ერთიანი ძალისხმევა
იმისათვის, რომ ახალი ცხოვრება დავიწყოთ — ხომ სწორედ ეგ არის — მნიშველოვანია შესაფერისი ამხანაგური წრე მოვნახოთ. ისინი, ვინც გამოგიწვევენ, გაგამხნევებენ ან ისინი, ვისაც ასევე სჭირდება მოტივაცია. ერთად უფრო ადვილია (და უფრო სახალისოც!).
მოძებნე პარტნიორი ვარჯიშებისთვის
უამრავი პლიუსია ერთობლივ ვარჯიშებში. ამოტომ ისეთი პარტნიორის მოძებნა, რომელიც თქვენთან ერთად გაირბენს 5 კმ., შეინარჩუნებს ბალანსს სარვანგასანში ან ივლის კროსფიტზე — ნომერი ერთი ამოცანაა. თქვენი სპორტული "ბრო" უნდა იყოს თქვენზე უკეთესი და დაჟინების დიდი მარაგი ქონდეს. ერთი სიტყვით თქვენი უკეთესი ვერსია უნდა იყოს. და სწორედ ის გამოგაგდებათ თქვენ კომფორტის ზონიდან. ხოლო, თუ თქვენ არ აცდენთ სპორტულ ვარჯიშებს, მაგრამ მოგწყინდათ, მონახეთ ადამიანი, რომელსაც უჭირს მოტივაცია. გახდით მისთვის მენტორიც და მწვთნელიც. მრავალი საათი ვარჯიში და წარმატებული შედეგებით მონიჭებული სიხარული.
სად მონახოთ პარტნიორი ვარჯიშებისთვის? შეეკითხეთ მეგობრებსა და ნაცნობებს, ნათესავებსა და კოლეგებს. ბოლოს და ბოლოს გამოელაპარაკეთ ადამიანებს, რომლებიც დადიან თქვენთან ერთად ერთ ვარჯიშზე (იქნებ ისინიც ეძებენ იგივეს?). დაწერეთ პოსტი სოციალურ ქსელებში იმის შესახებ, რომ ეძებთ ამხანაგებს ვარჯიშებისთვის და დაელოდეთ კომენტარებს.
დაისახეთ გეგმა და მიზნები
თქვენ მოილაპარაკეთ ერთად იაროთ ვარჯიშებზე — გილოცავთ! სწორედ ის დროა, რომ დაისახოთ ვარჯიშების გეგმა, დანიშნოთ დრო და დღეები.
1. მოიფიქრეთ საერთო და ინდივიდუალური მიზნები და დაისახეთ მათი აღსრულების ვადები. ეს მართლაც მკაცრი მიზნები უნდა იყოს, რომლის მიღწევა საკამოდ რთული, მაგრამ საინტერესო იქნება. შეეჯიბრეთ ერთმანეთს ან თქვენს თავს, დაეხმარეთ ერთმანეთს არ ჩაშალოთ ვარჯიშები და ზედმეტი არ აიღოთ თქვენს თავზე.
2. აბონიმენტი ინდივიდუალურ ვარჯიშებზე თითოეულისთვის საკამაოდ ძვირია, მაგრამ თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოელაპარაკოთ მწვრთნელს და სამივემ ერთად ივარჯიშოთ, რისთვისაც ღირებულება სამმა უნდა გაიყოთ.
3. ოცნების შოპინგი, არაჩვეულებრივი მოგზაურობა ევროპაში უქმე დღეებში ან მნიშვნელოვანი მოვლენა — მოიფიქრეთ ოცნება, რომლის გამოც ნამდვილად გინდათ იმუშაოთ მთელი ძალისხმევით. აღნიშნეთ წარმატებული შედეგები, გაარჩიეთ წარუმატებლობები და არ დანებდეთ. ყველაფერი გამოგივათ!