ახალგაზრდობის ვიტამინი
შენი დაბერების საწინააღმდეგო საშუალების შეფუთვაზე ვიტამინი A აღნიშნულია როგორც «რეტინოლი». ეს ძლიერი ანტიოქსიდანტია და მნიშვნელოვანი სტრუქტურული კომპონენტია მემბრანის უჯრედებში, რომელიც პასუხს აგებს უჯრედების ახალგაზრდობაზე, იცავს რა მათ თავისუფალი რადიკალების ზემოქმედებისაგან. ვიტამინ A-ს ზემოქმედების ეფექტი სახეზეა და გამოვლინდება იმაში, რომ შენი კანი ხდება რბილი და ხავერდოვანი, მაგრამ თუ შენი კანი მიდრეკილია გაღიზიანებისაკენ, მაშინ იმ საშუალებებით სარგებლობა, რომელიც რეტინოლს შეიცავს საფრთხილოა.
პროდუქტი, რომელიც შეიცავს A ვიტამინს: დღის ანტიასაკობრივი კრემი Love Nature
ვიტამინი კანის ბზინვარებისთვის
ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა) – ძლიერი ანტიოქსიდანტი, რომელიც იცავს კანს თავისუფალი რადიკალების მავნე ზემოქმედებისგან, რომელიც გამოწვეულია გარემო პირობების დაბინძურებით და მზის გამოსხივებით. ყველაფერ ამას აკეთებს ვიტამინი C მნიშვნელოვანი ელემენტი ანტიასაკობრივი მოვლის საშუალებებში, რადგან იგი ასტიმულირებს კოლაგენის გამომუშავებას და ხელს უწყობს ქსოვილების რეგენერაციას. ასევე ვიტამინი C ახშობს ტიროსინაზის გამომუშავებას -ფერმენტისა, რომელსაც შეიცავს უჯრედები და ხელს უწყობს მელანინის დონის ამაღლებას –ამიტომ იგი ასევე ეფექტურია, როგორც გამათეთრებელი საშუალების ინგრედიენტი და ჰიპერპიგმენტაციასთან ბრძოლის საშუალება. არც ისე ცუდი სიაა მხოლოდ ერთი ვიტამინისთვის!
პროდუქტი, რომელიც C ვიტამინს შეიცავს: ღამის აღმდგენი შრატი სახისთვის Time Reversing
აღმდგენი ვიტამინი
ვიტამინი E (ტოკოფეროლი) – ანტიოქსიდანტი, რომელიც ამცირებს კანის დაზიანების რისკს თავისუფალი რადიკალებისაგან. ისინი წარმოიქმნება მზის გამოსხივების ზემოქმედებისაგან. ეს ხდება ულტრაიისფერი სხივების ენერგიის შთანთქმის და ნეგატიური ეფექტის ნეიტრალიზაციის შედეგად რასაც მივყავართ ნაოჭების წარმოქმნამდე. ანტიასაკობრივი თვისებების გარდა, ვიტამინი E აძლიერებს ბუნებრივი ტენის შემანარჩუნებელ ბარიერს კანის უჯრედებში, ასევე ანთების საწინააღმდეგო თვისებების მქონეა, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიყენოთ იგი დამწვრობის და შრამების მოსაშორებლად.
პროდუქტი, რომელიც E ვიტამინს შეიცავს: სპეციალური დამარბილებელი საშუალება Tender Care
სიწითლის საწინააღმდეგო ვიტამინი
ვიტამინი B3 (ნიაცინი ან ნიაცინამიდი) ასტიმულირებს კერამიდების სინთეზს, რომელიც უჯრედშორისი შემაერთებელი ელემენტის ფუნქციას ასრულებს კანის ზედა ფენების უჯრედისთვის. შედეგად კანის დამცავი ფუნქცია მატულობს, აუცილებელ ტენიანობას ეფექტურად ინარჩუნებს, ხოლო მავნე ნივთიერებები უკეთესად გამოიდევნება გარეთ. ეს ყველაფერი ეხმარება კანს დარჩეს ახალგაზრდა. ამის გარდა ვიტამინი B3 ანთების საწინააღმდეგო თვისებების მატარებელია, ამიტომ აკნეს მკურნალობისას გამოიყენება. ვინაიდან ვიტამინი B გახლავთ უჯრედული მემბრანის სტრუქტურული ელემენი ის ეფექტურია სიწითლის მკურნალობისას, რომელიც გამონაყარსა და ანთების შემდეგ რჩება.
პროდუქტი, რომელიც B ვიტამინს შეიცავს: დღის დამატენიანებელი კრემი Essentials