კანის მოვლის მრავალსაფეხურიანი აზიური სისტემა თანდათანობით მოდიდან გადადის. მინიმალიზმი და უახლეს სამეცნიერო კვლევებზე დაფუძნებული «ჭკვიანი»" პროდუქტები — სწორედ ეს არის ტრენდში. კოსმეტიკური საშუალებები NovAge შესანიშნავად ეწერება ამ ფილოსოფიაში. შენ არ დაგჭირდება აბაზანაში ნახევარი საათის გატარება. მხოლოდ ოთხი პროდუქტი, ორიოდე წუთი — და მაღალი სიზუსტის აქტიური ინგრედიენტები უკვე მუშაობენ შენი კანის სილამაზეზე.
რა არის კომპლექსური მოვლა?
კანის კომპლექსური მოვლა სინერგიის პრინციპზეა აგებული: თითოეული პროდუქტის ფორმულები ერთმანეთს ავსებს უფრო შესამჩნევი შედეგისთვის, ვიდრე ცალ-ცალკე. შენ შეგიძლია გამოიყენო მხოლოდ ზოგიერთი პროდუქტი, მაგრამ სწორედ სრული ნაკრები იძლევა მაქსიმალურ ეფექტს — დადასტურებულია კლინიკური კვლევებით!
რატომ არის ის უფრო ეფექტური, ვიდრე ცალკეული პროდუქტები?
კომპლექსური მოვლის არჩევით, შენ იღებ პროდუქტთა კომპლექტს, რომლებიც გარანტირებულად ავსებს ერთმანეთის მოქმედებას, შეიცავს აუცილებელი ნივთიერებების ოპტიმალურ დოზას და აკმაყოფილებს კანის ყველა საჭიროებას დღის განმავლობაში.
ეფექტური ფორმულების შექმნა დაშრევების შესაძლებლობით — ეს რთული და უაღრესად ზუსტი პროცესია. ერთია, როდესაც იყენებ უბრალო სახის დასაბან გელს და ძირითად, საბაზისო დამატენიანებელ კრემს. სრულიად სხვაა, როდესაც იღებ შენს თავზე რისკს წმენდა, შრატი, კრემი და სანსკრინი დამოუკიდებლად შეუთავსო რთულ აქტიურ ინგრედიენტებს.
არის თუ არა რუტინაში ყველა ნაბიჯი მნიშვნელოვანი?
სხვადასხვა პროდუქტები ყოველდღიური რუტინის შემადგენლობაში სხვადასხვა პრობლემას აგვარებს, მათი წასმის წესი მოფიქრებულია მაქსიმალური ეფექტისთვის. გელი-ტონიკი ასუფთავებს და ამზადებს კანს, თვალების გარშემო კრემი ზრუნავს ნაზ, დელიკატურ ზონაზე, შრატის მეშვეობით კანი გაჯერებულია აქტიური ინგრედიენტებით, დღის კრემი იცავს, ღამის — აღადგენს. როდესაც ვამტკიცებთ, რომ ჩვენი კომპლექსური მოვლა 49%-ით ამცირებს ნაოჭებს ან 70%-ით ზრდის კანის სიმკვრივეს, ჩვენ ვეყრდნობით სრულფასოვანი ნაკრების მონაწილეობით ჩატარებული კლინიკური კვლევების შედეგებს.
რატომ არის უკეთესი სხვადასხვა კრემების გამოყენება დილას და საღამოს?
ჩვენი კანი ბუნებრივ ციკლთან ჰარმონიაში ცხოვრობს და პროდუქტები, რომელსაც დღე-ღამის სხვადასხვა დროს ვიყენებთ, უნდა შეესაბამებოდეს მის მოთხოვნილებებს. დღისით მიმდინარეობს ბრძოლა გარემოს აგრესიული ზემოქმედების წინააღმდეგ, ხოლო ღამით — აღდგენა ხდება. მაგალითად, დღის კრემი იცავს კანს მზის სხივებისგან SPF ფაქტორის წყალობით, ხოლო ღამის კრემი ინტენსიურად კვებავს კანს უფრო გაჯერებული ტექსტურის მეშვეობით.
კანის მოვლის ინოვაციური საშუალებების სერია NovAg
კანის დაბარების კვლევის ინოვაციური აღმოჩენა, ჩატარებული ორიფლეიმის მეცნიერების მიერ 1000 ქალის მონაწილეობით მთელს მსოფლიოში. 5 დან 4 ქალი თავიან ასაკთან შეუსაბამოდ გამოიყურება. ეს უნიკალური აღმოჩენა ჩვენს მიერ კანის დაბერების პროცესისადმი მიძღვნილი AgeReflect™ ფართო კვლევის შედეგია. კვლევის დროს კანის დაბერების ბევრი ფაქტორი იქნა გაანალიზებული. გამოიკვეთა ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორები, რის გამოც ქალბატონები თავიანთ ასაკთან შედარებით უფრო ხანდაზმულად გამოიყურებიან.
ჩვენ ვამაყობთ პრემიალური კომპლექსური სახის მოვლის საშუალებებით და ვთვლით, რომ დღეს ისინი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებებია ბაზარზე.