არომატები: მეგზური ახალბედებისთვის

როდესაც სპეციალისტები საუბრობენ არომატებზე, ბევრი რამ ჩვენთვის ცოტა არ იყოს გაუგებარია. იმისთვის , რომ შეიტყო რა განსხვავებაა პარფიუმერულ და ტუალეტის წყალს შორის, ჩვენ ამაში დაგეხმარებით.

არომეტების ტიპი

ოდეკოლონი (ფარნგულიდან Eau de Cologne): ყველაზე მსუბუქი არომატი, რომელიც შეიცავს სამ პროცენტამდე არომატულ კომპოზიციას. იდეალურია ზაფხულის ცხელი დღეებისთვის.

ტუალეტის წყალი (Eau de Toilette): შეიცავს 3-დან 8 პროცენტამდე არომატულ კომპოზიციას. იდეალურია გაზაფხულის თბილი დღეებისთვის ან ზაფხულისთვის. ინარჩუნებს მდგრადობას დიდი ხნით.

პარფიუმერული წყალი (Eau de Parfum): ამ არომატებში შეიმჩნევა განსხვავება ზედა, საშუალო და მთავარი ნოტებს შორის. პარფიუმერული წყალი შეგიძლიათ შეიპკუროთ ტანსაცმელზე და თმაზე. ( გაუფრთხილდით ტანსაცმლის დელიკატურ ფაქტურას) და წარმოადგენს სუნამოების ნაკლებად ინტენსიურ ვერსიას. 

სუნამო (Parfum):  სუნამოში არომატიზირებული კომპოზიციის კონცენტრაცია უდრო მაღალია. ზედა, საშუალო და მთავარი ნოტები იხსნება ნელ-ნელა, რის შედეგაც არომატი იცვლება დღის განმავლობაში. რადგან სუნამო ყველაზე მძაფრია არომატებს შორის, მას ოპკურებენ პულსაციის ადგილებზე  - იქ სადაც კანი მუმივ მოძრაობაშია.


"ეს თბილი ნოტები ბევრი ლეგენდარული არომატების რიცხვში შედის."


არომატების სტრუქტურა

აკორდი: სუნი, რომელიც შედგება რამდენიმე არომატიზირებული ნოტის ან ინგრედიენტისგან, გარკვეული არომატის შექმნის მიზნით. 

ზედა ნოტები: მათზეა დამოკიდებულია ჩვენი პირველი წარმოდგენა სუნამოზე. ძირითადად ეს  მკვეთრი სუნია, რომელიც თანდათან კარგავს სიმძაფრეს. 

შუა ან გულის ნოტები: წარმოდგენილია ყვავილოვანი ან ბალახის არომატებით, მაგალითად ვარდი ან შროშანი და უჭირავს შუა ადგილი ნოტებს შორის.

ძირითადი ნოტები: ასე ეწოდებათ არომატის შემადგენლობაში ყველაზე მძიმე ნოტებს. ძირითადი და საშუალო ნოტები ქმნის არომატის ტიპს, რომელის შეგრძნებაც შენ შეგიძლია 30 წუთის შემდეგ მისი გამოყენებიდან. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ძირითადი ნოტებია მუშკის.


 

არომატების ოჯახი

ყვავილოვანი: ყვავილოვანი ბუკეტის არომატების. შემადგენლობაში ხშირად გამოიყენება პიონები, ფრეზია, ფლენდორაჟი და სხვა.  ასევე შეიძლება იყოს წარმოდგენილი მხოლოდ ერთი ყვავილით, მაგალითად ვარდით.

ჩვენ გირჩევთ:
ტუალეტის წყალი My Naked Truth

ხილის: ჟოლო, ვაშლი, გრეიფრუტი და ლიმონი - ხილის არომატები როგორც წესი ქალური და ხალისიანია.

ჩვენ გირჩევთ:
ტუალეტის წყალი Pretty Swan 

აღმოსავლური:  ქარვა -  აღმოსავლური არომატების ქვაკუთხედი. ეს თბილი და ტკბილის ნოტი ბევრი ცნობილი და ლეგენდარული არომატების რიცხვში შედის. ასევე აღმოსავლურ არომატებში ხშირად ჭარბობს ვანილი და  ტონკას მარცვალი.

ჩვენ გირჩევთ:
პარფიუმერული წყალი Amber Elixir

ხის და ცხარე აღმოსავლური არომატები: გაჯერებული თამბაქოს, სანდალოზის, კედარის და ჯანჯაფილის ნოტებით, რომელთა შორის ხშირად გვხვდება პაჩულის  პიკანტური ნოტები.

ჩვენ გირჩევთ:
პარფიუმერული წყალი So Fever Her

ტექსტი: ფოტო: Oriflame