ღამის ნიღბები უნდა დაიტანო მანამდე სანამ დაწვები და ჩამოიბანო დილით. მისი ფუნქციაა -კანის დატენიანება ძილის დროს. ნიღაბი ქმნის დამცავ ფენას შენი კანის ზედაპირზე, რის შედეგადაც აქტიური ნივთიერებები მუშაობენ უფრო ეფექტურად. შედეგად შენ და შენი სახე დილიდან ნორჩი იქნება.
ღამის კრემის ამოცანაა - დაატენიანოს და აღადგინოს კანი. მის ფუნქციებში არ შედის კანის დაცვა გარემოს ფაქტორებიდან. ამას აკეთებს დღის კრემი. თუ შენ ებრძვი დაბერების პირველ სიმპტომებს აირჩიე კრემები რომლებიც შეიცავს გლიკოლის მჟავას, მაგალითადTrue Perfection. გადაჭიმვის ეფექტისთვის გამოიყენე ღამის კრემი Ultimate Lift, იმისთვის რომ ნაოჭები აიცილო თავიდან გამოგადგება ნაოჭების საწინააღმდეგო კრემი Ecollagen.
"იმისათვის რომ დილით კანი იყოს დატენიანებული, მოიშორე მაკიაჟი და სახის კანზე წაისვი შრატი."
შრატები
«შრატები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, აუცილებელ მჟავებს და ვიტამინებს მაღალი კონცენტრაციით» - ხსნის კანის მოვლის ექსპერტი მელინა გალეადი. იმისათვის რომ დილით კანი კარგად დატენიანებული იყოს კარგად მოიშორე მაკიაჟი და დაიტანე სახის კანზე შრატი. უფრო მსუბუქი სტრუქტურის მეშვეობით შრატი მსუბუქად აღწევს კანში და მოქმედებს ღრმა ფენებზე.
სანამ შენ გძინავს, მიმდინარეობს კანის აღდგენის პროცესი. დილის განმავლობაში შეგიძლია გამოიყენო კრემი, რომელიც სწრაფად შეიწოვება, მაგრამ ღამისათვის უფრო მოგიხდება მკვებავი საშუალებები. ისეთ კრემებს მიაქციე ყურადღება, რომელიც ცხიმით მდიდარია მაგალითად მაკადამის და ნუშის ზეთით - ისინი არაჩვეულებრივად ებრძვიან ხელის სიმშრალეს ასევე კარგია გამოვიყენოთ სპეციალური ხელის კანის მოვლის ხელთათმანები რაც მეტად ეფექტური იქნება.
ფეხის ნიღბები
ფეხის ნიღბებში არის რაღაც სიბარიტული. გრძელი დღის შემდეგ , რომელიც გაატარეთ არც ისე მოხერხებულ საოფისე ფეხსაცმელში სასიამოვნოა ფეხი ჩაყო თბილ თეთრ სპეციალურ ფეხის ნასკებში! საუკეთესო შედეგისთვის დაიტანე ნიღაბი ფეხის ქუსლზე, რომელიც შეიცავს ზეთს ან ფუტკრის ცვილს.