ბალანსი თუ კონტროლი?
რა არის ჯანსაღი ცხოვრების წესი? ეს არის ჯანსაღი კვების, მოძრაობის, დასვენების და ურთიერთობის ყოველდღიური ბალანსი. ჩვენ ტყუილად არ დაგვიყენებია კვება პირველ ადგილზე, ეს ხომ ყველაფრის საფუძველია. ის, თუ როგორ და რას ვჭამთ, ფაქტიურად ყველაფერზე აისახება.
ბალანსის დაცვას ყველაფერი უშლის ხელს: ცხოვრების რიტმისა და განწყობიდან სეზონების შეცვლამდე. თუ გიცდია სწორად კვება, მაშინ დაადასტურებ: ყველაფრის მუდმივად გაკონტროლება შეუძლებელია. ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე — სწორედ ამის გამოა ის მშვენიერი. დღეს არაფერს ჭამ სალათის გარდა, ხვალ კი ბურგერი მოგინდება. ეს სურვილები — არაპროგნოზირებადობის ისეთივე ფაქტორებია, როგორც გაგრძელებული შეხვედრა საქმიან პარტნიორებთან, რის გამოც სადილის გამოტოვება გიწევს. მაგრამ, ვერც იმას შეედავები, რომ ჯანმრთელად და სიცოცხლით სავსე ყოველდღე გსურს იყო.
მოდი, მსხვერპლის გარეშე
ჯანმრთელობის საფუძვლის — სასარგებლო ჩვევები, მათ შორის, სწორი კვების ჩვევა - ფორმირება შესაძლებელია Wellnes-აბგ კომპლექსური მიდგომი მეშვეობით. ამ მიდგომით აღარ მოგიწევს ნერვიულობა იმაზე, რომ სადილს ვერ მიუსწარი, ან რომ ოფისში ხანგრძლივი დღის შემდეგ ჯანსაღი კვების მაღაზიაში შერბენის დრო არ გქონდა და ჯანსაღი ცხოვრების შესახებ საკუთარი ისტორიის დაწერა მსხვერპლის გარეშეც შეიძლება.
აირჩიე WELLNESS-აბგ
როგორ შევუთავსოთ ერთმანეთს ზრუნვა ჯანმრთელობის შესახებ და ბუნებრივი ლტოლვა წარმატებისკენ? აირჩიე კომპლექსური მიდგომა Wellness-აბგ. ეს მიდგომა მოიცავს ყველა საჭირო საკვებ ნივთიერებას საჭირო ოდენობით, იმისათვის, რომ თანამედროვე ადამიანის სრულფასოვანი ცხივრებით ვიცხოვროთ.
მიჰყევი ჯანმრთელობის ანბანს
მოდი გავერკვეთ, რისგან შედგება მიდგომა Wellness-აბგ.
А — ყოველდღიური რაციონის აქტიური კორექტირება და გამდიდრება ვიტამინების, მინერალების და პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების, ომეგა-3-ის დახმარებით. ეს არის საფუძველი, ის, რაც აუცილებელია ყოველდღე, რათა შევავსოთ შესაძლო ცდომილებები დიეტაში და დამოკიდებულები არ ვიყოთ დღის განაწესზე. Wellness-აბგ ამ ნაწილზე პასუხს აგებენ ვიტამინების კომპლექსები Wellness Pack ქალებისთვის და კაცებისთვის.
ბ — ბარიერი თავისუფალი რადიკალებისთვის და გარემოს სხვა ნეგატიური ფაქტორებისთვის. მაშინ, როდესაც ანტიოქსიდანტები, ასტაქსანტინი და მოცვის ექსტრაქტი ჩვენს უჯრედებს იცავენ, პროტეინები, გემრიელი და იოლად ათვისებადი კოქტეილების ფორმით, ორგანიზმს ეხმარებიან ახალი უჯრედების წარმოქმნაში და ჯანმრთელობისა და სიძლიერის შენარჩუნებაში.
გ — ორგანიზმის ინდივიდუალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება დამატებითი ინგრედიენტების ხარჯზე. ყოველი ადამიანი უნიკალურია, ყველა ასაკს აქვს თავისი განსაკუთრებული თვისებები. სხვადასხვა რეგიონებში სასმელი წყლის შემადგენლობაში განსხვავებებმაც კი შეიძლება გავლენა მოახდინოს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იმისათვის, რომ ორგანიზმს დავეხმაროთ ამ ფაქტორებთან გამკლავებაში, ა და ბ ძირითადი შემადგენლების გარდა აუცილებელია დამატებითი ზომების მიღებაც. მაგალითად, თუ ბევრს ვარჯიშობ, პროტეინების დამატებითი რაოდენობა გჭირდება. ან, თუ საქმიანი შეხვედრების დაძაბული გრაფიკი გაქვს და სრუფასოვანი და სწრაფი სადილისთვის მარტივ და ეფექტურ გადაწყვეტას ეძებ.
ამ ანბანის ათვისებისთანავე, ადვილად და სიამოვნებით შეძლებ შენი საკუთარი ჯანსაღი ცხოვრების წესის ისტორიის დაწერას.