ყოველთვის გამოიყენეთ სანსკრინი
მაშინაც კი, როდესაც მზე ღრუბლებს ამოეფარა, თქვენ გჭირდებათ მზისგან დამცავი სათვალეები. ყოველ დღე. 80%-ზე მეტი მავნე UVA - და UVB - სხივები ღრუბლებიდან მაინც აყენებენ ზიანს კანს. სწორედ UVA - სხივების ზემოქმედების ბრალია კანის ნაადრევად დაბერების ნიშნების, კერძოდ, მიმიკური ნაოჭების და პიგმენტური ლაქების გაჩენა. ამიტომ ყოველთვის გამოიყენეთ SPF 15 და უფრო მაღალი დაცვის ფაქტორების მქონე პროდუქტები.
ჩვენ გირჩევთ: ნაოჭების საწინააღმდეგო დღის კრემს SPF 15 NovAge Ecollagen და დღის კრემ-ლიფტინგს SPF 15-ით NovAge Ultimate Lift
იცოდეთ თქვენი ფაქტორი
SPF (Sun Protection Factor; მზისგან დამცავი ფაქტორი) განსაზღვრავს, რამდენად ეფექტურად აიცილებთ თავიდან კანის დაბერების გამომწვევი UVB-სხივების ნეგატიურ ზემოქმედებას. ციფრი საშუალების დასახელებაში მიუთითებს იმაზე, თუ რამდენი ხანი შეიძლება გაატაროთ მზეზე აღნიშნული საშუალების დატანების შემდეგ, კანზე ზემოქმედების გარეშე. მარტივი ფორმულა: თუ შეგიძლიათ მზეზე იყოთ 10 წუთის განმავლობაში და არ დაიწვათ, SPF 15 გაზრდის ამ დროს 15-ჯერ — 150 წუთი. გახსოვდეთ, რომ SPF არა მხოლოდ ამცირებს დაზიანებების რისკს, არამედ თავიდან აგაცილებთ მათ. ამიტომ გამოიყენეთ სანსკრინი ყოველ ორ საათში, თუ ცურავთ ან ოფლიანდებით, და დაიცავით კანი ტანსაცმლით.
ჩვენ გირჩევთ: ორიფლეიმის მზისგან დამცავ საშუალებებს
ყველა ჭორფლი ერთნაირად სასარგებლო არ არის
იცით თუ არა, რომ ჭორფლი სინამდვილეში მზისგან მიღებული კანის დაზიანების ნიშანია? ჭორფლი ჩნდება, როდესაც მელანოციტები ზედმეტად ბევრ პიგმენტებს წარმოქმნიან უჯრედებში. მელანინი ბუნებრივად იცავს თქვენს კანს ულტრაიისფერი სხივებისგან, ამიტომ კანი გარუჯული ხდება. დაიცავით თქვენი თავი და თქვენი ახლობლები და ყოველთვის გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალებები. განსაკუთრეებული ყურადღება მიაქციეთ კანის იმ უბნებს, სადაც ჩნდება ჭორფლი — სახე, მხრები და ხელები.
ჩვენ გირჩევთ: მრავალფუნქციურ სახის დამცავ კრემს SPF 50 NovAge
დააკვირდით თქვენს ხალებს
ხალები შეიძლება იყოს ბრტყელი და მოცულობითი, ხოლო ფორმა — ნებისმიერი. ხალებზე შეიძლება გაიზარდოს თმები, ხოლო ფორმა ქონდეს ნებისმიერი. მთლიანობაში კი ხალებს შეიძლება ქონდეს მრგვალი ფორმა და ისინი უჩნდებათ ღია ფერის კანის მქონე ადამიანებს. რაც უფრო ძლიერია UVA- და UVB-სხივების ზემოქმედება, მით უფრო იცვლება ხალების ფორმა და რაოდენობა. თავი აარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი კანის ყველა ხილვად უბანზე და განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ თანდაყოლილ და გაჩენილ ხალებს. თუ შეამჩნიეთ, რომ ხალს შეეცვალა ფერი ან ფორმა, მიმართეთ ექიმს.
რამდენია საჭირო?
ამბობენ, რომ უმრავლესობა მზისგან დამცავი კრემის საჭირო პორციის მხოლოდ 25-50% იყენებს. ნუ მოხვდებით რისკის ამ ჯგუფში. მომცრო ზომის ფინჯანი – კრემის აუცილებელი პორციაა, რომელიც უნდა დაიტანოთ კანზე 15 წუთით ადრე ქუჩაში გასვლამდე. ნუ დაივიწყებთ მის დატანებას ხელმეორედ, განსაკუთრებით თუ აქტიურად ცურავთ და ოფლიანდებით.
პატივი ეცით ვარგისიანობის ვადებს
ყველა მზისგან დამცავ საშუალებას გააჩნია ვარგისიანობის ვადა. არასოდეს არ გამოიყენოთ პროდუქტები, რომელთა ვარგისიიანობის ვადა ამოწურულია (ჩვეულებრივ სამი წლის შემდეგ). ასევე, თუ პროდუქტის ფერი ან კონსისტენცია შეიცვალა, შეგიძლიათ გადააგდოთ ის და ახალი შეიძინოთ.
გამოიყენეთ ტუჩის ბალზამი
ტუჩის კანი ისევე, როგორც სახის კანი შეიძლება დაზიანდეს. გამოიყენეთ SPF შემცველი ტუჩის ბალზამი ტუჩის კანის დასაცავად. მაგალითად, ტუჩის აღმდგენი ბალზამი SPF 12 Giordani Gold.