მოდი, დავიწყოთ იმით, რისი გაკეთებაც ნამდვილად ღირს.
ღირს: გონივრულად აირჩიო კვების შემცვლელი
ყველა საკვების შემცვლელი არ არის ერთნაირი. ხარისხიანი პროდუქტი შეზღუდული რაოდენობის კალორიებით უნდა შეიცავდეს საკმარის საკვებ ნივთიერებებს იმისათვის, რომ დანაყრდე და დარჩე ენერგიული მთელი დღის განმავლობაში. მოერიდე საკვების შემცვლელებს ცილების და საკვები ბოჭკოების დაბალი შემცველობით და შაქრის მაღალი დონით. ჩვენი საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის არ შეიცავს ხელოვნურ საღებავებს, არომატიზატორებს, კონსერვანტებს, გენმოდიფიცირებულ ორგანიზმებს და გლუტენს. გარდა ამისა, ის შეიცავს მხოლოდ ბუნებრივ მცენარეულ ინგრედიენტებს, მათ შორის ბუნებრივ დამატკბობელს სტევიას, და სოიოს რძესთან შერევისას, შესაფერისია ვეგანებისთვის (ვაშა!). კოქტეილი შემუშავებულია დიეტოლოგების მიერ შვედეთში, ევროკავშირის უსაფრთხოების მკაცრი სტანდარტების შესაბამისად, ამიტომ შეგიძლია დარწმუნებული იყო მის ხარისხში. ფორმულა ასევე გამდიდრებულია 23 ვიტამინითა და მინერალებით, ჯანსაღი ცხიმებითა და ცილებით (20 გ-ზე მეტი თითო პორციაზე) კუნთოვანი მასის შესანარჩუნებლად და მრავალი ორგანოსა და სისტემის ფუნქციონირებისთვის. ზოგადად, ეს არის გემრიელი და მოსახერხებელი გზა ნებისმიერი კვების ჩასანაცვლებლად, რომელიც დაბალანსებულ კვებასთან და ფიზიკურ აქტიურობასთან ერთად, დაგეხმარება წონის დაკლების მიზნის მიღწევაში და შედეგის შენარჩუნებაში.
ღირს: კვებო საკუთარი ორგანიზმი მთელი დღის განმავლობაში
იმისდა მიხედვით, გსურს წონაში დაკლება თუ წონის შენარჩუნება, საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის Oriflame-სგან შეიძლება გამოყენებულ იქნას 1 ან 2 ძირითადი კვების ჩასანაცვლებლად. ოპტიმალური შედეგის მისაღწევად, დარწმუნდი, რომ შენი რაციონი შეზღუდულია მოხმარებული კალორიების რაოდენობით, მაგრამ შეიცავს საკმარის საკვებ ნივთიერებებს მაძღრობის და ენერგიულობის შესანარჩუნებლად. კვლავ გაწუხებს შიმშილის გრძნობა? ნუ იტყვი უარს კვებზე, თუ ის ჯდება კალორიების დღიურ ნორმაში. ჩართე შენს რაციონში ცილებითა და საკვები ბოჭკოებით მდიდარი წახემსებები: ხილი, იოგურტები, ბოსტნეულის ჩხირები ჰუმუსით, ან Natural Balance კოქტეილები, რათა თავი დაიზღვიო რაიმე ტკბილისკენ და არც ისე ჯანსაღისკენ ლტოლვისგან.
ღირს: დალიო საკმარისი წყალი
ჟურნალში Obesity-ში გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, ეს მარტივი მოქმედება დაგეხმარება წონის დაკლებაში, საჭმლის მონელების და ზოგადი კეთილდღეობის გაუმჯობესებაში. ყოველთვის ხელთ გქონდეს ერთი ბოთლი წყალი და შენი სხეული მადლობას გადაგიხდის!
ახლა ვისაუბროთ იმის შესახებ, თუ რა არ უნდა გააკეთო.
არ შეიძლება: თავი დაიტანჯო არარეალური მოლოდინებით
ადვილი დასაჯერებელია მოდური დიეტების ხმამაღალი დაპირებები სწრაფი წონის დაკლების შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ზედმეტად კარგად ჟღერს იმისთვის, რომ სიმართლე იყოს (რადგან, ალბათ, ისინი არ შეიცავს სიმართლეს). წონის დაკლების წარმატებული გეგმა არის ის, რომელიც შეგიძლია დაიცვა დიდი ხნის განმავლობაში. ის აუცილებლად მოიცავს კონკრეტული და რეალისტური მიზნების განსაზღვრას, რომლებიც მოტივაციას შეგინარჩუნებს. პროდუქტების არჩევანის ზედმეტად შეზღუდვა ან სოციალური ღონისძიებების თავიდან აცილება, რათა არ დაარღვიო დიეტა - ასეთი ქმედებები ხშირად პროვოცირებს ჩაშლას და მომავალში სწორი კვების რეჟიმის დაცვაზე უარს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წონის დაკლების პროცესი არის მარათონი და არა სპრინტი. საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის Oriflame-სგან მარტივი ჩასაწერია ჩვეული ცხოვრების წესში და მისი მეშვეობით შეგიძლია თვალი ადევნო მოხმარებული კალორიების რაოდენობას, რათა მიაღწიო საკუთარ მიზნებს წონის შესამცირებლად ან შესანარჩუნებლად.
არ შეიძლება: გამოიყენო მსგავსი პროდუქტი ყოველი კვების ნაცვლად
მიუხედავად იმისა, რომ საკვები კოქტეილი წონის კონტროლისთვის Oriflame-სგან წარმოდგენილია ორი მადისაღმძვრელი ვარიაციის სახით (ვანილი და შოკოლადი) და მდიდარია საკვები ნივთიერებებით, რათა კვებოს შენი ორგანიზმი დაძაბული ცხოვრების ტემპით, ჩვენ არ გირჩევთ თთოეული კვების შეცვლას ამ პროდუქტით. ამ მიდგომით, პროდუქტი შეიძლება მოგბეზრდეს ან დაარღვიოს შენი გეგმები: გსურს გქონდეს შესაძლებლობა დროდადრო ისადილო მეგობრებთან? ამავდროულად, შენ რისკავ ვერ მიიღო ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის საკმარისი კალორიების რაოდენობა. უკიდურესი ზომების საჭიროება არ არსებობს. უბრალოდ შეცვალე კოქტეილით 1 ან 2 კვება, შენი საჭიროებებიდან გამომდინარე, და დარწმუნდი, რომ დანარჩენი კვება დაბალანსებულია საკვები ნივთიერებების რაოდენობით - შენი რეცეპტი წონის კომფორტული შემცირებისთვის ან შენარჩუნებისთვის* მზად არის!
*შედეგები შეიძლება განსხვავდებოდეს. წონის დასაკლებად საჭიროა დაბალანსებული დიეტა, რეგულარული მინიმალური ფიზიკური დატვირთვა, სასმელი რეჟიმისა და ძილის რეჟიმის დაცვა.