ზოგჯერ დილიდან გაიხედავ ფანჯარაში და ხვდები, რომ ვარცხნილობის გაკეთებას დღეს აზრი არ აქვს. უკვე ნახევარ საათში მისგან კვალიც კი არ დარჩება! წვიმა და ტენიანობა? ბაბუაწვერა თავზე! ქარი — კულულების დასასრული, სიცხე — სიმშრალე ნაცვლად ჯანსაღი ბზინვარებისა.
კმარა ამის მოთმენა! ახალი სერია HairX კლიმატის კონტროლის ეფექტით განკუთვნილია ჩვენი თმის სილამაზის და სიჯანსაღის დასაცავად ბუნების ახირებისგან.
რა არის შიგნით?
სერიის Weather Resist თითოეული საშუალება შექმნილია ინოვაციური ტექნოლოგიის Weather Shield-ის საფუძველზე. არსებითად, ეს არის მზისგან დამცავი ფილტრების და სპეციალური კომპონენტების კომბინაცია, რომლებიც თმას ანიჭებენ რეზისტენტობას (მდგრადობას) გარემოს ზემოქმედებისადმი.
UV-ფილტრები ხელს უწყობს თმის დაცვას ულტრაიისფერი სხივების მავნე ზემოქმედებისგან, მაშასადამე, ზედმეტი გამოშრობისგან, გახუნებისა და მტვრევადობისგან. სპეციალური ფორმულა ბლოკავს სინოტივეს შიგნით და აპკის მსგავსად ჩაბეჭდავს თითოეული თმის ღერის კუტიკულას, რითაც თმას თავიდან არიდებს აფუებას და აწეწვას. ამგვარად, მიიღება ანტიფრიზ-ეფექტი, მაღალი ტენიანობის პირობებშიც კი. სოიოს მარცვლებისა და ველური ზაფრანას თესლის ზეთისგან მიღებული ფიტონუტრიენტების კომპლექსი დამატებით კვებავს და შიგნიდან აღადგენს თმის კულულებს. შედეგი — გლუვი, მბზინვარე და ჯანსაღი თმა ნებისმიერ ამინდში.
მარტივია!
შეამოწმე საშუალებების მთელი ხაზი ერთბაშად, რათა დაინახო კომპლექსური ეფექტი: პროდუქტები ავსებენ და აძლიერებენ ერთმანეთის მოქმედებას. მხოლოდ სამი მარტივი ნაბიჯი და შენი თმა საიმედო დაცვის ქვეშ იქნება. შამპუნი ნაზად წმენდს და მოქმედებს, როგორც ანტისტატიკი, კონდიციონერი ინტენსიურად ასწორებს და იცავს თმას მზისგან UV-ფილტრების წყალობით, ხოლო კრემ-შრატი ანიჭებს თმას ბუნებრივ ბზინვარებას.