შეინარჩუნე მოტივაცია!

გეზარება სავარჯიშოდ წასვლა? გვესმის! მაგრამ მოტივაციის უქონლობა არ უნდა აფერხებდეს შენი ჯანმრთელობის და სილამაზისკენ სწრაფვას! ჩვენ გასწავლით, როგორ შევინარჩუნოთ ყველაფრის მიუხეადავად საბრძოლო განწყობა.

1. დაისახე რეალისტური მიზნები 
თუ შენი მიზანია მიუწვდომელი სურვილების ასრულება, მაშინ რისკის ქვეშ აყენებ მიიღო არა მარტო ტრავმა არამედ დაკარგო საკუთარი ძალის რწმენა. ამიტომ დაისახე ისეთი მიზნები, რომლებსაც შეიძლება რეალურად მიაღწიო. შენ ყოველთვის შეგეძლება აიმაღლო ძალისხმევა და გამძლეობა .
გახსოვდეს, რომ ჯანმრთელობისაკენ სწრაფვა ეს სპრინტი არაა, არამედ მთელი ცხოვრების მარათონია.

2. დაასაჩუქრე საკუთარი თავი წარმატებებისთვის
როგორც კი შენ მიაღწევ მიზანს – მათ შორის შუალედურსაც, არ დაგავიწყდეს აღნიშნო ეს. ასე შენ გახდი ამ პროცესს მეტად მომზიდველს შენი თავისთვის და არ დაკარგავ განწყობას. მაგალითად გაუკეთე საკუთარ თავს გემრიელი ნაყენი ან ვარჯიშის შემდეგ უყურე საყვარელ სერიალს. დაეხმარე შენს თავს, რომ ვარჯიში ჩვევად გადაგექცეს!

3. გააკეთე ყველაფერი დავის გამო 
ადვილია დაარღვიო პირობა, რომელიც საკუთარ თავს მიეცი, ვიდრე წააგო მეგობართან. დანაძლევდი, მაგრამ  გახსოვდეს ერთი წესი და არ დადო ფსონი იმაზე, რომ ერთ წელიწადში გახდები მსოფლიო ჩემპიონი ბოქსში. შენ შეგიძლია დანაძლევდე, რომ არ ივარჯიშებ ერთი წლის მანძილზე, ან გაირბენ ამ თვეში 50 კილომეტრით მეტს, ვიდრე წარსულში, ასევე კარგად მუშაობს ჯარიმის სისტემა  გაცდენილ ვარჯიშებზე და მეტი რისთვისაა საჭირო მეგობრები?

4. იმხიარულე ბოლომდე
ეს მთავარი რჩევაა მათთვის ვინც შეგნებულად ირჩევს ჯანმრთელი ცხოვრების წესს. თუ შენ ერთი და იგივე ვარჯიშებს აკეთებ ყოველ დღე, ადრე თუ გვიან შენ მოგბეზრდება, ხოლო შენი კუნთები მოეშვება და შეწყვეტს რეაგირებას დატვირთვაზე. ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი გამრაავალფეროვნო შენი სპორტული მენიუ ახალი ვარჯიშებით, სცადო სპორტის ახალი სახეობა და მიაღწიო რეალისტურ მიზნებს. 

5. არ მოსწყდე ეკრანს 
ჩვენ ვატარებთ სოციალურ ქსელებში ძალიან დიდი დროს. რატომ არ ვაიძულოთ დრო, რომ იმუშაოს ჩვენს ჯანმრთელობაზე?



ტექსტი: ფოტო: Getty Images