ეს სიახლე გჭირდება ყოველდღე

მშრალი კანი, ნაოჭები, პიგმენტაცია? ჩვენ ვიცით, თუ რომელი ნაბიჯი გამოგრჩათ კანის მოვლის პროცედურაში.

საიდუმლო ინგრედიენტი
შენ უკვე დიდი ხანია მიგაჩნია შენი თავი კანის მოვლის ექსპერტად: არჩევ კანის კომპლექსურ მოვლას, ანებივრებ მას ნიღბებით და არ გადიხარ მზეზე SPF-ის (მზისგან დამცავი ფაქტორის) გარეშე. დარჩა მხოლოდ ერთი ნაბიჯი, რომელიც შენ ჭეშმარიტად შესაშური და უნაკლოდ მბზინავი კანისგან გაშორებს — შენ არ იყენებ სანსქრინს ღრუბლიან დღეებში. დიახ, დიახ, მაშინაც კი, როდესაც ცას ღრუბლები ეფარება! 

ფარი შენი კანის ჯანმრთელობისთვის
ულტრაიისფერი გამოსხივება ღრუბლებიდანაც აღწევს და კანის ნაადრევი დაბერების ერთ-ერთი მთავარი მიზეზად იქცევა. თუ პარკში სასეირნოდ გააღწიე და საყვარელ წიგნს ფურცლავ დიდი ხის ჩრდილის ქვეშ, კვლავ რჩება პიგმენტაციის, უფრო ღრმა ნაოჭების და მელანომის შეძენის რისკი — ასე რომ, არ დაივიწყო SPF-ის შესახებ!

სილამაზის საფუძველი
სებუმის, ბზინვარების გაძლიერებული გამოყოფა, არათანაბარი და არამდგრადი ტონი — სახეზე მზის დამცავი საშულების გამოყენებასთან დაკავშირებული ყველა ეს საზრუნავი წარსულს ჩაბარდა. მსუბუქი ტექსტურის მქონე თანამედროვე ფორმულები სწრაფად ერგებიან და მაკიაჟისთვის იდეალურ საფუძველს ქმნიან. შეხედე: მე წავისვი მდგრადი ტონალური ფუძე The ONE EverLasting  მულტიდამცავი დღის კრემის ზევიდან SPF 30 Optimals. თანაბარი ტონი და ჯანსაღი ბრწყინვალება გარანტირებულია!  

რედაქტორის არჩევანი
მულტიდამცავი დღის კრემი SPF 30 Optimals იძლევა დატენიანების მყისიერ შეგრძნებას (99% ადასტურებს), არ ტოვებს ბზინვარებას და სწრაფად შეიწოვება კანში მსუბუქი ტექსტურის წყალობით (78% ადასტურებს).

კომპლექსი Anti-Pollution Active იცავს კანს ნაადრევი დაბერებისგან, რომელიც გამოწვეულია ულტრაიისფერი გამოსხივების და დაბინძურებული გარემოს ზემოქმედებით. წითელი სამყურას და ანწლის ექსტრაქტები ამშვიდებს და იცავს კანს თავისუფალი რადიკალებისგან. ზრუნვა, დატენიანება და დაცვა ერთ პროდუქტში!  

 

 

ტექსტი: ფოტო: Oriflame