როდესაც საიტზე კითხულობ, რომ პროდუქტის თვისებები დადასტურებულია «კლინიკური კვლევების შედეგების მიხედვით» - იცი რას ნიშნავს ეს?
კლინიკური ტესტები ტარდება ლაბორატორიულ პირობებში და ექსპერტთა მკაცრი კონტროლის ქვეშ. ზეზუსტი მოწყობილობის და ანალიტიკური მეთოდების საშუალებით ჩვენ ვადასტურებთ და ვზომავთ პროდუქტის კონკრეტულ თვისებებს, მაგალითად, რამდენი პროცენტით ამცირებს იგი ნაოჭებს ან აგრძელებს წამწამებს. ტესტირების ასეთი მეთოდი საშუალებას გვაძლევს მივიღოთ მაქსიმალურად საიმედო შედეგები და პროდუქტის ეფექტურობის ობიექტური მტკიცებულებები.
მაშინ რისთვის არის საჭირო სამომხმარებლო ტესტირება?
სამომხმარებლო ტესტირების მსვლელობისას, მოხალისეთა ფოკუს-ჯგუფი იყენებს ჩვენს პროდუქტებს პირდაპირ თავის სახლში და აფიქსირებს შეგრძნებებს. მონაწილეები ავსებენ კითხვარებს დროის განსაზღვრული ინტერვალების შემდეგ, მაგალითად, პროდუქტის პირდაპირ წასმის, რამდენიმე დღის ან ერთი კვირის შემდეგ. კვლევის ამ მეთოდს სრულიად განსხვავებული ღირებულება აქვს, ვიდრე კლინიკურს.
ტესტების შედეგების მიხედვით ჩვენ ვაუმჯობესებთ ფორმულებს, თუ ამის საჭიროება არსებობს, და ვატარებთ ფინალური ვარიანტის ტესტირებას ეფექტურობაზე, მაგალითად, ჩვენი კომპლექსური მოვლის საშუალებები NovAge მკაცრი კლინიკური კვლევების მთელ სერიას გადიან იმისათვის, რომ დადასტურდეს გაცხადებული ეფექტი და გარანტირებული იქნას შედეგი.
როდის ვატარებთ კვლევებს?
თუ საჭიროა კანის თვისებების უფრო ღრმა და საფუძვლიანი შესწავლა, აგრეთვე მისი მოთხოვნილებების და ფაქტორების შესწავლა, რომლებიც გავლენას ახდენენ მასზე, ჩვენ ვახორციელებთ კვლევითი პროექტების ორგანიზებას. ასე, მაგალითად, 2012 წელს ორიფლეიმმა დაიწყო ასაკობრივი ცვლილებების გარეგანი ნიშნების მასშტაბური კვლევა. ჩვენ შევისწავლეთ სხვადასხვა ქვეყნის, კულტურის, ეთნიკური და ასაკობრივი ჯგუფების ათასზე მეტი ქალის სახე და დავადგინეთ დაბერების 12 ნიშანი 23-დან, რომლებიც სხვებზე მეტად ახდენენ გავლენას ასაკის ვიზუალურ აღქმაზე. ამან საშუალება მოგვცა შეგვექმნა კომპლექსური გადაწყვეტილებები, რომლებიც ებრძვიან დაბერების ნიშნებს, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია შენთვის.