ნებისმიერ ადგილას გასაკეთებელი სამი მარტივი ვარჯიში

იანვრის შემდეგ ნახევარ წელიწადზე მეტი დრო გავიდა. ხელსაყრელი დროა საახალწლო დაპირებების შესასრულებლად! ჩვენ მოგიმზადეთ ბედნიერი ცხოვრების მოკლე კურსი: სამი მარტივი და ეფექტური ვარჯიში სახლში, აგარაკზე ან სასტუმროში გასაკეთებლად .

1. გახდი უფრო ძლიერი
დაიწყე მოკლე ვარჯიშით 5-15 წუთის განმავლობაში კვირაში 2-3-ჯერ (45 წუთი შვიდ დღეში — სავსებით შესრულებადია). ერთმანეთს შეუთავსე კარდიოდატვირთვები და ძალისმიერი ვარჯიშები. იხტუნავე, ჩაჯდომისას გააკეთე დაყრდნობა, ასწიე მუხლები და რიგრიგობით მიიზიდე გულმკერდთან, გააკეთე აზიდვები. არ დაგავიწყდეს სწორად სუნთქვა. 

2. იარე ფეხით
ყოველთვის აირჩიე კიბეები, ისეირნე სადილის შემდეგ, საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან ჩამოდი სახლამდე ან სამსახურამდე ორიოდე გაჩერებით ადრე, საყიდლებზე ველოსიპედით გაემგზავრე (დაგჭირდება მაგარი კალათა და ჩაფხუტი). ყოველდღიურად მცირეოდენი ძალისხმევით და ძალდატანებით ხელს შეუწყობ გულ-სისხლძარღვთა სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებას და გამართულ მუშაობას. მაგალითად, დღეში 8 კიბის უჯრედზე ფეხით ასვლა-ჩამოსვლა 33%-ით ამცირებს ადრეული სიკვდილის რისკს.

3. გადააქციე სპორტი თამაშად 
მოაწყვე მისაღებ ოთახში საცეკვაო წვეულებები ერთისთვის, ითამაშე ფეხბურთი მეგობრებთან ერთად, ირბინე ძაღლთან ერთად, სანამ ის არ დაიღლება, იარე ექსკურსიებზე, ისეირნე ქალაქში, შეისწავლე პარკები. ყველა ეს ვარჯიში უფასოა და არ მოითხოვს განსაკუთრებულ ცოდნას ან აღჭურვილობას. ისინი ხელს უწყობს ამტანიანობის ზრდას, აუმჯობესებს იმუნური სისტემის მუშაობას და ზემოქმედებს წონის შემცირებაზე, აგრეთვე, ასტიმულირებს სეროტონინის გამომუშავებას.  ლამაზი სხეულის და ჯანსაღი აღნაგობის გარდა, შენ შეიძენ შესანიშნავ განწყობას, ღრმა და მშვიდ ძილს და იგრძნობ ენერგიის მოზღვავებას.  

ტექსტი: