როგორ შევიყვაროთ სასარგებლო

რატომ არის ადვილი გიყვარდეს არაჯანსაღი საკვები, იყო ზარმაცი და გვიან ღამემდე იჯდე კომპიუტერთან, ხოლო ვარჯიში, სწორი კვება და საკუთარ თავზე ზრუნვა – ძნელი? იმისთვის, რომ შეეჩვიო რაიმე ახალს, მოქმედება უნდა იწვევდეს სასიამოვნო ემოციებს, რომლის გამეორებაც მოგინდება. როდესაც ჩვენ ტორტს მივირთმევთ, სიამოვნებას იმ წუთში განვიცდით, ხოლო როდესაც ვცდილობთ გამოვიმუშავოთ ახალი ჩვევა მომავალში, მაგალითად ყოველდღიურად 10 წუთი დავუთმოთ კანის მოვლას – ჩვენ სიამოვნებას მოცემულ მომენტში ვერ ვგრძნობთ. რა გავაკეთოთ? მოდით გავერკვიოთ.

 იყავი დაკავებული 

როდესაც ჩვენ უარს ვამბობთ იმაზე, რაც ჩვენი ცხოვრების ნაწილს წარმოადგენდა, საჭიროა მოხდეს მისი ჩანაცვლება სხვა ჩვევით. ძნელია უბრალოდ შეწყვიტო ტკბილეულის ჭამა, მოწევა, კომპიუტერთან ჯდომა — თუ შენ ამას მიჩვეული იყავი, ის მაინ შეგიტყუებს ინერციით. სხვა საკითხია, როდესაც სამსახურში გამოჩნდება ახალი საინტერესო პროექტი რომელიც მოგეწონება ან უბრალოდ იპოვი ახალ გატაცებას. შენი ყურადღება გადადის სხვა ცხოვრებისეულ საკითხებზე და მავნე ჩვევები უბრალოდ გავიწყდება.

მოელაპარაკე საკუთარ თავს 
არც ერთი ჩვევა არ ყალიბდება ერთ დღეში ან ერთ კვირაში, რაც იმას ნიშნავს, რომ მის გადაჩვევას გარკვეული დრო დასჭირდება. იმისთვის, რომ დასახულ მიზანს არ გადაუხვიო, მოელაპარაკე საკუთარ თავს. უთხარი, რომ თუ მთელი კვირის მანძილზე ყოველდღიურად ივარჯიშებ, კვირის ბოლოს შეიძენ ახალ პარფიუმს. ან თუ დაიწყებ ჯანსაღ კვებასშაბათ-კვირას წახვალ რესტორანში და შენს საყვარელ პასტას მიირთმევ. შეუქმენი მოტივაცია საკუთარ თავს მხოლოდ შენ იცი, თუ რა შეიძლება იყოს შენთვის სასურველი ჯილდო.

სონია სოლდატოვა, ბლოგერი, მწვრთნელი: ««მე slow beauty ე.წ. «ნელი სილამაზის» მიმდევარი ვარ. 8 წელი დამჭირდა, რომ საკუთარი თავისგან გამომეძერწა ჩემს ოცნებასთან მიახლებული იმიჯი. მე კომპლექსური მიდგომის მომხრე ვარ — თავის მოვლა, აქტიურობა და სპორტი თქვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი უნდა იყოს და რა თქმა უნდა ზომიერი ტემპით. ნუ ჩაიციკლებით ერთ კონკრეტულ რამეზე. ძალიან ბევრ ვარჯიშს შეუძლია ზიანი მიაყენოს ჯანმრთელობას, მე კი მომხრე ვარ, რომ ფიტნესი არა მარტო სილამაზის, არამედ ჯანმრთელობის სამსახურში იყოს. საკუთარ თავზე ზრუნვა ყოველთვის აუცილებელია. უკიდურესობები — დღეს მე ვიბან, სწრაფად ვისმევ ლოსიონს, შემდეგ ერთი წლით ვივიწყებ მათ არსებობას, ერთი წლის შემდეგ კი მახსენდება — ეს არ არის ჩემი ისტორია».

დაისახე რეალური მიზანი 
თუ სპორტით არასდროს ყოფილხარ დაკავებული, მაშინ არ ღირს დაიწყო ის დამღლელი საათობრივი ვარჯიშებით. ახალბედასთვის 10-წუთიანი ვარჯიშიც კი — დიდი მიღწევაა. დასაწყისისთვის მთავარია შეეჩვიო ვარჯიშს, ხოლო დატვირთვის გაზრდა შესაძლებელია თანდათან. იმისთვის, რომ ვარჯიშის სურვილი არ დაკარგო, დაიჭირე წუთი. როდესაც ის დამღლელი ხდება და გაჩერდი, შეაქე საკუთარი თავი ვარჯიშისთვის და დაპირდი შენს თავს, რომ შემდეგში უფრო მეტს შესძლებ. ეს პრინციპი ნებისმიერ ჩვევაზე უკეთესად მუშაობს.

ირინა გორბაჩოვა, მსახიობი: «ხშირად, ცხოვრების მანძილზე ჩვენ საკუთარ თავს უსამართლოდ ვექცევით. ვამბობთ: როცა იქნება გამოვნახავ დროს ჩემი თავისთვის, მივხედავ ჯანმრთელობას, მოვუვლი საკუთარ თავს, ოღონდ ახლა არა. იმიტომ, რომ არ გვაქვს დრო, შესაძლებლობა, სურვილი და ა. შ. შემდეგ, 35 წლის ასაკში, ქალები გარბიან სპორტულ დარბაზში, ცდილობენ სახის გალამაზებას ინექციებით და მრავალი სხვა საშუალებებით, მაგრამ ყველა ამ რადიკალურ მოქმედებას, მივყავართ უფრო სერიოზულ პრობლემამდე. ვცდილობთ ხელი შევუწყოთ იმას, რომლის საწყისიც ჩვენში არ არის. იმისთვის, რომ საკუთარი თავი შეიყვარო, ეს უნდა ისწავლო. ამაზე უნდა იფიქრო ყოველდღიურად, უნდა დახარჯო დრო და შესაძლოა ერთი წელიც. ეს არის სისტემური მიდგომა, რომელიც ასევე ეხება ადამიანებთან, მეგობრებთან და გარშემომყოფებთან ურთიერთობას, იმიტომ რომ ეს ყველაფერი შენი ენერგიაა, რომელსაც გასცემ და ახმარ რაიმე მნიშვნელოვანს».

გახსოვდეს, რომ საუცხოო ცვლილებები პატარა ნაბიჯებისგან შედგება
არ გადაუხვიო პრინციპს, რომლისაც გჯერა, დაეხმარე ადამიანებს აკეთონ კეთილი საქმეები და იზრუნონ გარე სამყაროზე — ეს ძალიან მნიშვნელოვანია. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია აკეთოს კეთილი საქმეები, რომელიც სამყაროს უკეთესობისკენ შეცვლის. თავდაპირველად უკეთესობისკენ გადადგმული ნაბიჯები შეიძლება უმნიშვნელოდ მოგეჩვენოს, მაგრამ რაც უფრო ბევრ ასეთ ნაბიჯს გადადგავ, მით უფრო შესამჩნევი გახდება მიღებული სარგებელი. თუ ჩვენ ერთობლივი ძალისხმევით ვიმოქმედებთ შევძლებთ სამყაროს სურათის შეცვლას. იქნებ, შენ და შენმა გუნდმა შეაგროვა წიგნები და გადასცა ბავშვთა სახლს? ან მოაწყვეთ მარათონი და მიღებული თანხა საქველმოქმედო ფონდში გადარიცხეთ? ან იქნებ თქვენს სპო-ში მხოლოდ ეკონომ ნათურები ანთია? ეს პატარა ნაბიჯების მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებიც ჩვენს გარე სამყაროს უკეთესობისკენ ცვლის.

გაგვიზიარე სოციალური ქსელებით, თუ როგორ ცდილობ შეცვალო სამყარო უკეთესობისკენ ჰეშტეგით #საუცხოოცვლილებები ხოლო ყველაზე ნათელი ისტორიები გახდება საფუძველი დოკუმენტური ფილმის სერიებისთვის «საუცხოო ცვლილებები». იხილე დეტალები საიტზე oriflamesummer.com.

ტექსტი: ფოტო: ვლადიმერ კოჩეტკოვი, Oriflame