მამაკაცის ჯანსაღი ცხოვრების წესი - 5 ნაბიჯი

დღეს გესაუბრებით, თუ როგორ დავეხმაროთ მამაკაცებს აიმაღლონ ცნობიერება თავის მოვლის რუტინისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ და გამოიმუშაონ ახალი სასარგებლო ჩვევები.

ქალისა და მამაკაცის ფიზიოლოგიაში არსებული განსხვავებების მიუხედავად, მამაკაცი ასევე მგრძნობიარეა გარემოს უარყოფითი ზემოქმედებისას. მან შეიძლება განიცადოს ენერგიის ნაკლებობა ან იმუნიტეტის შემცირება. ცუდი ეკოლოგიური პირობები, დაუბალანსებელი დიეტა, კონსერვანტები, სტრესი ასევე ცვლის ბუნებრივ პროცესებს მამაკაცის ფიზიოლოგიაში.

სამწუხაროდ, მამაკაცების უმეტესობა ნაკლებად ზრუნავს საკუთარ ჯანმრთელობაზე. ისინი იშვიათად იტარებენ ანალიზებს, ხოლო მამაკაცების 90% საერთოდ არ მიდის ექიმთან, სანამ არ შეამჩნევენ, რომ დაავადება ცვლის მათ ცხოვრების წესს და ხელს უშლის ყოველდღიურ საქმიანობაში.

 



როგორ დავეხმაროთ მამაკაცს, რომ მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს?

 

ნაბიჯი 1: რას მოიცავს საჭმლის ულუფა?

დასაწყისისთვის შექმენით ჯანსაღი კვების საფუძველი - დაბალანსებული დიეტა, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მინერალებით, აუცილებელია ყველასთვის, სქესისა და ასაკის მიუხედავად.

თუ ეს შესაძლებელია, გაუზიარეთ მამაკაცს ინფორმაცია და მოიყვანეთ მაგალითები, თუ როგორ მოქმედებს გასტრონომიული ექსცესები ჯანმრთელობაზე, რა დატვირთვა აქვს საჭმლის მომნელებელ ორგანოებს და რატომ შეიძლება გამოიწვიოს პროგრესირებადმა ჭარბმა წონამ, სისხლძარღვებისა და გულის სერიოზული პრობლემები. თუმცა ეს ინფორმაცია იმ ფორმით უნდა მიაწოდოთ მამაკაცს, რომ ამან არ განაპირობოს მისი შეშინება და ნეგატიური რეაქციის წარმოშობა. მაგრამ მათი ინფორმირება იმის შესახებ, რომ, მაგალითად, შემწვარი და ცხიმოვანი ნივთიერებები ზიანს აყენებს ღვიძლს და მათი დაბალანსება საჭმლის ულუფაზე შესაძლებელია მინიმუმ ბევრი ბოსტნეულისა და მწვანილის დამატებით, ეს უკვე კარგი დასაწყისია.

 

შეცვალეთ ოჯახის კვების რაციონი პარალელურად, მაგრამ თანდათანობით. არასწორი კვების ჩვევები, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში იყო თქვენი ოჯახის ცხოვრების სტილის ნაწილი, რასაკვირველია მათი აღმოფხვრა არ არის მარტივი. თუმცა ახალი, გემრიელი და ჯანსაღი საკვების რეცეპტების დახმარებით ეს შესაძლებელი გახდება. შაბათ-კვირის განმავლობაში სასიამოვნო იქნება ოჯახის წევრებთან ერთად საჭმლის მომზადება, განსაკუთრებით კი თუ ოჯახში ბავშვები არიან. ამით ისინი ბავშვობიდანვე დაინტერესდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესით და ეს ყოველივე დროთა განმავლობაში იქცევა ოჯახის ახალ ტრადიციად. 

 

 

ნაბიჯი 2: დეფიციტის შევსება

რაც არ უნდა იყოს დაბალანსებული იყოს დიეტა, ხშირად შეუძლებელია საკვებიდან ყველა საჭირო ნივთიერების ათვისება. იმისათვის, რომ სხეულმა მიიღოს ვიტამინებისა და მინერალების დღიური ნორმა, ძალიან მნიშვნელოვანია დანამატების მიღება. მაგალითად, ,,WELLNESS PACK მამაკაცებისთვის'', რომელიც სპეციალურად შემუშავდა მამაკაცის სხეულის საჭიროებების გათვალისწინებით. ველნეს პეკის ერთი პაკეტი შეიცავს 12 ვიტამინს, 10 მინერალს, ომეგა -3 ცხიმოვან მჟავებს, ასტაქსანტინსა და მოცვის ექსტრაქტს. ასეთი კომპლექსი შესანიშნავი დამხმარე გახდება მამაკაცის სიცოცხლისუნარიანობისა და ჯანმრთელობის შენარჩუნებაში, ასევე მაღალი ტონუსისა და იმუნური სისტემის ფუნქციონირების შენარჩუნებაში. ერთი კოლოფი განკუთვნილია 3 კვირის გამოყენებისთვის.

 

 

ნაბიჯი 3: იმოძრავეთ

შემდეგი საკმაოდ მარტივი, მაგრამ ეფექტური რეკომენდაციაა, რომელიც დაეხმარება თქვენს მამაკაცს ჯანსაღი ცხოვრების წესთან მიახლოებაში. ამისთვის, თქვენ ერთად შეგიძლიათ საინტერესო აქტივობები გააკეთოთ. მაგალითად, ფილმის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ გასეირნოთ პარკში, ატაროთ ველოსიპედი ან როლიკები, ეს დამოკიდებულია სეზონზე. თქვენ შეგიძლიათ არა მხოლოდ შესანიშნავი დრო გაატაროთ, არამედ ერთად დაისახოთ ახალი მიზნები და ისწრაფოდ მათ მისაღწევად - მაგალითად, გააკეთოთ ჩელენჯი, რომ ერთ თვეში შეძლებთ 5 კმ-ის თავისუფლად სიარულს ან სირბილს. 

 

 

 

ნაბიჯი 4: დაიწყეთ საკუთარი თავით

თუ ქალი თავად არ ზრუნავს საკუთარ თავზე და ჯანმრთელობაზე, რთული იქნება მამაკისთვის ჯანსაღი ცხოვრების წესის არჩევა. იკვებეთ სწორად, ივარჯიშეთ რეგულარულად და გაუზიარეთ მამაკაცს თქვენი შეგრძნებები. მაგალითად, თუ რამდენაც ენერგიული გახდით სისტემატიური ვარჯიშისას. თქვენი ფიზიკური ფორმებისა და განწყობის ცვლილება ბიძგს მისცემს ასევე მამაკაცს, რომ მანაც მისდიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს და აქციოს ის ცხოვრების ახალ სტილად. 

 

ნაბიჯი 5: გაუკეთეთ მამაკაცს საჩუქარი

აჩუქეთ მამაკაცს შესაფერისი კანის მოვლის პროდუქტები და არ დაგავიწყდეთ აღნიშნოთ, თუ რამდენად ბედნიერი ხართ, როდესაც ის მას გამოიყენებს.

მამაკაცის სხეულს სჭირდება, როგორც ვიტამინებისა და მინერალების მიღება ორგანიზმის შიდა პროცესებისთვის, ასევე სრულყოფილი კანის გარეგანი მოვლა. მაგალითად, სერია NOVAGE MEN - თუ თქვენი მამაკაცი არ არის მიჩვეული კანის მოვლას, შეგიძლიათ დაიწყოთ გასაპარსი პროდუქტებით. დამცავი საპარსი გელი NovAge Men

აგრილებს კანს და უზრუნველყოფს კომფორტული პარსვის პროცესს გაღიზიანებისა და სიწითლის გარეშე. გაპარსვის შემდეგ წასასმელი დამამშვიდებელი კრემი-გელი გამოიეყენება გაპარსვის შემდგომ. პროდუქტში არსებული მაღალეფექტური მსუბუქი ფორმულა დამატენიანებელი კომპონენტებით, ყავის ხის Coffea Bengalensis მცენარეთა ღეროვანი უჯრედებით და მინერალებით, არბილებს და ღრმად ატენიანებს კანს, იცავს მას გაღიზიანებისაგან, ავსებს ენერგიით და აღადგენს.

 

კომპლექსური მოვლისთვის შესაძლებელია კომპლექსური ზრუნვის ნაკრების მამაკაცის კანისთვის NovAge Men დამატება: დასაბანი საშუალება და სკრაბი 2-1-ში, მატონიზირებელი გელი თვალის გარშემო კანისთვის, სახის დამატენიანებელი ენერგო-შრატი და ანტიასაკობრივი დამატენიანებელი გელი-კრემი. უსუნეთ პროდუქტების სასიამოვნო არომატს და გამოიყენეთ ისინი დილასა და საღამოს.

ამ ყველაფრით კი, მამაკაცი შექმნის სასიამოვნო თავის მოვლის დღის რუტინას!