აამაღლე ცნობიერება
ყველაზე დატვირთული დღის განმავლობაშიც გამონახე თუნდაც რამდენიმე წუთი იმისთვის, რომ შეანელო ტემპი და შეიგრძნო მომენტი. თუ საუზმობ, დატკბი შენი საყვარელი კერძის თითოეული ნიუანსით. რას ხედავ გარშემო? იქნებ გესმის ფრინველთა გალობა ან ხეების შრიალი ფანჯრის მიღმა? ფოკუსირება მოახდინე გარე სამყაროს სილამაზეზე და არა საკუთარ განცდებზე – სწორედ ეს არის საგანგებო გადატვირთვის საიდუმლო.
ნუ ჩქარობ დილაობით
«კიდევ ხუთი წუთი!», – შენ ისევ და ისევ გადაგყავს მაღვიძარა, შემდეგ ფეხზე წამოხტები და იწყებ ოთახებში სირბილს სუფთა ტანსაცმლის, საჭმლის და გასაღების ძიებაში. შექმენი განწყობა! ადექი ცოტა ადრე, მოამზადე ლამაზი საუზმე, მოუარე სახის კანს, აირჩიე, თუ როგორ გინდა გამოიყურებოდე დღეს: დაიწყე დღე გამოზომილ, აუჩქარებელ ტემპში და შეძლებ საღამომდე შეინარჩუნო სიმშვიდე.
შეიყვარე წყალი
ძალიან მარტივად და მოსაწყენად ჟღერს, მაგრამ საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა – ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ხერხი იმისათვის, რომ აღივსო ენერგიით, ახალი შემართებით და გაზარდო ცხოვრების ხარისხი. თუ დიდი ხანია გსურს ცხოვრების ჯანსაღ წესზე გადასვლა, დაიწყე წყლით. დალიე ერთი-ორი ჭიქა წყალი დილით უზმოზე, როდესაც გაუწყლოებული ხარ ხანგრძლივი ძილის შემდეგ, და თან ატარე წყლით სავსე პატარა ბოთლი.
სცადე ახალი
როდესაც ცხოვრებაში ზედმეტად ბევრი «საჭიროა» და თითქმის არ რჩება ადგილი შენი საკუთარი «მინდასთვის», ძალიან ადვილია მოტივაციის დაკარგვა და აპათიაში ჩაძირვა. გადაწყვიტე შენი ოცნების ჰობით დაკავდე, მაშინაც კი, თუ ის უსარგებლოდ ან უცნაურდ გეჩვენება. შეიტანე იგი განრიგში სამუშაო ამოცანებთან ერთად – და იმოქმედე.
ისწავლე თქვა «არა»
ცხელი აბაზანა, შოკოლადი და საყვარელი სერიალი – ყველაფერი მზად არის მოშვებული, მოდუნებული საღამოსთვის მძიმე სამუშაო კვირის შემდეგ. ძალიან დაღლილი ხარ იმისათვის, რომ სახლიდან გახვიდე, მაგრამ მეგობარი გოგონა, თითქოს ჯინაზე, მაინცდამაინც ახლა გეპატიჟება არაჩვეულებრივ წვეულებაზე, დედა კი აგარაკზე დახმარებას გთხოვს. არ დანებდე! მიეცი საკუთარ თავს დასვენების ნება და არ დათანხმდე თავაზიანობის ან მოვალეობის გრძნობის გამო: შენ თავად უნდა მოიკრიბო ძალ-ღონე, რათა აჩუქო კარგი განწყობა სხვებს.