსური მოვლის პირველი ნაბიჯი არის —წმენდა. გამოიყენე კანის დასაბანი საშუალება და სკრაბი 2-1- ში NovAge Men. თუ ბალანი სახეზე 1-1,5სმ.-ზე ნაკლებია, მაშინ ყველაფერი მარტივია. ხოლო თუ თქვენ გინდათ უფრო ბრუტალური, ანუ უფრო მამაკაცური გარეგნობა გქონდეთ, და წვერს ატარებთ, თქვენ დაგჭირდებათ ორი-სამი დამატებითი წამი სახის დაბანისას. დიახ, წვერიც უნდა დაიბანოთ!
რაც შეეხება კანის მოვლასა და დატენიანებას თვალების გარშემო, თქვენ დაგჭირდებათ მატონიზირებელი გელი თვალის გარშემო კანისთვის, დამატენიანებელი ენერგო-შრატი და ანტიასაკობრივი დამატენიანებელი გელი-კრემი NovAge Men. პირველი მათგანი უნდა დაიტანოთ კანზე თვალების გარშემო ორბიტალური ძვლის მიმართულებით, მაგრამ არ შეეხოთ თვალის ლორწოვან არეს. ხოლო ორი შემდეგი პროდუქტი უნდა დაიტანოთ სახის და ყელის ზონაზე, წვერის ჩათვლით. შრატისა და გელის მსუბუქი სტრუქტურის წყალობით ისინი ერთ წამში შეიწოვება და არ ტოვებს მწებვარე შეგრძნებას კანზე ან თმაზე.
— «კომპლექსური მოვლა NOVAGE შედგება 6 სტანდარტული პროდუქტისგან. მამაკაცის სერია NOVAGE MEN კი — ოთხისგან. რატომ ასე?»
ოთხი ნაბიჯი თავდაჯერებულობისთვის, ორი წუთი — რა შეიძლება იყოს ამაზე მარყივი?