დაიმუხტე ენერგიით: სამი სასარგებლო შეიკი

უგემრიელესი შეიკის მოსამზადებლად სულაც არ დაგჭირდება დიდი დრო. გთავაზობთ, ჩვენს საყვარელ სამ რეცეპტს, რომლებიც შეგმატებთ ენერგიას და კარგ განწყობას მთელი დღის მანძილზე.

1. ხილის სიამოვნება 
ერთი ულუფა:
1 სარწყავი კოვზი კოქტეილი Natural Balance Shake მარწყვის არომატით
150 მლ. რძე (უცხიმო, მაგალითად, ბრინჯის ან შვრიის)
1 ჩ/კ თესლი (მაგალითად, მზესუმზირის თესლი)
2-4 ახალი კენკრა, ჟოლო ან მარწყვი

კენკრის გარდა ბლენდერში აურიეთ ყველა ინგრედიენტი და მივირთვად ცივი სახით, ზევიდან მოვრთოდ მარწყვით ან კენკრით.

2. შოკოლადის და ბანანის ცდუნება 
ერთი ულუფა:
1 ს.კოვზი კოქტეილი Natural Balance Shake შოკოლადის არომატით
150 მლ. რძე (უცხიმო ან ბოსტნეულის, მაგალითად, ბრინჯის ან შვრიის)
½ ბანანი
3ც. თხილი ან რამდენიმე კაკალი
პიტნის ფოთლები და დაჭრილი მარწყვი მოსართველად.

პიტნის და მარწყვის გარდა, ყველა ინგრედიენტი დავაბლენდეროთ. მივირთვათ ცივი და მოვრთოთ მარწყვით, პიტნის ფოთლებით ან ნებისმიერი ხილით სურვილისამებრ.

3. ფორთოხლის ქარიშხალი
ერთი ულუფა:
1 ს. კოვზი კოქტეილი Natural Balance Shake ვანილის არომატით
100 მლ. ახლად გამოწურული ფორთოხლის წვენი
50 მლ. სტაფილოს წვენი

დავაბლენდეროთ ყველა ინგრედიენტი. მივირთვათ ცივი და მოვრთოთ ფორთოხლის ლებნებით.






ტექსტი: